„ლემონსის“ უპრეცედენტო პროექტი, ქალი მეწარმეებისათვის პირველი ეტაპი სრულდება

საკონსულტაციო კომპანია  „ლემონსის“  უპრეცედენტო პროექტი,  ქალი მეწარმეებისათვის   პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. 

მოხარულები ვართ, რომ ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესი საქართველოს ბაზარზე წინსვლას განაგრძობს. 

ამ დრომდე, ქალი მეწარმეების სუბსიდირების პროექტით 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენელი დაინტერესდა. 

შემოსული განცხადებებიდან სტუდია „ლემონსის“ საინვესტიციო გუნდმა 47 რეალური განაცხადი შეარჩია. თითოეული მათგანი საინვესტიციო გუნდის ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

პირველ ტურში შერჩეული კომპანიების ვინაობას კონფინდეციალურობის დაცვის მიზნით არ ვასაჯაროებთ. აპლიკანტთა შორის არიან: საბავშვო, სარემონტო,  ტურიზმის,  მობილური აპლიკაცია-ონლაინ ყიდვა-გაყიდვის, მრავალფუნქციური სერვისების სფეროს წარმომადგენლები. 

ხაზგასმით გვინდა გაცნობოთ - საინვესტიციო გუნდმა დაუშვა გამონაკლისი სტარტ აპ პროქტზე, რომელიც ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების დამზადებით გამოირჩევა. მიუხედავად, იმისა რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სუბსიდირების პროექტის დეტალებს და მოთხოვნებს აღნიშნული ბიზნესი ვერ აკმაყოფილებდა, ჩავთვალეთ მისაღებად, რადგან მისი განვითარების პერსპექტივა დავინახეთ და ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, რომ ბიზნეს სტრატეგია იგეგმება.  

სტუდია „ლემონსი“  წარმატებას უსურვებს პროექტით დაინტერესებულ პირებს. 

აქვე შეგახსენებთ, დაფინანსების პროექტზე განაცხადის მიღება იყოფა 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2021 წლის 20 მარტამდე;

II ეტაპი: 2021 წლის 1 ივნისიდან 15 ივნისამდე; 

III ეტაპი: 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე;

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:(+995) 32 2 45 01 01

„ლემონსის“  უპრეცედენტო პროექტი,  ქალი მეწარმეებისათვის პირველი ეტაპი სრულდება

სხვა სიახლეები

ტეგები: