იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

ფერები ლოგოში - მათი მნიშვნელობა  და ევოლუცია
2018.08.01

ფერები ლოგოში - მათი მნიშვნელობა და ევოლუცია

 

ლოგოს ფერის ფსიქოლოგია

წითელი ფერი ლოგოში ასოცირდება  სისხლთან, ცეცხლთან ...  წითელი ფერი იწვევს ძალიან მძაფრ ემოციებს : ვნებას, ნდობას, სიყვარულს და აგრესიასაც კი.

წითელი ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს. ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას. არის აგრესიული, ენერგიული, პროვოკაციული, იპყრობს ყურადღებას.

Красный

ლურჯი ფერი ჩვენთვის მარტივი აღსაქმელია, ასოცირდება ცასთან და ოკეანესთან. აღიქმება როგორც სანდო, საიმედო, უსაფრთხო, გონივრული, პასუხისმგებლობის მქონე.

Синий

ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედსა და ოპტიმიზმს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტმულირებას. მისი კაშკაში განსაკუთრებულად ხელსაყრელია მომხარებლის თვალის მოსაჭრელად. ის არის  პოზიტიური, მსუბუქი, თბილი...

Желтый

მწვანე ფერი_ სიმშვიდის, სისუფთავის, სიმდიდრის, პრესტიჟულობისა  და ჯანმრთელობის სინონიმია. განსხვავებაა მის ტონალობაში -  მუქი მწვანე მოზღვავებასთან ასოცირდება, ღია კი სიშვიდესთან.

Зеленый

იასამნისფერი_ არის არისტოკრატიული, იდუმალი, ნოსტალიგიური და მდიდრული.

Фиолетовый

 

 

ნარინჯისფერი ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან , ენერგიულობასა და მხიარულებასთან. ის ასევე ასოცირდება ტროპიკებთან,მზესთან და სიხარულთან.

Оранжевый

შავს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსვან კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით კარგად მუშაობს,როდესაც პროდუქციის ღირებულება მაღალია. ასოცირდება პრესტიჟთან, ღირებულებასა და დროის სიმცირესთან.

Черный

ვარდისფერი ასოცირდება : ქალურობასთან, მზრუნველობასთან, სექსუალურობასთან, ნეტარებასთან, სითბოსთან და სიტკბოსთან.

Розовый

ყავისფერი: საიმედოობა,მხარდაჭერა, სანდოობა.

Коричневый

 

როგორ ავიჩიოთ ლოგოს ფერი და აქვს თუ არა მას გადამწყვეტი მნიშვნელობა? ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ  მთავარი მაინც ლოგოს  დიზაინია. ის  ჰარმონიული და უნიკალური უნდა იყოს.

 

ყველაზე ძვირადღირებული ლოგოები

გთავაზობთ  მსოფლიოში ყველასთვის ცნობილ ლოგოებს.

ტოპ- 10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში. 

10 самых дорогих лого

ზოგიერთი ლოგო იმდენად ცნობილია, რომ მათ  ბრენდის სახელის გარეშეც კი ცნობენ!

лого

 

უდიდესი ამერიკული კომპანიების ლოგოები, რომლებშიც ფული არავის გადაუხდია:

 логотипы

კომპანია  Microsoft- მა 25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე რებრენდინგი მხოლოდ 2012 წელს ჩაატარა. ექსპერტების აზრით  კომპანიას  უკვე არსებული ლოგოს დამზადება  დღეს 250 000 -500 000 დოლარი დაუჯდებოდა.

Google-ის ლოგოს შემქმნელი სერგეი ბრინი ამაყობს იმით, რომ მისმა დიზაინმა დროს გაუძლო.

Coca-Cola-ას ლეგენდარული დიზანი ექსპერტებმა  55 000 000 000  დოლარად შეაფასეს. დასახელება "კოკა-კოლა", ისევე როგორც წარწერის ფონტი შექმნა ფრენკ რობინსონმა (Frank M. Robinson).

 

Twitter

ამბობენ, რომ Twitter მა ლოგოს პროტოტიპი  iStockphoto- ზე სულ რაღაც 15 დოლარად შეიძინა.

Nike

"ნაიკის" ლოგო შეიქმნა 1971 წელს - მისი ავტორია კეროლაინ დევიდსონი, რომელიც მაშინ პორტლენდის უნივერსიტეტის რეკლამის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ფილ ნაითმა (Phil Knight) შესრულებულ სამუშაოში მას ჰონორარის სახით 35 დოლარი გადაუხადა.

5 ლოგო, რომელიც არ შეცვლილა

Coca-Cola-ს ლოგო   1886 წლიდან ფაქტიურად არ შეცვლილა, მას მხოლოდ წითელი ფერი დაემატა.

Johnson&Johnson -მა ლოგოთ ერთ-ერთი დამაარსებლის ჯეიმს ვუდ ჯონსონის ხელმოწერა გამოიყენა.

GoodYear - ი  1901 წლიდან  დღემდე  არ ცვლის ლოგოს მთავარ კონცეფციას.

General Electric- შეიქმნა  ორი კომპანიის   Thomson-Houston- ის და  Edison General Electric- ის შერწყმით.

ცნობილი წვნიანის  Campbell`s-ი ს ლოგო გამოჩნდა 1898 წელს, მას შემდეგ მხოლოდ წარწერის ფერი შეიცვალა.

лого

ლოგო, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა

5 логотипов, изменившихся до неузнаваемости 5 логотипов, изменившихся до неузнаваемости

Pepsi- ის პირველი ლოგო შეიქმნა 1890 წელს, მაგრამ ის ძალიან ჰგავდა კონკურენტის ლოგოს, ამიტომაც რადიკალურად შეცვალეს.

Apple- ს ლოგოს ევოლუცია ასახავს  დიზაინის ცვლილების ისტორიას: რთული დიზაინიდან მინიმალისტურ და ყველასთვის გასაგებ დიზაინამდე.

IBM- აბრევიატურაში იყო კიდევ ერთი ასო  «t»  კომპანიის მიერ წარომებული  პროდუქციის «tabulating machines»- ის გამო, მაგრამ ამ პროდუქციის გაქრობის შემდეგ ეს ასოც გაქრა და ლოგოც  შეიცვალა.

კომპანია Nokia  თავიდან ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანია იყო, კომპანიის პროფილის ცვლილებასთან ერთად ლოგოც  რადიკალურად შეიცვალა.

Canon- ის პირველ ლოგოზე  გამოსახული იყო მართლმსაჯულების ქალღმერთი, რადგან როგორც ადრა ასევე დღესაც კომპანიის მთავარი ფასეულობა სამართლიანობაა.

 

და როგორი იქნება თქვენი ლოგო  100 წლის შემდეგ?

инфографика

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ