როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 1

ისევე როგორც რომანტიკულ ურთიერთობები, ნებისმიერი ბიზნესიც საჭიროებს თავის კლიენტებზე მუდმივი ზრუნვას. ეს ურთიერთობების გამყარების საკვანძო მომენტია, რომლის გარეშეც თქვენ ვერ შეძლებთ Funnel-მარკეტინგის ამუშავებას. პროცესი ჩვეულებრივ Funnel-მარკეტინგის ზედა ნაწილიდან იწყება — შეთავაზებაზე ყურადღების მიბყრობთ, შემდეგ ხდება «შეყვარებულობის»  ეტაპზე გადასვლა, რომელიც  სრულდება ან შენაძენის გაკეთებით ან  მომხმარებლებში თქვენი ბრენდისადმი ლოიალური განწყობის დამკვიდრებით. 

კარგად დაგეგმილ  Funnel- მარკეტინგს  შეუძლია მომხმარებლებისთვის სწორი მიმართულების მიცემა, მათზე ზრუნვა მოგზაურობის დაწყებიდან თქვენ საერთო, ბედნიერ მომავლამდე.  თავდაპირველად შეიძლება მომხმარებლებმა ვერც კი გაიგონ საბოლოო მიზნის შესახებ, მაგრამ ამ გსიზ ბოლოს ისინი თქვენი პროდუქციის/მომსახურების ერთგულ მომხმარებლებად იქცევიან.   

არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ მომხმარებლებს შენაძენის გაკეთების სურვილი მალევე უჩნდებათ, ყოველგვარი დამატებითი მარკეტინგული ეტაპის გავლამდე. მათ შეიძლება პირდაპირვე თქვენი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქცია/მომსახურებაც კი შეიძინონ.  ზოგმა კი  შეიძლება პირიქით ყველა შესაძლო ვარიანტის  გასახილველად და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად  ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯოს.

როგორია ასეთი მომხმარებლების  გულისკენ მიმავალი გზაა ?! 

Funnel- მარკეტინგიში პოტენციური მომხმარებლი სასიცოცხლო ციკლის სამი ეტაპი არსებობს, რომელსაც მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებამდე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ:

თითოეული ეტაპი სინქრონიზებულია ლიდის თქვენთან სხვადასხვა ეტაპზე  ურთიერთქმედებისთვის —ინფორმირებულობა, ინტერესი, ყიდვის სურვილი. რაც უფრო უკეთ იცნობთ თქვენ აუდიტორიას და რაც უფრო მეტი ადამიანი გენდობათ, მით უფრო ადვილი იქნება მათი ამ გზამდე მიყვანა.

რა არის ეს 3 ძირითადი ნაბიჯი?

  • ზედა ნაწილი (TOFU, Top of the Funnel), ანუ მოზიდვის ეტაპი (პირველი პაემანი);
  • შუა ნაწილი (MOFU, Middle of the Funnel), ანუ ჩართვის ეტაპი (რომანტიული ურთიერთობა);
  • ბოლო ნაწილი (BOFU, Bottom of the Funnel), ყიდვის სურვილი გაჩენა (ქორწილი).

სწორად დაგეგმილ Funnel- მარკეტინგს შეუძლია შექმნას მყარი კავშირი ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

TOFU — მოზიდვა | გაცნობა
TOFU — ეს Funnel- მარკეტინგის  ზედა ნაწილია , ადგილი სადაც ლიდები პირველად იგებენ თქვენ შესახებ და საძიებო სისტემით, სოციალური ქსელების, ბლოგის ან ელფოსტის მეშვეობით გადმოდიან თქვენ საიტზე. ამ ეტაპზე ისინი წარმოადგენენ  ისეთი  ვიზიტორების დიდ აუდიტორიას, რომლებმაც შეიძლება ჯერ საერთოდ არ გამოხატონ მცირედი ინტერესიც კი თქვენი პროდუქტის/მომსახურების მიმართ. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ თქვენმა კონტენტმა მიიზიდაა.

თქვენი მიზანია — მოიპოვოთ აუდიტორიის კეთილგანწყობა, შესთავაზოთ მათ მხოლოდ ის, რაც მათ სჭირდებათ —მათი პრობლემების გადაჭრის მეთოდები და სხვა საჭირო, ღირებული კონტენტი.  

მაგალითად: გსურთ  ახალი კომპიუტერის ყიდვა- როგორ მოიქცევით შეიძენთ პირველივე ნანახს თუ ჯერ გადაამოწმებთ ყველა შესაძლო ვარიანტს?   როოგორც წესი ასეთ დროს ორი სახის მომხმარებლების გამოყოფა შეიძლება :

  1. მომხმარებლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ერთ კონკრეტულ ბრენდს და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ყიდულობენ მის პროდუქციას ("ბრენდის ადვოკატები", "იმპულსურ მყიდველებ");
  2. მომხმარებლები, რომლებიც ჯერ ამოწმებენ ყველა შესაძლო ვარიანტს და მხოლოდ ყველა პლიუსების და მინუსების აწონ-დაწონვის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ("არალოიალური მომხმარებლები").

ხშირად ყიდვისას, პოტენციური მომხმარებლები ნდობას გამოხატავენ  ბრენდის მიმართ, რომელიც მაქსიმალურად ავრცელებს ინფორმაციას თავისი პროდუქციის/მომსახურების შესახებ, პასუხობს ყველა კითხვას და მისი საქმიანობაც ყველა პლატფორმაზე გამჭვირვალეა.

ამიტომაც TOFU-ეტაპზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია — ეს საშუალებას აძლევს ბრენდს გახდეს მისაბაძი მაგალითი და მომხმარებლებისთვისხ კონკურენტრბთან შედარებით უფრო სანდო და მიმზიდველი გახდეს.

ჩვენ გირჩევთ შეიმუშაოთ გეგმა, რომელიც მოიცავს ბლოგის რეგულარულ პუბლიკაციას, ქეისების განთავსებას, სოციალურ ქსელებში აქტივობას, კმაყოფილი მომხმარებლების გამოხმაურებების ჩვენებას. მოკლედ რომ ვთქვათ -ყველა იმ ინფორმაცის გავრცელება, რომელიც თქვენი პროდუქციის/მომსახურების  დადებით მხარეებს წარმოაჩენს.   

გაითვალისწინეთ:როგორც პირვლივე პაემანზე არ შეიზლება ხელის თხოვა ის არ შეიძლება მომხმარებელთან  პირველივე კონტაქტზე მისთვის პროდუქციის/მომსახურების ყიდვის შეთავაზება. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51 

როგორ შევაყვაროთ თავი მომხმარებლებს . ნაწილი 1

სხვა სიახლეები