ენეგრამა გაყიდვებში- მომხმარებლების ტიპები და მათი თავისებურებები

1.პერფექციონისტი 
რა უნდა გვახსოვდეს:
-ფოკუსირება მოახდინეთ  თქვენი პროდუქტის, მომსახურების ან კომპანიის ხარისხზე
-პერფექციონისტი თქვენ ყველა სიტყვებს და მოქმედებას დეტალურად აწონ-დაწონის
-მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის რაციონალური, რადგან ისინი  დაფუძნებულია მის ინსტინქტებზე, შეხედულებებზე და შეგრძნებებზე, ამიტომ ზოგჯერ ის  ძალიან ჯიუტი ჩანს
-მას როგორც წესი სხვა მომხმარებლებთან შედარებით უფრო მეტი მოთხოვნები გააჩნია, ის ყველა  დეტალს დაწვრილებით განიხილავს
რა არ უნდა ქნათ:
-სიტუაცის ზედმეტად კონტროლი-  მათ სურთ იფიქრონ, რომ პროცესს თავად მართავენ 
-მართებული და არამართებული საკითხების განხილვა- პერფექციონისტებმა თავად უფრო კარგად იციან რა სურთ და რა იქნება მათთვის უკეთესი, ამიტომ მოლაპარაკების დროს თქვენ მოგიწევთ მათ მოთხოვნებზე მორგება და არა პირიქით.  

2. დამხმარე
უნდა გვახსოვდეს:
-მოლაპარაკებების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ ურთიერთობებში არის ნდობა, რადგან  ამ ტიპის მომხმარებლები გადაწყვეტილებებს მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით იღებენ
-დაეხმარეთ მას გაიგოს თუ როგორ დაეხმარება თქვენი პროდუქტი/მომსახურება მას მისთვის ძვირფას  ადამიანებთან  უფრო ახლო და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში
-მომხმარებლების ეს ტიპი ორიენტირებულია ურთიერთობებზე, ამიტომაც მასთან მჭიდრო კონტაქტის ქონა  მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვის დროს, ასევე მის შემდგომაც
რა არ უნდა ქნათ:
-დახმარების შეთავაზება- მათ თავად უყვართ დახმარების გაწევა-ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება 
-მისი დარწმუნება რაციონალური არგუმენტების გამოყენებით
-ისეთი არგუმენტების მოყვანა, რომლებიც თქვენი სხეულის ენას არ არ შეესაბამება– ეს მასში ეჭვს გაჩენს

3. შემსრულებელი
რა უნდა გვახსოვდეს:
-ხშირად ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტი/მომსახურება მას სტატუსისა და რეპუტაციის ამაღლებაში
-იმოქმედეთ დაუყოვნებლივ– უმეტეს შემთხვევაში შემსრულებლები შეიძლება იყვნენ მოუთმენლები და სწრაფები
-მოყევით თქვენი ცნობილი მომხმარებლების შესახებ, რადგან   შემსრულებელს სურს იყოს რაიმე გამორჩეულის ნაწილი
-შემსრულებლები პრინციპული ადამიანის იმიჯით სარგებლობს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა
რა არ უნდა ქნათ:
-პრობლემებზე  და სირთულეებზე ლაპარაკი
- ეს  მასში იმედგაცრუების გრძნობას იწვევს
-ემოციური მოთხოვნილებების უგულებელყოფა
-არ შეატანინოთ ეჭვი თქვენ სანდოობაში- ასე მის პატივისცემას დაკარგავთ
-მასთან რამდენიმე შეხვედრის მერე ნუ ჩათვლით მოლაპარაკების პროცესს დასრულებულად, რადგან მომხმარებლებს ეს ტიპი ყოველთვის მზადა უკეთესი ვარიანტის მოსაძებნად

4. ინდივიდუალისტი
რა უნდა გვახსოვდეს:
-გაყიდვებამდე დაამყარეთ სანდო ურთიერთობა
-ინდივიდუალისტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთან არსებული თანამშრომლობის  ხარისხსს
-ინდივიდუალისტები უპირატესობას ანიჭებენ იშვიათ, ექსკლუზიური და ორიგნალურ პროდუქციას/მომსახურებას
-ინდივიდუალისტები აფასებენ  თქვენ გულწრფელობას, ერთგულებას და ენთუზიაზმს
-მოსწონთ, როდესაც თქვენ მათ გამჭრიახობას და კრეატიულობას აღნიშნავთ
-მათ მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა და უყვართ, როცა მათთან კონტაქტი მარტო მოლაპარაკების დასრულებისთვის არ გჭირდებათ 
რა არ უნდა ქნათ:
-მათი წინადადების მცირე  კრიტიკასაც კი ისინი პირად შეურაცხყოფად იღებენ
-ბუნდოვანი ფაქტების მოყვანა
-გაყიდვების პროცესში გამოიყენეთ  ბევრი ფაქტობრივი ან რაციონალური არგუმენტი, რადგან ინდივიდუალისტებს გადაწყვეტილების მიღების დროს თავიანთ გრძნობებს ენდობიან  
-უხეში საქციელი, მიმართვა

5. დამკვირვებელი
რა უნდა გვახსოვდეს:
-დამკვირვებელმა შეიძლება ბევრი უცნაური კითხვა დასვას, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ნამდვილად გაქვთ მისთვის საჭირო ცოდნა
-მათ მოსწონთ ყველაფრის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მიღება
-ის ძალიან ბევრ ვარიანტს განიხილავს, ამიტომაც  ყოველთვის გადარებთ კონკურენტებს
-მისი პატივისცემის დამსახურებისთვის თქვენი ცოდნა არ უნდა იწვევდეს ეჭვს
-მას შეიძლება უფრო ღრმა ცოდნა ჰქონდეს თქვენი პროდუქციის/ მომსახურების შესახებ, ვიდრე თქვენ მისთვის საინტერესო საკითხის მიმართ
რა არ უნდა ქნათ:
-არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი მის კომპეტენციაში
-არასანდო მაგალითების მოყვანა ან  არასანდო შეთავაზების გაკეთება
-დაუმთავრებელი შეხვედრების ჩატარება

7. ენთუზიასტი
რა უნდა გვახსოვდეს:
-მიეცით მას გამოხატვის თავისუფლება
-ენთუზიასტებს სჯერათ, რომ თუ მოინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია!
-მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიასტები ცოტა ზედაპირული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ მათ მაინც უნდათ, რომ ადამიანებმა  მათი აზრი გაითვალისწინონ
-მათ უყვართ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, ისინი თქვენ პარალელურად განიხილავენ კონკურენტების წინადადებებსაც,  ამიტომ იმოქმედეთ სწრაფად 
რა არ უნდა ქნათ:
-მათი ჩართვა ისეთ შეხვედრებისა და აქტივობებში, რომლებიც  საინტერესო არ არის, ენთუზიასტები სულსწრაფები არიან, ამიტომაც  მიეცით მათ ის, რაც უნდათ
-არ მოიქცეთ როგორც პესიმისტი და ყველაფრის მცოდნე  

8. გამომწვევი
რა უნდა გვახსოვდეს:
-მათ სჯერათ, რომ ყველაფრის თავად გაკეთება შეუძლიათ და რომ მათზე უკეთ არავინ არაფერი არ იცის — და ხშირად ეს ასეცაა. ამიტომაც მზად იყავით მათი მოზღვავებული  ენერგიისთვის
-მათ ძალიან მყარი ხასიათი აქვთ, ამიტომ ესაუბრეთ პირდაპირ დაასევე არ მოგერიდოთ თქვენი პირობების წაყენება
-მათი მოთხოვნები კატეგორიულად ჟღერს, რის გამოც ბევრს ჰგონია, რომ მათ უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ვიდრე ეს  სინამდვილეშია  
რა არ უნდა ქნათ:
-მათთან ძალაუფლებისთვის და  კონტროლისთვის ღიად ბრძოლა – ეს გამოიწვევს კონფლიქტს
-მათთვის იმის თქმა, თუ რისი გაკეთება ღირს და რისი არა – ეს აიძულებთ მათ გამიზნულად გადადგან ესა თუ ის ნაბიჯი რათა დაგიმტკიცონ ის, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ
-დეტალების გრძელი სია. მიეცით მათ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც  გთხოვთ 

9. მშვიდობისმყოფელი
რა უნდა გვახსოვდეს:
-მათ  სხვებთან შედარებით უფრო მეტი სიმყუდროვე და  დაცულობის შეგრძნება სჭირდებათ -სხვა შემთხვევაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ და შესაბამისად არც გაიხსნებიან
-ერთი შეხედვით ეს შეუმჩნეველია, მაგრამ  მათ უმეტეს საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიციები გააჩნიათ -ისინი არიან ძალიან ერთგულები, ამიტომ თუ ერთხელ აგირჩიეს გამუდმებით თქვენი ერთგულები დარჩებიან
-ისინი ისეთივე ერთგულები არიან, როგორც სკეპტიკოსები, ამიტომაც თქვენი პროდუქტის/მომსახურების აღწერა უნდა იყოს გლობალურ ფორმატში
-მათ არ უყვართ კომფორტის ზონიდან გასვლა , ამიტომ ნუ შესთავაზებთ მათ რაიმე ძალიან პროგრესულს
-გათავისუფლეთ ის რთული გადაწყვეტილების მიღებისგან, შესთავაზეთ მათ მკაფიოდ განსაზღვრული გადაწყვეტილება 
რა არ უნდა ქნათ:
-საქმის ეჭვის ქვეშ დაყენება (არჩევანი «ან ეს -ან ეს »)– დაეხმარეთ მას არჩევანის გაკეთებაში, მყარი ფაქტების და კონკრეტული შეთავაზებების მეშვეობით-უყურადღებობა, იგნორი 
-სწრაფი მოქმედებ და ზედმეტი საუბარი – მათ მოსწონთ ჰარმონიული, გაწონასწორებული და კომფორტული გარემო
-ვინმეს განხილვა ან მორალის წაკითხვა 
-ნადრევად იმის ფიქრი, რომ საქმე უკვე გაკეთებულია, ამ ტიპის ადამიანებს ბოლო წუთამდე ეჭვი ეპარებათ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

ენეგრამა გაყიდვებში-  მომხმარებლების ტიპები და მათი თავისებურებები

სხვა სიახლეები