lemons


იტვირთება...

უკან

lemons

ჰედერიდან ფუტერამდე : მომხმარებლების მოტივაციის 5 მეთოდი, რომლის დახმარებითაც ისინი თქვენ საიტს თავიდან ბოლომდე დაათვალიერებენ
2018.08.02

ჰედერიდან ფუტერამდე : მომხმარებლების მოტივაციის 5 მეთოდი, რომლის დახმარებითაც ისინი თქვენ საიტს თავიდან ბოლომდე დაათვალიერებენ

დრო, როცა დიზაინერები ცდილობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის საიტის  თავში "კეცვის ხაზამდე" განთავსებას წარსულს ჩაბარდა. ლენდინგის სიგრძე იზრდება, რაც ხელს უწყობს საიტის ადაპტურობას  — მობილური მოწყობილობების მომხმარებალთა ზრდა ვალდებულს ხდის  მფლობელებს შექმნან საიტის მობილურ ვერსია. რაც უფრო პატარაა ეკრანი მით უფრო გრძელი ხდება საიტი.

ახალი ტენდენცია ერთდროულად ამარტივებს ერთგვერდიანი საიტის შექმნას და ხელს უწყობს კონტენტის უფრო დეტალურ დამუშავებას.

1.მნიშვნელოვანი კონტენტი - დასაწყისში

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარბელი საიტის ჩატვირთვისთანავე იწყებს მის სქროლვას- კონტენტი,რომელსაც ის  დასაწყისში ხედავს უქმნის მას პირველად შთაბეჭდილებას  და  არის შემდგომი ქმედების საფუძველი.  ვიზიტორი  გააგრძელებს საიტის დათვალიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოეწონება  პირველი გვერდი.  უნიკალური ფაქტები ბრენდზე და პროდუქტზე და  ლამაზი სურათები  უბიძგებს მომხმარებლებს შემდეგი მოქმედებისკენ.

2. ვიზულაური სიგნალი, რომელიც გიბიძგებთ "სქროლინგისკენ"

ხანდახან  მომხმარებლის  მოტივირების საუკეთესო საშუალება  მისთვის რაიმის პირდაპირი თხოვნაა.  უბალოდ შეატყობინეთ მათ, რომ ინფორმაციის ნაწილი ხელმისაწვდომია ქვემოთ.  დახვეწილი არამომაბეზრებელი სიგნალი, მაგალითად:  ისარი ან ტექსტი, რომელიც მიუთითებს მომხარებელს მოქმედებისკენ.

 

3. შექმენით გამჭირვალე ნავიგაცია

ნავიგაცია— ეს არის მომხმარებლის გამოცდილების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. არასწორი ნავიგაციის ყველაზე დიდი რისკი -დეზორიენტაციაა.  თუ სქროლვის დროს მენიუ იკარგება, მომხმარებელს სასურველი ინფორმაციის მისაღებად  უკან დაბრუნება  უწევს. ხშირად ეს აღიზიანებს მომხმარებლებს და  (არჩასული ბოლომდე) ის ტოვებს საიტს ისე, რომ ბოლომდენ ნანახიც კი არ აქვს. გამოსავალი ერთია – მენიუს (ნავიგაციის) ხაზი  სქროლვისას  თან უნდა დაყვებოდეს.  2

მაგალითი:ნავიგაციის ფიქსირებული ხაზი (ubani.ge)

მობილურ მოწყობილობების ნავიგაციას  აქვს საკუთარი  მახასიათებლები. იმის გამო, რომ  ეკრანის ზომა  პატარაა ნავიგაციის ხაზი ჩნდება მხოლოდ მაშინ როცა მომხმარებელი იწყვეს ზევით სქროლვას.

4. გამოიყენეთ ანიმაცია  მომხმარებლების მოსაზიდად

ფუნქციონალური ეფექტები , მაგალითად: პარალაქსი  ან სქროლვითი ანიმაცია.  მომხარებელის დაინტერესების შემთხვევაში მათ უჩნდებათ საიტის ბოლომდე დათვალიერების სურვილი.  მსგავსი ელემენტები საიტის დათვალიერებას  ხდის ერთგვარ  თამაშად  სახელად « რა იქნება შემდეგ?»

321

jessandruss.us

პარალაქსი ქმნის  სიღრმის ეფექტს, თუ თქვენ მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მსგავსი ილუზიის შექმნით ქსურთ  ამაში პარალაქსი დაგეხმარებთ.

5.თავი აარიდეთ შემთხვევით სქროლვას

თქვენთვის ალბათ ცნობილია მსგავსი მაგალითი — სქროლინგი ხდება თვითნებურად, მომხმარებლის ზემოქმედების გარეშე.  ეს ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებელზე, რადგან მოქმედება მისი კონტროლის გარეშე ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ დროს მომხმარებელი მიატოვებს საიტს.

საიტის ჰედერიდან ფუტერამდე  სქროლინგი  უზრუნველყოფს საიტის კარგ რეპუტაციას საძიებო სისტემებისთვის.
 
გარდა ამისა მომხმარებლის მსგავსი ინტერესი საიტისადმი ზრდის კონვერსიის  დონეს.
 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

 

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ