იტვირთება...

იტვირთება...

უკან

lemons

10 გრაფიკული დიზაინერი თქვენი შთაგონებისთვის!
2018.08.02

10 გრაფიკული დიზაინერი თქვენი შთაგონებისთვის!

თუ თქვენ ხართ გრაფიკული დიზაინერი და ეძებთ შთაგონების წყაროს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ გრაფიკულ დიზაინერებს,  რომლებიც შთაგოგონებენ თავიანთი ნამუშევრებით და რომლებმაც  განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თანამედროვე დიზაინში.

1. ედი ოპარა (Eddie Opara)

01

Eddie Opara-ის სურათის შედეგი

მისი მრავალფეროვანი დიზაინი  მოიცავს: სტრატეგიის, დიზაინის და ტექნოლოგიის ერთობლიობას. მის ნამუშევრებს შორის არის: ინტერაქტიული ინსტალაციები, ვებ საიტები, მომხმარებლის ინტერფეისები და  პროგრამული უზრუნველყოფები, საფირმო სტილი, პუბლიკაციები, შეფუთვები და  დიზაინ გარემო. 2010- წელს  ის როგორც პარტნიორი  შეუერთდა ნიუ-ორკის  Pentagram -ის ოფისს.

2. სტეფან  ზაგმეისტერი (Stefan Sagmeister)

02

Stefan Sagmeister-ის სურათის შედეგი

ზაგმაისტერი – წარმატებული გრაფიკული დიზაინერი, ტიპოგრაფი და წარმატებული დიზინერული კომპანიის  Sagmeister & Walsh -ის დამფუძნებელია  (2012 ნიუ-იორკი) . მისი კლიენტები არიან:Rolling Stones, HBO, და გუგენჰაიმის მუზეუმი. ზაგმაისტერი ცნბილია თავისი  კომპანია  AIGA- ს პოსტერებით (მან  მოიხატა მთელი სხეული და  შემდეგ ფოტო გადაიღო) .

3. მილტონ გლეიზერი  (Milton Glaser)

03

მილტონ გლეიზერი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერი. ის არის პირველი გრაფიკოსი დიზაინერი, რომელმაც ხელოვნების ნაციონალური ჯილდო მიიღო (2009 წელს) . გლეიზერი – არის ჟურნალ «ნიუ-იორკის» ერთ ერთი დამფუძნებელი. მისი შექმნილია ლოგო- “I love NY".

4. ჩიპ  კიდი (Chip Kidd)

04

კიდი ცნობილია - წიგნების გარეყდების დიზაინის შექმნით. მისი ნამუშევრები Alfred A. Knopf- ისთვის, სადაც მას არტ-დირექტორის  პოზიცია უჭირავს  გახდა რევოლუციური მთელი ამერიკული წიგნების დიზაინებისთვის.  Time Out New York _«წიგნების დიზაინის ისტორია შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად: ჩიპ  კიდამდე და მის შემდეგ».

5. პაულა შერი (Paula Scher)

05

 

დაკავშირებული სურათი

მისი შემოქმედება შედგება საფირმო სტილის დიზაინის, სარეკლამო მატერიალების, ეკო გრაფიკების, შეფუთვების დიზაინისა  და პუბლიკაციებისგან ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან: New York Times Magazine, Target, Tiffany & Co., და Citibank.  2000 წელს მან მიიღო Chrysler-ის  ჯილდო ინოვაციური დიზაინისთვის.

6. ელვინ ლასტიგი (Alvin Lustig)

06

 

Alvin Lustig-ის სურათის შედეგი

 

ლასტინგი – ამერიკული წიგნების, გრაფიკის და ფონტების დიზაინერი.  მისი დიზაინი არის თანამედროვე და  ორიგინალური. ის მუშაობს წიგნების, ჟურნალების,ინტერიერის და ტექსტილის დიზაინზე.  ის  არის არტ-დირექტორების კლუბის წევრი.

7. მაიკლ  ბიერუთი (Michael Bierut)

07

ბეირუთი სათავეში ჩაუდგა გრაფიკული დიზაინერების გუნდს, რომლებიც მუშაობენ -საფირმო სტილის, გარემოს დიზაინის და პრესის დიზაინზე კომპანია   Pentagram- ში, ამ ფირმას ის,როგორც პარტნიორი 1990 წელს შეუერთდა.  მას გრაფიკული დიზაინის სფეროში უამრავი ჯილდო აქვს აღებული, ხოლო მისი ნამუშევრები  თანამედროვე ხელოვნების და  Peter Cooper-ის სახელობის დიზაინის მუზეუმების  სამუდამო ფლობელობაშია.

8. დევიდ კარსონი (David Carson)

08

David Carson best works-ის სურათის შედეგი

კარსონი ცნობილია თავისი  გრაფიკული დიზაინის სტილით და ფონტის განლაგებით. მისი შემოქმედება ძალიან  მრავალფეროვანია.

9. ლილიან ბასმენი  (Lillian Bassman)

09

Junior Bazaar Lillian Bassman-ის სურათის შედეგი                                                                                               Junior Bazaar Lillian Bassman-ის სურათის შედეგი

ბასმენი იყო ფოტოგრაფი, არტ დირექტორი, მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი.   მან დიდი წვლილი შეიტანა მოდური ფოტოების გადაღებაში და ახალი სტილის ჩამოყალიბებაში  მისი სტილი  თანამედროე გრაფიკულ დიზაინში, კერძოდ  Junior Bazaar- ის გამოცემებში  დღესაც იგრძნობა.

10. ჟაკლინ  კეისი (Jacqueline Casey)

10

Jacqueline Casey best works-ის სურათის შედეგი

კეისი ცნობილი გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შექმნილი პოსტერებით. მის ნამუშევრებში არის  სანახაობრივი სურათები  და თამამი  ტიპოგრაფია. ის ასევე ცნობილია ტიპოგრაფიული სიტყვათა თამაშით და  ვიზუალური კალამბურებით.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla rebrending rebrendings saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ დიზაინი ფასები ვებ საიტის დამზადება ვებ საიტის დამზადების ფასები ვებგვერდები ვებგვერდების დამზადება ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტ-მაღაზიის დამზადება ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო ლოგოების შექმნა ლოგოს აწყობა ლოგოს გაკეთება ლოგოს დამზადება ფასი ლოგოს დიზაინი ლოგოს ფასი მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პარტიზანულ მარკეტინგზე პარტიზანული პარტიზანული მარკეტინგი პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რა ღირს საიტის შექმნა? რებრენდინგი რეკლამა როგორ შევქმნათ ლოგო? საითები საითი საიტები საიტების მოდერნიზაცია საიტების მხარდაჭერა საიტების ოპტიმიზაცია საიტების შექმნა საიტი საიტის აწყობა საიტის გაკეთება საიტის დამზადება საიტის დამზადება ფასი საიტის ფასი სეო ოპტიმიზაცია სტუდია სტუდიები ფლეში შეფუთვის დიზაინი შექმნა

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ