lemons


იტვირთება...

უკან

lemons

PHP Framework - ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა
2018.08.02

PHP Framework - ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა

PHP Framework,  მსოფლიოში ცნობილია როგორც ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა, რომელიც გამოირჩევა მოქნილობით და რაც ყველაზე მთავარია მისი გამოყენება გამარტივებულია. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ,  PHP Framework უზრუნველყოფს ვებ-პროგრამების შექმნის ძირითად სტრუქტურას.

დღევანდელ რეალობაში დეველოპერებს ევალებათ შექმნან კომპლექსური ვებსაიტები და ვებ აპლიკაციებიიმის გათვალისწინებით რომამას დიდი დრო ესაჭიროებაძალიან რთულია ყოველ დღე ნულიდან დაიწყო აპლიკაციების შექმნა.  სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა PHP Frameworkრომლის ჩარჩოებიც  გამოიყენება ყველა ზომისა და სირთულის ვებსაიტისა და ვებ-პროგრამების შესაქმნელად.  მისი ჩარჩოები ხელს უწყობს სწრაფ აპლიკაციის განვითარებას  - RAD (Rapid Application Development), რაც დაზოგავს თქვენს დროს. PHP Framework ხელს უწყობს სტაბილური პროგრამების შექმნას და ამცირებს განმეორებით კოდირებებს.

ზოგადი იდეა  PHP Framework- ის ჩარჩოს მუშაობის შესახებ მოხსენიებულია, როგორც  MVC (Model View Controller), ეს არის პროგრამირების არქიტექტურული ნიმუში, რომელიც დიდ დროს უზოგავს ვებ დეველოპერებს, როდესაც მუშაობენ მომხმარებლის ინტერფეისზე.  MVC გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიმუშავოთ ცალკე, ინდივიდუალურ ელემენტებზე, მაშინ როდესაც დანარჩენი ელემენტები არ იცვლება.

წარმატებული თანამედროვე ვებ-გვერდის შექმნის გასაღები არის, სწრაფიკარგად ორგანიზებული და გამორჩეული კოდებიშემდეგ ამ კოდების საშუალებით შესაძლებელი ხდება  ყველა ზომისა და სირთულის  ვებსაიტის და ვებ-პროგრამების (Soft) შექმნა.  

აქ ნაჩვენებია თუ რისი გაკეთება შეგვიძლია PHP Framework- ის ჩარჩოების გამოყენებით:

  • სიჩქარის განვითარება;
  • კარგად ორგანიზებული და შენარჩუნების კოდის შექმნა;
  • განვსაზღვროთ რამდენად დაბალი ან მაღალი დონის უსაფრთხოება აქვს  საიტს, იმის მიხედვით თუ რომელი Framework აქვს გამოყენებული;
  • MVC - ის გამოყენება უზრუნველყოფს მომხმარებელზე და სამართავ პანელზე ორიენტირებული მიმართულების გამიჯვნას;
  • ხელს უწყობს თანამედროვე ვებ განვითარების პრაქტიკასროგორიცაა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ინსტრუმენტები.

ჩარჩოების გამოყენების უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში:

PHP Framework, ასევე ითვალისწინებს ბევრ საყოველთაოდ გამოყენებულ ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს დინამიური ვებ-გვერდის განვითარებისთვის. დამოუკიდებელი მოდულის განვითარების პროცესი ზრდის მთელი განვითარების სიჩქარეს და აუმჯობესებს პროდუქტის სტაბილურობას და მაღალ ხარისხს.

 

აქ შეგიძლიათ იხილოთ PHP Framework - ის ჩარჩოების ჩამონათვალი:

  1. CakePHP - არის საუკეთესო არჩევანი დამწყები დეველოპერებისთვის. მისი სიმარტივის გამო შეიძლება ჩაითვალოს რომ დღეს CakePHP ყველაზე პოპულარული ჩარჩოა.
  2. Yii - აქვს ჯეი-კოდის გენერატორი, რომელიც ხელს უწყობს ობიექტზე ორიენტირებულ განვითარებას სწრაფი პროტოტიპით და გთავაზობთ ვებ ინტერფეისს მომხმარებლისთვის, სადაც მას შეუძლია შექმნას საჭირო კოდი.
  3. CodeIgniter - იგი გთავაზობთ მარტივ გადაწყვეტილებებს. მას აქვს ფართო ბიბლიოთეკა ვიდეო გაკვეთილებით, ფორუმები და მომხმარებლისთვის გიდები. მისი გამოყენება  უნდა განიხილონ დამწყებმა დეველოპერებმა.
  4. Laravel – 2015 წელს აღიარებული იყო როგორც საუკეთესო PHP Framework ჩარჩო, რომელიც უდაოდ თითქმის სრულყოფილია და მისი მიზანია სწრაფი განვითარება. მას იყენებენ ფართომასშტაბიანი პროგრამებისთვის.
  5. Symfony - შეიქმნა დეველოპერებისთვის  რომლებსაც ძირითადიდ უნდათ საწარმოო დონის აპლიკაციების შექმნა. მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ სხვა ჩარჩოებთან შედარების ნელია.
  6. Phalcon - შეიქმნა ოთხი წლის წინ და მალევე გახდა პოპულარული. ამ ჩარჩოს სიჩქარე საშუალებას იძლევა რომ მისი გამოყენებით მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ოპტიმიზაციას.  მას გააჩნია მრავალი სხვა დიდი ფუნქცია: უსაფრთხოების სისტემა, რესურსების მართვა, თარგმანი, ქეშირება და ა.შ. იგი გვეხმარება შევამციროთ რესურსების მოხმარება, რაც ტიპიურია MVC ბაზისთვის.
  7. Zend - მას აქვს ძლიერი თვისებები, რომლებიც აშენებულია კორპორატიული დონის განვითარებისთვის და მოითხოვს PHP-ის ფართო ცოდნას.
  8.  

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #115ა ("ზოდის ბიზნეს ცენტრი" მე-7 სართული)

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სიახლეები

პოპულარული თეგები

Build CMS Consulting Create design Domain E-Commerce E-Shop Flash Graphics Hosting Internet logo monitoringi Mtavari Web Studio Page Pages photoshop programirebis sheswavla saitebis damzadeba saitebis modernizacia saitebis mxardachera saiti saitis gaketeba saitis optimizacia SEO seo optimizacia seo საიტების დამზადება Site Sites studio veb dizaini veb gverdebis damzadeba Web web design web dizain ვებ web dizaini web gverdebis damzadeba web gverdi web gverdis damzadeba web saitis damzadeba web studio web-studia Webpage Webpages Website Websites ბანერები ბანერი ბრენდბუქი ბრენდინგი გვერდები გვერდი გრაფიკა დამზადება დეველოპმენტი და ონლაინ-მარკეტინგი დიზაინი დომენი ელ. კომერცია ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდის დამზადება ვებ დიზაინი ვებ საიტის დამზადება ვებგვერდები ვებგვერდი ვებსაიტები ვებსაიტი ინტერნეტი კონსულტაცია ლოგო მარკეტინგი მაღაზია მონიტორინგი ნეომედია ომედია პიქსელი პროსერვისი რა არის ბრენდბუქი რეკლამა საითები საითი საიტები

გამოიწერეთ სიახლე და გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

ge.our_menu
X
სიახლეები
ჩვენი მენიუ