მარკეტინგული და PR სტრატეგიის შემუშავება

მარკეტინგული და PR სტრატეგიის შემუშავება

ჩვენი მარკეტოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევის სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაზე.

სწორად გამოვლენილი საჭიროება, გათვლილი ნაბიჯები, შერჩეული სტრატეგია, აქტივობის განსაზღვრა და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზი უზრუნველყოფს წარმატებულ კამპანიას. ეს კი მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ!

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, თითქმის დარწმუნებულები ვყოფილვართ  ჩვენი იდეის წარმატებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ის არ იყო, რაც წარმოგვედგინა...  ხშირად იდეის ავტორი ნათლად ხედავს სამოქმედო გეგმას, თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ ავიწყდება ყველაზე მთავარი –რისკებისა და მოლოდინების სწორად შეფასება, ის, რომ პროფესიონალები სწორედ ღირებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ახერხებენ ამას.

დიახ, სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ დარგის პროფესიონალებს უნდა ანდოთ  მარკეტინგული და პიარსტრატეგიის დაგეგმვა-შესრულება, რადგან ჩვენ ვქმნით იდეებს და მისი განხორციელებისთვის ვიყენებთ სწორ კომუნიკაციას, სწორ არხებს და უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, რომ  ყველაზე არასასურველ შემთხევაშიც კი, ჩვენ მიერ  აუთსორსზე შესრულებული ყველა დავალება მაინც წარმატებულია, რადგან მხოლოდ მოლოდინებზე ორიენტირებულ, სწორ  კომუნიკაციასა და აქტივობებს მოაქვს სარგებელი.

ინტერნეტრეკლამა

ინტერნეტრეკლამა- Google Ads, Facebook Ads, Instagram Ads, Youtube Ads…

ინტერნეტრეკლამა

ინტერნეტრეკლამა- Google Ads, Facebook Ads, Instagram Ads, Youtube Ads…

სოციალური მედია მენეჯმენტი

ვენ შევქმნით თქვენი კომპანიის ფეისბუქის გვერდისთვის საინტერესო და თემატურ პოსტებს: განვათავსებთ კომპანიის სიახლეების

სოციალური მედია მენეჯმენტი

ჩვენ შევქმნით თქვენი კომპანიის ფეისბუქის გვერდისთვის საინტერესო და თემატურ პოსტებს: განვათავსებთ კომპანიის სიახლეების,  აქტივობებისა და პროდუქტების/მომსახურების შესახებ ეფექტურ პოსტერებს, საინტერესო ვიდეოებს; თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას;  მომსახურება მოიცავს რეკლამის მართვას,სეგმენტაციას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვას, ყოველთვიურ რეპორტსა და რეკომენდაციებს;  პერსონალური მედიამენეჯერისა და პერსონალური მარკეტერის სრულ მხარდაჭერას.

კონტენტმენეჯმენტი/ქოფირაითინგი

კონტენტმენეჯმენტი/ქოფირაითინგი

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი ვებგვერდის კონტენტზე! შედეგად თქვენი ვებგვერდი იქნება  SEO ოპტიმიზირებული, ეფექტური და მაღალი ხარისხის ტექსტური თუ ვიზუალური მასალით  უზრუნველყოფილი. 

სწორად შექმნილი კონტენტი კომპანიის/ბრენდისთვის მთავარი იარაღია.  ინფორმაცია, რომელსაც დღეს  უამრავი კომპანიის შესახებ ამა თუ იმ სივრცეში ვხვდებით, მხოლოდ მინიმალურ წარმოდგენას გვიქმნის კომპანიის დაარსების, სერვისების, ღირებულების შესახებ. არადა, გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ემოციებით დატვირთული, მნიშვნელოვანი დეტალებით გაჯერებული...  სწორედ ასეთი მომსახურება  დავნერგეთ  ჩვენ საინტერესო ამბებით, ემოციით სავსე კონტენტს ვქმნით კომპანიის დამფუძნებლებთან/მნიშვნელოვანი ინფორმაციის მფლობელ ადამიანებთან ჩარღმავებული ინტერვიუს საფუძველზე. ის ემოცია მიგვაქვს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლამდე, რაც თითოეული კომპანიისა თუ ბრენდის შესახებ სწორ განწყობებებსა და მოლოდინებს  ქმნის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი

მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი

ჩვენ გთავაზობთ მობილური აპლიკაციების დამზადებას სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის. მობილური აპლიკაცია კომპანიის იმიჯზე ზრუნვის გამოხატულება და  უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებსა და მომხმარებელის კომფორტზე ორიენტირებულობის მაჩვენებელია

კვლევა და ანალიზი

კვლევა და ანალიზი

მხოლოდ კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები! კონკურენტის ანალიზი, მარკეტინგული და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა;  თვისებრივი (რეკლამის, ლოგოს, სლოგანის, პროდუქტის ტესტირება) და რაოდენობრივი (სატელეფონო და ონლაინ კვლევები)

გაყიდვების აუთსორსი

(ინვესტირება მარკეტინგში)

გაყიდვების აუთსორსი

პირველად საქრთველოში!

დიახ, პირველად საქართველოში! ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პარტნიორი კომპანიების გაყიდვების სრულ მართვას! ლემონსმა პირველი წარმატებული ნაბიჯები უკვე გადადგა გაყიდვების აუთსორსში და პარტნიორი კომპანიების მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და გაყიდვების მიმართულებაში მომგებიანი ინვესტირება განახორციელა.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ ბრენდის/ბიზნესის ონლაინსივრცეში წარმატებაზე – მისი პროდუქტების პოპულარიზაციაზე, მაღალ რეპუტაციაზე, ჩვენ ასევე ვდებთ საკუთარ ფინანსებს პარტნიორი კომპანიების მარკეტინგულ კომუნიკაციებში და  ექსკლუზიურად ვმართავთ მის გაყიდვებს.

მხოლოდ მიღებული შედეგიდან, გაყიდვების წარმატებით დასრულების შემდეგ ვიღებთ საკუთარ სარგებელს, რაც ნებისმიერი  კომპანიისთვის დიდი კომფორტია.

ჩვენ უზრუნველვყოფთ გაყიდვებთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა მომსახურების მართვას:

·         ბრენდინგი, ნეიმინგი;

·         იურიდიული;

·         ბუღალტრული;

·         მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია და განხორციელება;

·         ბაზრის კვლევა;

·         საფასო პოლიტიკის შემუშავება;  (მაქსიმალური ფასის დადგენა)

ასევე  უზრუნველვყოფთ პროექტს საჭირო ადამიანური რესურსით: 

·         გაყიდვების მენეჯერებით;

·         ქოლ-ცენტრის ოპერატორებით;

·         ობიექტის ოპერატორებით, ონლაინ პლატფორმების ოპერატორებით;

·         მარკეტოლოგებით;

·         ანალიტიკოსებით;

·         ადმინისტრაციული მენეჯერებით;

·         გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერებით (Post Sale);

ჩვენ მთლიანად უზრუნველვყოფთ გადახდების კონტროლს – შიდა განვადების შემთხვევაში თანხების ყოველთვიურად შეუფერხებლად შემოდინებას;  ბანკებთან ურთიერთობას – საუკეთესო პირობებით იპოთეკური სესხებით სარგებლობას.

ჩვენთანთანამშრომლობას  თქვენთვის  მოაქვს

დაზოგილი:

·         დრო

·         ფინანსები

·         ადამიანური რესურსები

გაზრდილი:

·         ცნობადობა

·         იმიჯი/რეპუტაცია

·         გაყიდვები

სწორედ ამიტომ, ჩვენ გჭირდებით ყოველთვის, წარმატების დასაწყისსა თუ პიკზე, რათა თქვენ, როგორც პროფესიონალებმა,  მშვიდად გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა – შექმნათ ღირებული პროდუქტი, გაყიდვები კი  ჩვენ – დარგის პროფესიონალებს მოგვანდოთ.

დიახ, ჩვენ ორმაგად ვართ პარტნიორის წარმატებით დაინტერესებული და ამიტომ ვახორციელებთ არცთუ მცირე ინვესტიციას მის მარკეტინგულ ხარჯებში და შესაბამისად, სწრაფ სარგებელს იღებს როგორც პარტნიორი კომპანია, ასევე ჩვენ!

ვებ გვერდის დამზადება

იდეისა თუ კომპანიის დაბადებიდან განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ გჭირდებით შენ!

ვებ გვერდის დამზადება

ჩვენ გთავაზობთ: ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის ვებგვერდის დიზაინის დამზადებას, კონტენტის დაგეგმარებას, ტექნიკურ გამართვას, HTML Responsive დამზადებას, დაცულ და მარტივად სამართავ პანელს  (CMS) და ვებგვერდის მოხმარებისა და მართვის ინსტრუქციებს; SEO (საძიებო სისტემა) და SEM (საძიებო სისტემის მარკეტინგი) ოპტიმიზაციას, სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს დასრულების შემდეგაც

პოლიგრაფია

პოლიგრაფია - ჩვენ პარტნიორ სტამბებთან ერთად საუკეთესო ფასებითა და პირობებით ნებისმიერი სირთულის პოლიგრაფიულ მომსახურებას გთავაზობთ

პოლიგრაფია

პოლიგრაფია - ჩვენ პარტნიორ სტამბებთან ერთად საუკეთესო ფასებითა და პირობებით ნებისმიერი სირთულის პოლიგრაფიულ მომსახურებას გთავაზობთ: დიზაინი,  ბრენდირება, ბეჭდვა

ბრენდინგი

(ნეიმინგი, ლოგო, ბრენდბუქი, სლოგანი, ბრენდის პლატფორმა)

ბრენდინგი

ჩვენი გუნდი იმუშავებს თქვენი ბრენდის კონცეფციაზე, ვიზუალური იდენტობის სწორად შერჩევაზე, იმაზე, რომ ბრენდის დაპირება მაქსიმალურად დაემთხვეს მომხმარებლის მოლოდინს

  • მარკეტინგული და PR სტრატეგიის შემუშავება
  • ინტერნეტრეკლამა
  • სოციალური მედია მენეჯმენტი
  • კონტენტმენეჯმენტი/ქოფირაითინგი
  • მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი
  • კვლევა და ანალიზი
  • გაყიდვების აუთსორსი
  • ვებ გვერდის დამზადება
  • პოლიგრაფია
  • ბრენდინგი