lemons


იტვირთება...

უკან

lemons

ფუნქციონალური მინიმალიზმი ვებ-დიზაინში. ნაწილი 1
2018.08.03

ფუნქციონალური მინიმალიზმი ვებ-დიზაინში. ნაწილი 1

რადგანაც  ვებ-დიზაინი  ფოკუსირებას აკეთებს  მომხმარებლებთან დადებით   ურთიერთქმედებაზე , ამისთვის დიზაინერებმა უნდა შექმნან ყველაზე მოსახერხებელი და მიმზიდველი პლათფორმები.  მინიმალისტურ პრინციპებისადმი ერთგულებით  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ   ეფექტური რესურსი, რომელიც არ  იქნება   გადატვირთული, რაც აუმჯობესებს და აადვილებს  ვიზიტორებთან ურთიერთქმედებას.

მოდით შევხედოთ პრინციპს “less-is-more” -ს და მის ანარეკლს  ვებ-დიზაინში.

 
მინიმალისტური დიზაინის მოკლე ისტორია

ზოგიერთ  ვებ-დიზაინერს   შეცდომით ჰგონია, რომ  მინიმალისტური დიზაინი ეს მხოლოდ ესთეტიური არჩევანია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მხოლოდ ესთეტიკაზე ფოკუსირება მოდი  განვიხილოთ  მინიმალისტური დიზაინი.

ტენდენცია Minimal-ი  ვებ-დიზაინში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. როდესაც ადამიანები განიხილავენ მინიმალიზმს,უფრო ხშირად ფიქრობენ ტრადიციულ  იაპონურ კულტურაზე. იაპონური კულტურა აფასებს ბალანსს და სილამაზეს. ამომავალი მზის ქვეყნის არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ხელოვნება და გრაფიკული დიზაინი  უკვე დიდიხანია რაც მინიმალისტური  ასპექტებით ხასიათდება.

თანამედროვე მატერიალების ჩანერგვით  ისეთი როგორიცაა მინა  და  ფოლადი.  ბევრმა არქიტექტორმა დიაიწყო  ამ სტილის არქიტექტურული ნაგებობების შექმნა.  ლუდვიგ მის ვან დერ როე გერმანელ-ამერიკელი  არქიტექტორი-მოდერნისტი  იყო  მინიმალისტური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. მას მიაკუთვნებენ ფრაზას “რაც უფრო ცოტაა, მით უფრო მეტია” .

 

“Less-is-more” -მიდგომა  მალევე გადავიდა არქიტექტურიდან  ხელოვნების სხვა დარგებში და ინდუსტრიაში.

რა არის მინიმალისტური ვებ-დიზაინი?

დღეს, თანამედროვე   ვებ-დიზაინში  მინიმალიზმი  გაჩნდა,როგორც ძლიერი ტექნიკა. ის გახდა ერთგვარი რეაქცია  სირთულის გაზრდის ტენდენციისადმი. ვიზუალური სირთულე გავლენას ახდენს მომხმარებლის აღქმაზე: რაც უფრო მეტი ელემენტია   დიზაინში მით უფრო რთულად გამოიყურება ის მომხმარებლისთვის.

სწორად გამოყენებული მინიმალიზმი დაგეხმარებათ   პროექტებზე ორიენტირებული ამოცანების გამარტივებაში.   EyeQuant- ის მიერ ჩატარებული კვლევა  აჩვენებს, რომ   მინიმალისტური დიზაინის მქონე საიტებს  უფრო ნაკლები  მომხმარებლები ტოვებენ.  მინიმალიზმმა  ვებ რესურსებს მოუტანა  დამატებითი  უპირატესობები : სწრაფი ჩატვირთვა და  სხვადასხვა ზომის  ეკრანებთან  უკეთესი თავსებადობა .

მინიმალისტური ვებ-დიზაინის  ერთ-ერთი  ყველაზე  თვალსაჩინო მაგალითია  Google Search. Google  1990 წლიდან  პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევს  თავისი ინტერფეისის  სიმარტივეს. მთავარი გვერდი  მთლიანად შექმნილია ცენტრალური  საძიებო  სისტემის ირგვლივ.

 
მხოლოდ საფუძვლები

ვებ-დიზაინში  მინიმალისტური  დიზაინის სტრატეგია მდგომარეობს – ინტერფესის გამარტივებაში - სხვადასხვა ელემენტების და კონტენტის  შემცირებით, რომლებსაც არ აქვს ღირებული  დანიშნულება. იმისთვის,  რომ დიზიანერმა  შექმნას  მინიმალისტური დიზიანი საჭიროა მკაცრად განისაზღვროს   ყველა ელემენტის მნიშვნელობა და  გამოაჩინოს მათგან ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი.

დიზაინის თითოეულ ელემენტს უნდა ჰქონდეს მიზანი. როგორც ჯოშუა  ბეკერი ( Joshua Becker) ამბობს: “თქვენ არ გჭირდებათ მეტი სივრცე. თქვენ გჭირდებათ ნაკლები ნივთები”.

ამავდროულად დარწმუნდით, რომ კონტენტის  შემცირებით მომხმარებლებს არ გაუჭირდებათ რამე  მოქმედების შესრულება.  მთავარი იდეა მდგომარეობს   იმაში, რომ  გზავნილი გახადოთ  უფრო მარტივი, გასაგები  და არა  ფარული. ასე, რომ  შექმენით  დიზაინი  კონტენტის ირგვლივ   და დატოვეთ  საკმარისი ხილული ელემენტები,    (მაგალითად, ძირითადი ნავიგაცია) რადგან მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ საიტზე  ორიენტირება.

უარყოფითი სივრცე

უარყოფითი (ან თეთრი)  სივრცე  არის მინიმალიზმის  ყველაზე მნიშვნელოვანი  ელემენტი, რომელიც მას  დიდ ძალას ანიჭებს.  უარყოფითი სივრცე – ეს არის უბრალოდ ცარიელი სივრცე არსებულ  ვიზუალურ დანამატებს შორის.  იაპონურ კულტურაში ის ცნობილია როგორც МА- პრინციპი: ობიექტების ღირებულების  ხაზგასასმელად ხდება  მათ შორის არსებული სივრცის დამუშავება.

უარყოფით სივრცეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც თეთრ სივრცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად თეთრი იყოს.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

 

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ