lemons


იტვირთება...

უკან

lemons

როგორ დავითანხმოთ კლიენტი გარიგების პირობებზე ლანჩის დროს?!
2018.08.01

როგორ დავითანხმოთ კლიენტი გარიგების პირობებზე ლანჩის დროს?!

გყავთ კლიენტი, რომელსაც ვერ ითანხმებთ გარიგების პირობებზე? პოტენციურ ბიზნეს პარტნიორს უნა შეხვდეთ და ნერვიულობთ? სანერვიულო არაფერია, რადგან  წარმატების მიღწევის მარტივი გზა არსებობს — უბრალოდ დაპატიჟეთ თქვენი მომავალი პარტნიორი ლანჩზე.

უკვე  წლებია  ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება ბიზნესში.  დამტკიცებულია, რომ ერთობლივ საუზმეს შეუძლია საქმიან  მოლაპარაკებებზე   დადებითი გავლენის მოხდენა. კვლევები აჩვენებს, რომ გლუკოზის მიღება  აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს,  თვითკონტროლს. ამცირებს აგრესიას და ადამიანი უფრო ჰარმონიული ხდება — რაც  მნიშვნელოვანია წარმატებული გარიგების დასადებად!

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლთა  გათვალისწინებაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

 

1. საუბარი ჩვენ უფრო დამაჯერებელს გვხდის

ნობელის პრემიის ლაურიატმა ელვინ როთმა ჩაატარა ექსპერიმენტი  (Alvin E. Roth) — თამაში «ულტიმატუმი» (Ultimatum Game), რომლის მიხედვითაც ორ ადამიანს  10 დოლარი უნდა გაეყო. ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე პირველი მონაწილე იღებდა გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე ან ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას ან არა. ეს ჰგავს მოლაპარაკებას, რომლის დროსაც განიხილება მხოლოდ ერთი შეთავაზება, რომელიც ან გამარჯვებთ (ორივე იღებს შეთავაზებულ თანხას) ან  დამარცხებით სრულდება(ვერცერთი ვერ იღებს თანხას).

ამ თამაშში ყველას აქვს ცოტა ფულის მოგების შანსი, მაგრამ ექსპერიმენტის მონაწილეების მესამედი ემორჩილებიან ემოციებს და საბოლოოდ ხელცარიელები მიდიან.

ელვინ როთმა აღმოაჩინა, რომ არაფორმალური საუბრის 10 წუთსაც კი  შეუძლია თამაშის შედეგების რადიკალური შეცვლა. მსგავსი პირობების არსებობისას  უფულოდ თამაშის მონაწილეების მხოლოდ 5% დარჩა.

даже 10 минут неформального общения перед переговорами способны изменить исход игры

ლურჯი ფერით  აღნიშნულია იმ თამაშის შედეგები, რომლის დროსაც  მონაწილეებს არ ჰქონდათ ერთმანეთთან საუბრის უფლება;
წითელი ფერით  — თამაშები, რომლის დროსაც მონაწილეებს ჰქონდათ  სხვა თემებზე საუბრის უფლება.  გრაფიკის მარცხენა მხარე (Fair Deals) შეიცავს დადებითი შედეგების მონაცემებს, მარჯვენა კი უარყოფითისას  (Failures)

არაფორმალურმა  ურთიერთობებმა მოთამაშეებს საშუალება მისცა დაენახათ ერთმანეთის ადამიანური სახე, რამაც  თამაშის შედეგებზე დიდი გავლენა იქონია. ლანჩის დროს სასიამოვნო საუბრითაც ანალოგიურ შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

2. საკვები გვიქმნის კარგ განწყობას

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია  დაამტკიცეს, რომ  საკვები გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. სამოციან წლებში იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაამოწმეს თეორია, რომლის მიხედვითაც  ადამიანები ჭამის დროს მიღებულ ინფორმაციას უფრო პოზიტიურად იღებენ, მაშინაც კი თუ ინფორმაციას და საკვებს სხვადასხვა  წყაროდან  იღებენ.

ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა პოზიტიური ასოციაციების მნიშვნელობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თუ თქვენ კლიენტისთვის რამე პოზიტიურს აკეთებთ ეს აუცილებლად აისახება მის თქვენდამი დამოკიდებულებაზე.

3. ერთობლივი სადილი ხელს უწყობს ურთიერგაცვლას

დარწმუნების ექსპერტი რობერტ ჩალდინი (Robert Cialdini) ურთიერთგაცვლას გავლენის კლასიკურ პრინციპებს აკუთვნებს. მცირე დახმარებაც კი ,რომელსაც ყოველგავარი  ანგარების გარეშე აკეთებთ უბიძგებს ადამიანს უკუქმედებისკენ.  მაგალითად დაპატიჟეთ ვინმე ლანჩზე ყოველგვარი მოლოდინის გარეშე.

ეს თეორია დამტკიცებულია კვლევით, რომელშიც მონაწილეობას 279 669 ექიმი იღებდა.  კვლევის თანახმად ფარმაცევტული კომპანიების მიერ დაფინანსებულმა ლანჩმა გაზარდა რეცეფტების რაოდენობა, რომლითაც უპირატესობა ენიჭებოდა მოცემული ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტებს.
ძირითადად მსგავსი ურთიერთგაცვლა ხდება გაუცნობიერებლად, რადგან  ყველა ექიმი არ/ვერ ახსნის იქონია თუ არა არც თუ ისე ძვირმა ლანჩმა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა.

4. საკვების მიღება ცვლის ურთიერთობას

შეუძლია პიცას აღქმის შეცვლა? ექსპერიმენტის რეზულტატებმა აჩვენეს, რომ შეუძლია. ექსპერიმენტის  დროს გამოკითხეს მაღაზიიდან გამოსული ადამიანები, რომლებსაც ეკითხებოდნენ კმაყოფილები იყვნენ თუ არა ტელევიზიის ხარისხით . გამოკითხულების ერთ ნაწილს გამოკითხვის პროცესში შესთავაზეს პროდუქციის დაგემოვნება.  არ არსებობს პირდაპირი კავშირი პიცასა და  ტელევიზიას შორის მაგრამ, შედეგების თანახმად  ადამიანებმა,რომლებმაც გამოკითხვის დროს პიცა მიირთვეს ტელევიზიის ხარისხი უფრო მაღალი ქულით შეაფასეს.

5. სწორად შერჩეული  საკვები ამყარებს ნდობას

ფიქრობთ რა შეუკვეთოთ საქმიანი ლანჩის დროს? რეალურად ამ დროს ჩვენ  მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ,  რომ შეუკვეთოთ  საკვები, რომელსაც ისე შევჭამთ, რომ არ დავისვაროთ. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ გვინდა  პარტნიორის რამე საკითხში დარწმუნება, მაშინ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ  საკვების არჩევას. შესთავაზეთ მათ პირველმა გააკეთოს  არჩევანი საკვებზე  და  თქვენც იგივე შეუკვეთეთ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხალხს უფრო მეტი ნდობა აქვთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მათი მსგავსი გემოვნება აქვთ.  მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა,რომლის დროსაც საქმიანი ლანჩის დროს ადამიანების ერთი ნაწილი მიირთმევდა ერთნაირ  საკვებს, ხოლო მეორე ნაწილი კი განსხვავებულს. შედეგების შეჯამების შედეგად აღმოჩნდა, რომ  ნდობა და  თანამშრომლობის სურვილი უფრო დიდია მაშინ,  როცა ლანჩის დროს ორივე მხარე ერთნაირ საკვებს მიირთმევს.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ