7 საკვანძო ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც შემთხვევითი ვიზიტორები პრემიუმ მომხმარებელებად იქცევიან. ნაწილი 1

დაუშვათ თქვენ გაქვთ ხარისხიანი ლენდინგი გვერდი, რომელიც უნაკლოდ გამოიყურება, რომლის გვერდებიც მომენტალურად იტვირთება, ტექსტები კი პირველივე სიტყვიდან ყურადღებას იპყრობს, მაგრამ  მაინც ვერ ახერხებთ  შემთხვევითი ვიზიტორის ყურადღების მიქცევას...

დამეთანხმებით, რომ ეს არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა... სამწუხაროდ,   თქვენ ვერ შეძლებთ   100%  გააკონტროლოთ პოტენციური მომხმარებლების  გადაწყვეტილებები, თუმცა არსებობს რამდენიმე  ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მოგცემთ  მიმართოთ  მათი გადაწყვეტილებები თქვენთვის საჭირო  მიმართულებით.

ნაბიჯი 1: მიიზიდეთ პირველივე  ნახვით!?

დაუშვათ,  აპირებდით ეგვიფტეში დასვენებას, მაგრამ არაფერი იცით  ამ ქვეყნის შესახებ და ცდილობთ მოაგროვოთ ინფორმაცია ქსელში.  რათქმაუნდა ამ დროს თქვენ საძიებო სისტემაში ჩაწერთ ფრაზას " რა მოვინახულო ეგვიფტეში?". საძიებო სისტემის შედეგებში ნახულობთ პირველ ორ საიტს გადავხედოთ პირველს. საიტზე არის მხოლოდ – ბმულები და ტექსტები. დიზაინზე საუბარი არ ღირს:

Egypt Travel Guide

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ინფორმაცია თავის მხრივ შეიძლება  ძალიან სასარგებლო იყოს, მაგრამ მისი მოწოდების ფორმა საერთოდ არ არის მიმზიდველი. ტურები, რომლებიც ზედა მარჯვენა კუთხეშია წარმოდგენილი ნაკლებად მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას (ზოგიერთი ვერც კი შეამჩნევს მას). შევხედოთ მეორე მაგალითს. ეს საიტი პირველივე წუთებიდან იქცევს ყურადღებას— ერთი შეხედვითაც ჩანს თუ რა გელოდებათ ეგვიფტის ტურში.

Lonely Planet Egypt

დიზაინი და ვიზუალური  ელემენტები  ისეთივე მნიშვნელოვანია კონვერტაციის ოპტიმიზაციისთვის, როგორც საიტის კონტენტი.  თქვენმა საიტმა პირველი ნახვისთანავე უნდა მიიქციოს ვიზიტორის  ყურადღება და შექმნას საჭირო ატმოსფერო. მომხმარებლები უნდა გრძნობდენ  დაინტერესებას და  მზად უნდა იყვნენ შემდეგი ქმედებისკენ. თუ თქვენს საიტზე  ყიდით პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ან/და მომსახურებას მაშინ დარწმუნდით, რომ საიტის ყველა გვერდი პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

ნაბიჯი 2: გამოიყენეთ  ლაითბოქსი სქროლზე

მათი საშუალებით თქვენ მიიპყრობთ ვიზიტორების ყურადღებას და ყოველგავრი გაღიზიანების გარეშე თხოვთ  მათ ელფოსტის მისამართს, პარალელურად ათვალიერებენ კონტენტს. ესეთი ლაითბოქსები ძირითადად ჩნდება საიტის დაბლა სქროლვისას. უმეტეს შემთხვევაში ისინი ჩდებიან  საიტის ბოლო ქვედა კუთხეში და იქვე რჩებიან.

Используйте лайтбоксы с прокруткой

HubSpot- ის კვლევებმა აჩვენა, რომ მომხარებლების 73% ვერ იტანს  popup -ს. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, pop-up-ის  ფანჯრიანი გვერდები  კონვერტაციის თვალსაზრისით  უფრო ეფექტურია.

согласно последним данным, сайты с всплывающими окнами более эффективны с точки зрения конверсии

მარკეტოლოგები უშვებენ  ერთ დიდ შეცდომას: ისინი ცდილობენ მომხმარებლის ჩართვას საიტზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში, რაც პროვოცირებას უწევს საიტის დატოვებას. თქვენ უნდა მიიპყროთ  ადამიანის ყურადღება საინტერესო სათაურით. შემდეგ უნდა აცადოთ კონტენტის შესწავლა. სწორედ სქროლიანი ლაითბოქსი გაძლევთ  ამის საშუალებას. როდესაც პოტენციური კლიენტი სქროლავს გვერდს დაბლა ჩნდება პატარა ფანჯარა. ძირითადად ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანმა უკვე წაიკითხა ტექსტის  50-80%. ამ მომენტში თქვენი პოტენციური მომხმარებელი უკვე სასიამოვნო შთაბეჭდილების ქვეშაა. მიუხედავად ამისა არ ღირს Popup- ზე უარის თქმა.

ნაბიჯი 3: თქვენი მისასალმებელი email უნდა იპყრობდეს ყურადღებას

პირველ შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს— ზუსტად  ის ხდება შემდეგი  ურთიერთობების ჩამოყალიბების  საფუძველი. ეს ეხება მყიდველის და გამყიდველის ურთიერთობასაც. მაშინაც კი, თუ თქვენი პოტენციური კლიენტი წაიკითხავს ყველაფერს, რაც საიტზე წერია - თქვენი  მისასალმებელი წერილი  უნდა იპყრობდეს ყურადღებას . დაიწყეთ  მომხიბლავი სათაურით, რადგან ეს პირდაპირ  გავლენას ახდენს  წერილის გასხნის კოეფიციენტზე. მაგალითად, MarketingProfs- ის მარკეტინგის ექსპერტი  ენნ ჰედლი მსგავსი სახის წერილში წერს: «მისალმება და შემდეგ ეგრევე კითხვა». მსგავსი სათაური აინტრიგებს.  ეს არის შესანიშნავი გზა პოტენციურ კლიენტთან დიალოგის დასაწყებად. ქვემოთ წარმოდგენილია  ელექტრონული წერილი, რომელიც არ ტოვებს  არცერთ მომხარებელს გულგრილს:

Мы так рады, что вы выбрали нас.

 ძალიან გვიხარია,რომ  ჩვენ აგვირჩიეთ. მადლობა  ელექტრონული ფოსტის მისამართის  დატოვებისთვის.  ეხლა თქვენი შეტყობინებების სია უფრო საინტერესო გახდება. ჩვენ გამოგიგზავნით  სხვადასხვა საინტერესო რჩევებს, შეგატყობინებთ ჩვენ  მაღაზიებში დაგეგმილ აქციებს, ასევე შემოგთავაზებთ  ექსკლუზიურ წინადადებას და ფასდაკლების კუპონს. რისი კეთება გიყვართ საკუთარი ხელით? მოდით ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. გაგვიზიარეთ ინფორმაცია თქვენ შესახებ, რათა ჩვენ ვიცოდეთ თუ რას ანიჭებთ უპირატესობას.

ეს წერილი ხაზს უსვამს  იმ ინფორმაციის ღირებულებას, რომელიც პოტენციურმა კლიენტმა უნდა მიიღოს.  ასევე წერილის  ავტორს არ დავიწყებია გამომწერებისთვის მადლობის თქმა.  გარდა ამისა, პოტენციურ კლიენტებს  წერილთან ერთად  20% ფასდაკლებაც მისდის.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ   გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

7 საკვანძო ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც  შემთხვევითი ვიზიტორები პრემიუმ მომხმარებელებად იქცევიან. ნაწილი 1

სხვა სიახლეები