რემარკეტინგი

რემარკეტინგი არის ონლაინ მარკეტინგის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია Google AdWords ექსპერტების მიერ. ეს ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ ის მომხმარებლები, რომლებმაც თქვენ საიტზე დაათვალიერეს პროდუქცია/მომსახურება, მაგრამ არ გაკეთეს შენაძენი. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც  რემარკეტინგის შესახებ უნდა იცოდეთ: რა და რა სახის შეიძლება იყოს ის, როგორ მუშაობს, ვისთვის არის საჭირო და ძირითადად რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი. 

1. რა არის რემარკეტინგი
რემარკეტინგი — ეს არის სარეკლამო მექანიზმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ ონლაინ რეკლამა იმ მომხმარებლებს, ვინც უკვე იმყოფებოდა თქვენ საიტზე, მაგრამ არ შეასრულა მიზნობრივი მოქმედება(ყიდვა). რემარკეტინგის ამოცანაა —შეახსენოს მომხმარებელს კონკრეტული შეთავაზება, დააბრუნოს საიტზე და გადააქციოს ის  ვიზიტორიდან მომხმარებლად. 

2. რემარკეტინგის პლიუსები

  1. კონვერსიის ზრდა(მიმართავთ "თბილ" აუდიტორიას, რომელიც უკვე იცნობს თქვენ პროდუქტს/მომსახურებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი შეთავაზება, რომელიც მათთვის  უფრო აქტუალური იქნება  — ეს ზრდის შენაძენის გაკეთების ალბათობას).
  2. ბრენდის შეხსენება(ზოგიერთ  მომხმარებელს შეიძლება დაავიწყდეს, რომ კალათაში რაღაც ნივთი აქვს ჩაგდებული. ასევა არის სიტუაციაც, როცა მას უბრალოდ დავიწყდა თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სახელი). 
  3. ROMI-ს ამაღლება ( მარკეტინგში ინვესტირების უკუგების დონე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  რემარკეტინგი გაძლევთ საშუალებას მინიმალური დანახარჯებით მიიღოთ  მაქსიმალური შედეგი). 

3.ვის სჭირდება რემარკეტინგი?
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას. მაგრამ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებსაც არ აქვთ  კონტექსტური რეკლამისთვის  საჭირო თანხები .ასევე ის ესაჭიროებათ მაღალი კონკურენციის ნიშაში მომუშავე  კომპანიებსაც, რომელთათვისაც კონტექსტური რეკლამა ძალიან ძვირია სიამოვნება.

რემარკეტინგი არა არის რეკომენდირებული მხოლოდ  მათთვის,  ვისაც ეკრძალება თავისი პროდუქცის  ნებისმიერი სახით რეკლამირება- მაგალითად თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს.   

4. რა და რა სახის რემარკეტინგი არსებობს?

  • საძიებო  რემარკეტინგი— ძიების შედეგებში გამოჩენა;
  • დინამიური რემარკეტინგი— პარტნიორი კომპანიების საიტებზე ხდება იმ პროდუქტების/მომსახურების ჩვენება, რომლებიც ვიზიტორებმა ცოტა ხნის წინ თქვენ საიტზე დაათვალიერეს;
  • ვიდეო რემარკეტინგი — სარეკლამო რგოლები Youtube- ზე;
  • კლასიკური რემარკეტინგი— Google– ის ანალიტიკური სისტემები თვალყურს ადევნებენ იმ  ვიზიტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ პროდუქტით/მომსახურებით, ჩააგდეს პროდუქტი კალათაში, მაგრამ ყიდვის პროცესი არ დაასრულეს;
  • მობაილ რემარკეტინგი — რეკლამას ნახავენ მხოლოდ ისინი, ვინც საიტსზე მობილური მოწყობილობით ან აპლიკაციით შედიოდა;
  • სოციალური ქსელების რემარკეტინგი — სოციალური ქსელები საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ- როგორც გამომწერების ბაზა, ასევე იმ გარე ვიზიტორების მონაცემებიც, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს თქვენი პროდუქტი;

(ყველაზე ხშირად, რემარკეტინგი წარმოდგენილია სარეკლამო ბანერების სახით. თქვენ იშვიათად  შეხვდებით მათ— სარეკლამო განცხადებებს სახით).

5.როგორ ხორციელდება რემარკეტინგის კომუნიკაცია?
რემარკეტინგის კომუნიკაცია ადრე გამოყენებული მარკეტინგის ტექნიკის გადააზრების საფუძველზე ხორციელდება- ირჩევა:

  • კომუნიკაციის სხვა მეთოდები;
  • სხვა საკომუნიკაციო არხები;
  • კომუნიკაციის სხვა ადგილები;
  • კომუნიკაციის სხვა დრო;
  • და ასევე ხდება სამიზნე აუდიტორიისთვის მოულოდნელი კომუნიკაციაც.

6. ძირითადად რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი რემარკეტინგი  
რემარკეტინგის რეკლამა ძირითადად გათვლილია :

  • მომხმარებელზე, რომელმაც  დათვალიერა საიტის რამდენიმე გვერდი ან გადაათვალიერა პროდუქციის კატალოგი;
  • მომხმარებლებზე, რომელიც გადავიდნენ გადახდის გვერდზე, მაგრამ არ დაასრულეს შეძენის პროცესი;
  • მომხმარებელზე, რომელიც ეძებდა საიტზე მისთვის საჭირო ინფორმაციას ძიების ველში;
  • ასევე რემარკეტინგის საშუალებთ თქვენ შეგიძლიათ რეკლამა აჩვენოთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს შენაძენი(მაგალითად თუ ადამიანმა საიტზე შეიძინა ტელეფონი- თქვენ  შეგიძლიათ მას ახლა ტელეფონის აქსესუარები  შესთავაზოთ). 

რემარკეტინგი არის სამიზნე აუდიტორიასთან ახალი საკომუნიკაციო გზების ძიების, გაყიდვების ზრდის, მომხმარებლის დაბრუნებისა და გაყიდვების განმეორებით უზრუნველსაყოფი ინსტრუმენტი.

თქვენ უკვე იცით: 

  1. რა არის რემარკეტინგი,
  2. იცით მისი მუშაობის მეთოდები, 
  3. გაიგეთ რომელი აუდიტორიაზეა ის გათვლილი,
  4. იცით მისი სახეობებიც, 
  5. და რაც მთავარია იცით ის, რომ მისი  მეშვეობით მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ. 

არჩევანი თქვენზეა... 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 577 79 99 88

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

რემარკეტინგი

სხვა სიახლეები