არტ მენეჯერი- შუამავალი კლიენტს, აუდიტორიასა და შემოქმედებით ჯგუფს შორის

არტ მენეჯერი პროფესია სულ რაღაც  20 წლის წინ გაჩნდა . მისი გამოჩენა სარეკლამო სააგენტოების ზრდას და საინტერესო და კრეატიული რეკლამირების საჭიროების გაჩენას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, ძალიან საჭირო იყო პროფესიონალები, რომლებსაც შეეძლოთ დიზაინერების, მხატვრების და სხვა შემოქმედებითი პიროვნებების მუშაობის ორგანიზება. 

არტ მენეჯერი- შეუცვლელია ნებისმიერ შემოქმედებით პროექტში. ის ხელმძღვანელობს გუნდს, პასუხისმგებელია პროექტის კონცეფციაზე და მის ვიზუალურ განხორციელებაზე და სამუშაო დროულად შესრულებაზე. 
წარმატების მისაღწევად არტ მენეჯერს  უნდა ჰქონდეს დახვეწილი გემოვნება, ხატოვანი აზროვნება, უნდა იცოდეს და  ესმოდეს დიზაინის თანამედროვე ტენდენციები და ამავე დროს იყოს კარგი მენეჯერი. 
თანამედროვე შემოქმედებითი ბიზნესი არის ვიზუალური კომუნიკაცია- თუ არ არის ბრენდი და იდენტურობა — ჩათვალეთ, რომ არ არის კომპანია. ამიტომაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იყო გამორჩეული, ორიგინალური და გქონდეს საკუთარი მარტივად ცნობადი სტილი. 
არტ მენეჯერი- შუამავალი კლიენტს, აუდიტორიასა და შემოქმედებით ჯგუფს შორის. 

 

რას აკეთებს არტ მენეჯერი
სარეკლამო სააგენტოსა და დიზაინ  სტუდიაში არტ მენეჯერი პასუხისმგებელია პროდუქტის კონცეფციაზე, ხელმძღვანელობს შემოქმედებით ჯგუფს, ურთიერთობს კლიენტთან.

მისი ამოცანაა — დაეხმაროს მომხმარებელს, სამიზნე აუდიტორიისთვის გასაგზავნი მესიჯის ფორმულირებასა   და  მის სწორ  შეფუთვაში, რათა გახადოს ის სწორად აღქმადი.

ნებისმიერ სხვა კომპანიაში, რომელიც ყიდის საქონელს ან მომსახურებას, მარკეტინგის განყოფილების შემადგენლობაში საჭიროა არტ მენეჯერი: ის შეიმუშავებს სარეკლამო კამპანიის კონცეფციებს, ეხმარება აუდიტორიის წინაშე ახალი პროდუქტების წარდგენაში, აკონტროლებს ბრენდის სტილის დაცვას. 

რა უნდა იცოდეს არტ მენეჯერმა:

  • ესმოდეს დიზაინის, რეკლამის და იდენტობის  თანამედროვე ტენდენციები;
  • იცოდეს, როგორ მუშაობს ვიზუალური და ტექსტური შეტყობინებები;
  • იცოდეს მომხმარებლების საჭიროებების ამოცნობა;
  • ჰქონდეს დახვეწილი გემოვნება, ხატოვანი აზროვნება;
  • ესმოდეს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების პროფესიული საქმიანობის ნიუანსები;
  • შეეძლოს ბაზრის ანალიზი;
  • შეეძლოს პერსონალის მართვა;
  • შეეძლოს პროექტის მართვა რეალიზება.

პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რომელიც არტ მენეჯერს უნდა გააჩნდეს:

  • ლიდერობა
    ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც არტ დირექტორს სჭირდება, რადგან  მას  მუშაობა  ძირითადად შემოქმედებით ადამიანებთან უწევს, რომლებსაც ყველაფერზე საკუთარი აზრი და შეხედულება გააჩნიათ, ამიტომ  მას უნდა შეძლოს მათი დათანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც  ლიდერობის გამოკვეთილი უნარის გარეშე საკმაოდ რთული იქნება.
  • სტრატეგიული დაგეგმარება
    კომპანის მიზნის, მისის და ამოცანების ჩამოყალიბება ეხმარება როგორც თვითონ კომპანიას ასევე მის თანამშრომლებს  დაინახონ მომავლის პერსპექტივები, გაიგონ ის  თუ სად,  რისთვის და როგორ მიდიან  დასახული მიზნების მისაღწევად.
  • მენეჯმენტი და მარკეტინგი
    არტ მენეჯერს უნდა შეეძლოს, როგორც  თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კოორდინირება ასევე  მმართველი გუნდის თავისი გადაწყვეტილებების სისწორეში დარწმუნება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩართულობის კოორდინირება.
    ასევე არტ მენეჯერს უნდა შეეძლოს პროექტის  დაწყებიდან დამთავრებამდე კურირება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა. 
  • ბაზრის კვლევა
    არტ მენეჯერს უნდა  შეეძლოს ბაზრის კვლევა, ანალიზი და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე პროექტების დაგეგმვა და მართვა. ასევე საჭიროების შემთხვევაში სწრაფი ცვლილებების განხორციელება.
  • დამკვეთებთან ურთიერთობა
    როგორც უკვე  აღვნიშნეთ არტ მენეჯერი არის  მომხმარებლების და კომპანის დამაკავშირებელი, რგოლი, რომელმაც უნდა მოახდინოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცის თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებისთვის მიწოდება და მათთვის მის შესასრულებლად სწორი ამოცანის დასმა. 
  • ფინანსები და ბუღალტერია
    ფინანსების გარეშე შეუძლებელია  ნებისმიერი პროექტის შექმნა, ამიტომ არტ მენეჯერს უნდა შეეძლოს წინასწარ გაწეროს ამა თუ იმ პროექტის ხარჯთაღრიცხვა. მან წინასწარ უნდა იცოდეს რა დაჯდება პროექტი, რათა ამის მიხედვით გადაწყვიტოს ღირს თუ არა რესურსების გამოყოფა კონკრეტული პროექტისთვის. 

პროფესიის თავისებურებები
არტ მენეჯერის პროფესია მოითხოვს მუდმივ ძიებას და სიახლეების დანერგვას. 
მისი მოვალეობების მოცულობა დამოკიდებულია საქმიანობის სფეროზე, ამიტომ მოდით განვიხილოთ ის ძირითადი ამოცანები, რომელთა შესრულებაც მას უწევს:

  • კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ასევე  მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების გუნდთან;
  • პროექტების მომგებიანობისა და პოპულარობის უზრუნველყოფა; 
  • ბიუჯეტის შედგენა და დაგეგმვა სარეკლამო კამპანიის, პროექტების დაწყებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისთვის;
  • კონცეფციების შემუშავება, სარეკლამო მასალების შექმნა;
  • პროექტის განსახორციელებლად სპეციალისტთა გუნდის არჩევა; 
  • დასრულებული ღონისძიების ანალიზი, ანგარიშების წარმოება. 

ციფრული ინდუსტრიის წარმატებაში მთავარი როლი შემოქმედებით ადამიანებს ეკუთვნით და არტ დირექტორის მოვალეობა ასეთი ადამიანების იდეებისა და რესურსისთვის სწორი მიმართულების მიცემას გულისხმობს. 

სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც არის სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი, პასუხისმგებელია პროდუქტის კონცეფციაზე, ასევე წყვეტს უამრავ ორგანიზაციულ საკითხს.მისი მთავარი ამოცანაა  გარკვეული პროდუქტების/მომსახურების მიმართ სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს. 

კომპანიები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ საქონლის ან მომსახურების გაყიდვას, სამხატვრო ხელმძღვანელი  მუშაობს მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად. იგი პასუხისმგებელია ფართო აუდიტორიის წინაშე პროდუქციის წარდგენის მომზადებაზე და ბრენდის სტილის დაცვაზე. 

პიროვნული თვისებები, რომლებიც არტ დირექტორს უნდა ჰქონდეს:

  • დროის მართვა, სამუშაო პროცესის რაციონალური ორგანიზება;
  • ერთდროულად მრავალი დავალების შესრულების უნარი, პარალელურად რამდენიმე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შემუშავება და მიღება;
  • ამოცანების დაყენება, დელეგირება, შესრულების კონტროლი;
  • გუნდის შექმნა, წევრების მოტივირება და პროდუქტიულობის ამაღლება;
  •  თვითგანვითარება, საკუთარი პროფესიული დონის ამაღლება. 

არტ-მენეჯერის უმთავრეს ამოცანას გუნდში სწორი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაც  გუნდის თითოეული წევრის პოტენციალის იდენტიფიცირებისა და  მის  პროდუქტიულად გამოყენების გარეშე არ მიიღწევა. 

მასალის გამოყენების პირობები

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

არტ მენეჯერი- შუამავალი კლიენტს, აუდიტორიასა და შემოქმედებით ჯგუფს შორის

სხვა სიახლეები