კლიენტი ყოველთვის მართალია?!

ფრაზა "კლიენტი ყოველთვის მართალია" მოიგონა ჰარი გორდონ სელფრიჯმა (Harry Gordon Selfridge) 1900 წელს.
კომპანიები ამ ფრაზას გამოიყენებენ იმისთვის, რომ:
-დაარწმუნონ კლიენტები -რომ ისინი იღებენ საუკეთესო მომსახურეობას ამ კომპანიაში;
-დაარწმუნონ თანამშრომლები -რათა მაღალ დონეზე მოემსახურონ კლიენტებს.

საბედნიეროდ, სულ უფრო მეტი და მეტი კომპანია უარს ამბობს ამ შეხედულებაზე, რადგან უფრო ხშირად ყველაფერი  პირიქითაა ხოლმე. კლიენტი იშვათადაა მართალი, მაგრამ ეს ნორმალურია: ყველას აქვს წარმატების მიღწევის საკუთარი ვერსია, რომელიც მისთვის სწორია.
როგორ აუხსნათ  მათ, რომ ზოგი საკითხის მიმართ მათი შეხედულებები არ არის სწორი და საერთოდ ღირს თუ არა ამის ახსნა ?  რადგან ზოგი თვლის, რომ  რამის ახსნას ჯობია გააკეთოს ის, რაც კლიენტს სურს ყოველგვარი შენიშვნების გარეშე. ეს მარტივი გამოსავალია, მაგრამ  მისი მეშვეობით  დამკვეთი სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, რაც მის უკმაყოფილებას და დაკარგვას გამოიწვევს.

ასეთი სიტუაციები წარმოიქმნება იმის გამო, რომ დამკვეთი  ფიქრობს, რომ ის არის ექსპერტი იმაში, რაც მას სჭირდება. სინამდვილეში კი ექსპერტი არის კომპანია, რომელსაც მან ამ საქმის გასაკეთებლად მიმართა. მარკეტინგი არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც  დამკვეთის სურვილები არ ემთხვევა  მის საჭიროებებს. და თუ კომპანია, რომელიც ემსახურება ბრენდის რებრენდინგს, მის პრომოუშენს და თან ხელმძღვანელობს პრინციპით - კლიენტი ყოველთვის მართალია -ჩათვალეთ, რომ მისი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელდება.

არასწორი კომუნიკაციას, სწრაფი ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს პლიუს წარმატებისკენ მიმავალი გზის განსხვავებული ხედვა იწვევს ბევრ კონფლიქტს და გაუგებრობას. რა გავაკეთოთ მსგავს სიტუაციაში?

მივყვეთ ეტაპობრივად:

დარწმუნდით მის ფასეულობაში ზოგიერთი საკითხი არ ღირს მასზე დროის და ენერგიის ხარჯვად, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ განხილვაზე უარის თქმას: სწორად გადაჭრილ კონფლიქტურ სიტუაცებს მივყავართ უფრო სანდო, გულახდილ ურთიერთობების და პროდუქტიული თანამშრომლობისკენ."კამათში იბადება ჭეშმარიტება" (ძველი ანდაზა).

კომუნიკაცია –ეს ყველაფერია  
ნაყოფიერი სამუშაო მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს. აქ საუბარი არა მხოლოდ საქმიან მიმოწერაზე, არამედ საქმე ეხება საქმიან შეხვედრებსაც. პროექტზე მუშაობისას  საჭიროა მუდმივი კონტაქტი მინუმუმ ორი სატელეფონო ზარი და მინიმუმ ართი  საქმიანი შეხვედრა. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში საზღვრები უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას.

დაე, ილაპარაკონ  
ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის და მოსმენის უფლება. ნუ იჩქარებთ თქვენი მოქმედებების გამართლებას, დასვით ღია კითხვები, მიეცით საშუალება მოსაუბრეს დეტალურად გიამბოთ მის წუხილის მიზეზი. ხანდახან ოპტიმალური გამოსავლის საპოვნელად ესეც საკმარისია. 

           

გაფრთხილებული ნიშნავს შეიარაღებულს 
არ შეგეშინდეთ შესაძლო პრობლემის შესახებ გაფრთხილების, რადგან როდესაც ადამიანი აცნობიერებს სიტუაციის სავარაუდო შედეგს, ის მას უფრო ადვილად იღებს. შეადგინეთ გეგმა ამოცანებით, რომელიც უნდა  შესრულდეს ერთი თვის განმავლობაში და წარუდგინეთ ის დამკვეთს. თუ ის არ ეთანხმება თქვენ მიერ შეთავაზებულ გეგმას, მაშინ ეცადეთ მიხვიდეთ კომპრომისამდე. სჯობს ყველა პუნქტი დაწვრილებით გაიაროთ და დახარჯოთ დრო, ვიდრე ორივე მხარე საბოლოდ შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.

ანგარიში
ამ შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იმოქმედოთ ფაქტებით, ურყევი არგუმენტებით. შეადგინეთ მოქმედების და დავალებების გეგმა და დააგზავნეთ მეილით, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ასევე გააკეთეთ დეტალური ანგარიშები შესრულებული დავალებებისა და მათი შედეგების შესახებ – ასეთ დროს დამკვეთს ზუსტად ეცოდინება  თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ფასეულობა. გაწეული სამუშაოს შესაფასებლად  ხშირი მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაცია (2- პუნქტი) საკმარისი არ არის ხოლმე.

იფიქრეთ საბოლოო შედეგზე  
მცირე საკითხებზე ზედმეტად ფოკუსირება ხშირად ფარავს თანამშრომლობის  მთავარ მიზანს. დაფიქრდით, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას არსებული სადო საკითხები საბოლოო შედეგზე? უმეტეს შემთხვევაში პასუხი ორია - «არა» ან «ცოტათი». მსგავსი პასუხის შემთხვევაში ეცადეთ დრო უფრო მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმოთ, რომელთა არ გადაწყვეტაც უარყოფითად აისახება საბოლოო შედეგზე.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

კლიენტი ყოველთვის მართალია?!

სხვა სიახლეები