lemons


იტვირთება...

უკან

lemons

როგორ გავხადოთ საიტის დიზაინი ემოციური?
2018.08.02

როგორ გავხადოთ საიტის დიზაინი ემოციური?

საიტი– არ არის უბრალო პროდუქტი, რომელიც  შემქნელის რამე  დავალებას (ინფორმირება, რეკლამა, გაყიდვების გაზრდა) ასრულებს, მას ასევე საიმიჯო ფუნქციაც აქვს და როგორც  ყველა საიმიჯო  პროდუქტი ისიც უნდა იწვევდეს ემოციებს. სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში  თქვენ შეხვდებით უამრავ საიტს, რომლებიც  საერთოდ არანაირ ემოციას არ აღძრავს.  ისინი არც ცუდები არიან და არც  კარგები. ამ დროს შეიძლება გაგიჩდეთ კითხვა : «რა მნიშვნელობა აქვს იქნება თუ არა საიტი ემოციური?  თუ ის ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც  მფლობელს სურს». ამ მოსაზრებას  აქვს სიცოცხლის უფლება. მაგრამ მომხმარებლები საიტებისადმი თანდათან უფრო მომთხოვნები გახდნენ ამის მიზეზი კი კონკურენციაა. მომხმარებლებს უკვე უამრავი ვარიანტი აქვთ ასარჩევად. ამიტომ თუ მათ არ მოსწონთ საიტი  ან უბრალოდ  ის იწვევს ნეგატიურ ემოციებს თავისუფლად შეუძლიათ მისი ალტერნატივის მოძებნა.

როგორ უნდა შევქმნათ ემოციური საიტი

დეველოპერთა პრობლემა

მთავარი პრობლემა  არის საიტის ტექნიკურ მხარეზე ორიენტირება, ამის გამო იკარგება დიზაინის ემოციურობა.

ემოციონალური დიზაინის თემას ყველაზე კარგად ხსნის დონ ნორმანი ცნობილ წიგნში "ემოციური დიზაინი" , დონი ცდილობს აუხსნას მკითხველს,  თუ რატომ არის ესთეტიურად მიმზიდველი ელემენტების გამოყენება    უფრო ეფექტური.

დონ ნორმანი თვლის, რომ  ნებისმიერი პროდუქტის( ჩვენშემთხვავაში საიტის) მიმზიდველობა  ამცირებს მის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის ხილვადობას. აქედან გამომდინარე  პროდუქციის მიმზიდველობა– ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომლის უგულებელყოფა უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. კვლევის შედეგად წიგნიში «ემოციური დიზაინი» ავტორმა გამოყო დიზაინის 3 ძირითადი დონე. ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ  შეუთავსოთ ერთმანეთს ფუნქციონალურობა, კომფორტულობა  და ესთეტიური სილამაზე.

ეს ძირითადი სამი დონე ეფუძნება  სამეცნიერო ფაქტებს და ადამიანის ტვინის მუშაობას.  გადავხედოთ დონ ნორმანის მირე წარმოდგენილ 3 დონეს:

პირველი დონე – პრიმიტიული

ყველაზე დაბალი, ქვეცნობიერი დონე.  ამ დროს ტვინი ავტომატურად ახდენს   ყველა ემოციური სიგნალს ინტერპრეტირებას, რომელიც მის გარშემოა.  დონი აღნიშნავს,  რომ  ამა თუ იმ დიზაინის აღქმა დამოკიდებულია  მომხმარებლის  კულტურულ ფასეულობებზე.  პრიმიტიულ დონეზე დიზაინით მიღებული  შთაბეჭდილების დონე  ადამიანზე სწრაფ ემოციურ ეფექტს ახდენს. დონ ნორმანის წიგნის თანახმად  პრიმიტიულ დონეზე ინიცირებულ მოქმედებას  «აღმავალი ქცევა» ეწოდება.

გამოდის, რომ აღმავალი ქცევის ინიცირებისთვის საიტის დიზაინმა უნდა მოახდინოს პირველი დადებითი შთაბეჭდილება. ზუსტად პირველი შთაბეჭდილებით აფასებს მომხმარებელი დიზაინის ხარისხს. შევაჯამოთ : პრიმიტიულ დონეზე საიტის დიზაინი უნდა იწვევდეს აღფრთოვანებას და ბედნიერებას.

მეორე დონე –ქცევითი

ამ დონეზე ტვინი აღიქვამს დიზაინის ფუნქციონალურობას, გამოყენების სიმარტივეს  და  ამ დროს მიღებულ გამოცდილებას.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია  ფიზიკური შეგრძნებები, ფუნქცია და პროდუქტიულობა.  დადებითი აღქმისთვის ვიზუალური დიზაინი უნდა შეიცავდეს შესაბამის ფუნქციებს, რომლებიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ქცევითი დონის  დიზაინი უნდა იყოს  მოსახერხებელი და გასაგები.  თუ დიზაინი  დამაბნეველი და გაუგებარია მაშინ მომხმარებელი ნეგატიურ ემოციებს განიცდის, მაშინ,  როცა ეფექტურობას და სიმარტივეს საპირისპირო ემოციები მოჰყვება.

ქცევითი დონისთვის დიზაინის შესაქმნელათ თქვენ უნდა იცოდეთ საიტის მომხმარებლების მოთხოვნები.  ამის გაგებაში  Google Analytics- ი დაგეხმარებათ.

მესამე დონე – რეფლექსური

ეს არის მომხმარებლის ყველა შემეცნებითი ფსიქიკური პროცესის ყველაზე მაღალი დონე.  ამ დროს ინიცირდება მოქმედებები, რომელსაც დონ ნორმანი  «არა აღმავალ ქცევას » უწოდებს.  რეფლექსურ  დონეზე  აბსოლიტურად  გაცნობიერებული დასკვნები კეთდება.

ამ ეტაპზე  მომხმარებელი იწყებს განხილვას და გამოცდილების ხარჯზე  ლოგიკა ემოციებს და ავტომატურ ქცევებს  ამარცხებს.

დაგროვილი  გამოცდილებიდან  გამომდინარე სხვადასხვა მომხმარებლები საიტის დიზაინებზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. რეფლექტური დიზაინი  აჯამებს შედეგებს და  აყალიბებს  საერთო შთაბეჭდილებას.

თუ დიზაინი  არის გააზრებული  და ემოციური, მაშინ ყველა ეს ეტაპი ერთმანეთზეა მიმბული,მაგრამ  მომხამრებლის ყურადღება  არ უნდა იყოს თანაბარი პროპორციით გადანაწილებული  ყველა ეტაპზე.  საიტი,რომელიც შეიცავს სამივე  დონეს იქნება მიმზიდველი, ადვილად დასამახსოვრებელი და რაც მთავარია მოიტანს სასურველ შედეგს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ