კომპანიები, რომლებიც კრიზისს არ შეუშინდნენ

1. "Starbucks"

1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული ინდექსი  22,6%-ით დაეცა,  რამაც მსოფლიოს სხვა ბირჟებზე კატასტროფული ვარდნები გამოიწვია (ის აშშ-ში უწყვეტად მოქმედი საბაზრო ინდექსთაგან უძველესია).ჩვეულებრივ, ასეთ დროს, ბიზნესი რაც შეიძლება მშვიდადაა, ცდილობს შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა (არ რისკავს)...

ზუსტად ამ პერიოდში გამოჩდა ერთი ადამაინი სახელად  ჰოვარდ შულცი, რომელსაც ჰქონდა იდეა, რომლის გამოც გარისკვა ნამდვილად ღირდა...  

იტალიაში მოგზაურობის დროს ჰოვარდმა დაინახა, თუ როგორ სვავდნენ და როგორ აფასებდნენ  ადგილობრივებს ყავას. ნანახით შთაგონებულმა  შულცმა გადაწყვიტა შექმნას ნამდვილი ყავის მაღაზიები მშობლიურ ამერიკაში, სადაც იმ დროს არც ნორმალური ყავა  და არც მისი მოხმარების კულტურა არსებობდა. უდიდესი კრიზისის დროს  მან გახსნა თავისი პირველი ყავის მაღაზია და შეეცადა რაც შეიძლება მეტად გადმოეტანა იტალიის სული. ეს იყო მყუდრო ადგილი, სადაც ბარისტა მთლიანად მომხმარებლებზე იყო ორიენტირებული და სადაც ყავის არომატი არ ირეოდა სწრაფი კვების საკვების სუნში.

სწორედ ამ პატარა ყავის მაღაზიიდან შეიქმნა  Starbucks- ის იმპერია, რომელიც დღეს მსოფლიოს მაშტაბით 16 000 კაფეს ფლობს.

კრიზისი ყოველთვის არ არის დასასრულის მაუწყებელი და რომ ღირსეული იდეისთვის ყოველთვის ღირს რისკზე წასვლა...

2. “Burger King”

1957 წელს შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი კრიზისი განიცადა — ეგრეთ წოდებული «ეიზენჰაუერის ეპოქის რეცესია». ამ დროს გამოჩნდა ადამიანი Burger King-ის დამფუძნებელი, რომელიც არ შეუშინდა არც ეკონომიკურ კრიზის და არც ყველაზე ძლიერ კონკურენტს  McDonald's , რომელიც იმ დროს, სწრაფი კვების სფეროში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ზოგიერთ მომხმარებლებში ის კონვეიერული წარმოებასთან ასოცირდებოდა.  ზუსტად McDonald's- ის ამ ნაკლზე გადაწყვიტა Burger King -მა საკუთარი სტრატეგიის შექმნა.  

გადაწყდა რომ Burger King-ის მომხმარებლებს  თავად შეეძლებოდათ თავიანთი  სენდვიჩის შიგთავსის შერჩევა. ამ მეთოდის საშუალებით თითოეული მომხმარებელი თავს გამორჩეულად და დაფასებულად გრძნობდა. კომპანია დიდი ხანია იყენებს ექსკლუზიურობის სტრატეგიას და სულ უფრო და უფრო მეტ ახალი ტიპის სენდვიჩებს ქმნის.

არ შეგეშინდეთ კონკურენციის. იყავით გამორჩეული ეს წარმატების მიღწევის ერთ-ერთი ძირეული კომპონენტია. 

3. "Matsushita Electric"  ჩვენ ერთი მთლიანი ვართ და ბიზნესი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი!

1929 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვარდნა. დიდმა დეპრესიამ, რომელიც ამის შემდეგ დაიწყო, ძალიან სწრაფად მიაღწია იაპონიამდეც. ამ ყველაფერმა ქვეყანაში მასიური დათხოვნები გამოიწვია.

ამ კრიზისის დროს კონოსუკე მაცუსიტამ მიღო ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. Matsushita Electric– ის ხელმძღვანელმა კომპანიის მუშებსა და თანამშრომლებს ცეცხლოვანი სიტყვით მიმართა: "ჩვენ არ გავათავისუფლებთ არავის! არავის არ შეუმცირებთ ხელფასებს! ეხლა ყველამ უნდა გაიგოს და გაიაზროს, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ  და ის, რომ ბიზნესი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი!  თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ წარმოებული პროდუქტი ბაზარზე წარმატებით იყიდებოდეს".

კომპანიამ შეამცირა წარმოების ხარჯები და თვითღირებულება, რამაც გარკვეული დროის მანძილზე კომპანიას სტაბილურობა მოუტანა. მაგრამ  1929 წლის 1 დეკემბერს გაყიდვების მოცულობა განახევრდა. კომპანია კვლავ კრიზისის წინაშე აღომჩნდა. 

მაცუსიტა ამჯერადაც ბაზრის მოთხოვნების საწინაარმდეგოდ მოიქცა. მან განაცხადა: "დაუყოვნებლივ ვანახევრებთ პროდუქცის წარმოებას, მაგრამ ამის მიუხედავად სამსახურიდან არავის არ ვუშვებთ. ჩვენ შევამცირებთ წარმოებას არა თანამშრომელთა დათხოვნით, არამედ მათთვის  სამუშაო დროის შემცირებით. ისინი მიიღებენ იგივე ხელფასს იმავე სამუშაოსთვის, მაგრამ ამასთანავე გაუქმდება ყველა ოფიციალური დასვენების დღე. ჩვენ თანამშრომლებს ვთხოვთ, თავად იზრუნონ საწყობებში არსებული საქონლის გაყიდვაზე".

თანამშრომლებს ძალიან გაუხარდათ მსგავსი გადაწყვეტილება. მაცუსიტა მათთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. თითოეულმა მათგანმა დაიწყო დღეში რამდენიმე საათი პროდუქციის გაყიდვისთვის დაეთმო. წარმოების განახევრების და თანამშრომლემის ძალისხმევით  მალე საწყობებში არსებული პროდუქციის  ყველა მარაგი წარმატებით გაიყიდა.

ჩვენ შეიძლება მადლობელი ვიყოთ ჩვენი ბედის, როცა ბიზნესი კარგად მიდის, მაგრამ როცა წარმატება წყდება, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ იმ საკითხებს, რომლებზეც  წარმატების პერიოდში არც კი დავფიქრებულვართ. წარუმატებელი პერიოდი პროექტირებისთვის მშვენიერ შესაძლებლობებს ხსნის. ის ეხმარება ადამიანს იმის გაცნობიერებაში, რომ კარგი დრო – ეს კარგია, ცუდი დრო – კიდევ უკეთესი– კონოსუკე მაცუსიტი იაპონელი ბიზნესმენი, Matsushita Electric-ის დამფუძნებელი (Panasonic)

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge

კომპანიები, რომლებიც კრიზისს არ შეუშინდნენ

სხვა სიახლეები