რა გავლენას ახდენს ფერი ყიდვის სურვილზე?

საცალო გაყიდვები  — დარწმუნების ხელოვნებაა. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლის  ქცევაზე, ერთ-ერთი    ვიზუალური აღქმაა. ბაზარზე ახალი პროდუქციის გატანისას  დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ვიზუალურ მხარეს. ამ დროს პირველ პლანზე გამოდის ფერი, რომელიც სხვა ყველა პარამეტრებზე მნიშვნელოვანია.

ფერი და მარკეტინგი კვლევების თანახმად პროდუქციის ყიდვის დროს მომხმარებლების  93%  გადაწყვეტილებას იღებს პროდუქციის ვიზუალის მიხედვით. 6%-სთვის  მიშვნელოვანია შეხების შედეგად მიღებული შეგრძნებები. ხოლო მომხმარებლების  1%  სურს  პროდუქციის მოქმედებაში გამოცდა (გასინჯვა, მოსმენა).  ყველაზე გასაოცარი კი არის ის ფაქტი, რომ მომხმარებლების  85%   პროდუქციის ყიდვის დროს ყველაზე დიდ  მნიშვნელობას სწორედ  ფერს ანიჭებს.  ისეთი  მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიც ბრენდის ცნობადობაა პირდაპირ კავშირშია  პროდუქციის მიმართ ნდობასთან. სწორად შერჩეული ფერი ამ მაჩვებელს  80% ზრდის.

ფერის გავლენა პროდუქციის ყიდვისას ფერი დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. მაგრამ მარტო ფერების სწორი გამოყენებით ვერ მიიღებთ უნივერსალურ შედეგს. ერთ  ფერს სხვადასხვა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში  მცხოვრებ ხალხზე. მაგალითად, ფერები რომლებიც მიმზიდველია ჩრდილოეთ ამერიკელი მომხმარებლებისთვის  საერთოდ არაა მიმზიდველი  ინდოელებისთვის. როგორ ზეგავლენას ახდენს  ფერი ონლაინ მომხმარებლებზე (კვლევა ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკაში):

  • ყვითელი: ოპტიმისტური და ახალგაზრდული. ძირითადად გამოიყენება მაღაზიების ვიტრაჟებზე ყურადღების მისაქცევად.
  • წითელი: ენერგიის ფერი. ახშირებს პულსს. ხშირად გამოიყენება ტოტალური ფასდაკლებების დროს.
  • ლურჯი: აქვს გასაოცარი შედეგი, იწვევს ნდობას და უსაფრთხოების შეგრძნებას. ხშირად გამოიყენება ბანკებისთვის და ბიზნესისთვის.
  • მწვანე: მარკეტინგში გამოიყენება მოსადუნებლად. გარდა ამისა ის სიამოვნებს თვალს და ასევე ასოცირდება გადახდისუნარიანობასთან.
  • ნარინჯისფერი: აგრესიული ფერი. მოგიწოდებთ მოქმედებისკენ: რეგისტრაციისკენ, ყიდვისკენ ან გაყიდვისკენ
  • ვარდისფერი: რომანტიული და ქალური. გამოიყენება ქალების და ახალგაზრდა გოგოების პროდუქციის გასაყიდად.
  • შავი: გამოიყენება ფუფუნების ნივთების დემონსტრირებისთვის.
  • ისამნისფერი: გამოიყენება დასამშვიდებლად, ხშირად  სილამაზის ინდუსტრიაში და დაბერების საწინააღმდეგო პროდუქციისთვის.

ფერები ფლობენ უნიკალურ თვისებას, რომლის საშუალებითაც ისინი ახდენენ გავლენას მომხმარებლებზე!   სხვა ფაქტორები, რომლებიც  გავლენას ახდენს მომხმარებლების აქტივობაზე მარტო ფერი არ ახდენს  გავლენას მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე. ონლაინ მომხმარებლებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დიზაინს,  კაშკაშა სათაურებს  და გვერდის საიტის  სიმარტივეს. მომხმარებლების 42%  ვებ გვერდს აფასებს  საერთო დიზაინის მიხედვით. მომხმარებლების 52% არ დაბრუნდებიან ვებ გვერდზე თუ მათ არ მოეწონებათ მისი ვიზუალი.

დრო მუშაობს თქვენს წინააღმდეგ სისწრაფე, ეფექტურობა და  კომფორტულობა — მიზეზები, რომლის გამოც მომხმარებლები  ბრუნდებიან  ინტერნეტ-მაღაზიებში.  თუ თქვენი საიტი კონკურენტებთან შედარებით 5 წამით ნელა  იტვირთება ეს გამოიწვევს ძალიან დიდი ფინანსურ ზარალს.  ონლაინ მომხმარებლების  64%  მზადაა უარი თქვას  შენაძენის გაკეთებაზე  ვებ საიტის  ნელა მუშაობის გამო.  Amazon.com-ის ანალიტიკოსებმა  აღმოაჩინეს, რომ  ჩატვირთვის სიჩქარის კლებასთან ერთად იკლებს გაყიდვების რიცხვიც.  

სიტყვის ძალა

სწორად შერჩეული სიტყვების წყალობით თქვენ შეგიძლიათ უბიძგოთ მომხმარებლებს  დამატებითი შენაძენის გაკეთებისკენ, რითაც შეძლებთ კონკურენტების  დაჩრდილვას.

  • მომხმარებლების 52%  დიდი სიამოვნებით შევა  მაღაზიაში, რომელსაც ვიტრაჟებზე "ფასდაკლება" აწერია.
  • მომხმარებლების 60%  უფრო ადვილად ყიდულობს  ნივთებს, რომლებსაც "გარანტია" აწერია.

A/B testing -ის შედეგად  თქვენ შეძლებთ პრაქტიკაში  ნახოთ თუ როგორ მოქმედებს მომხმარებლებზე  მარკეტინგში და  რეკლამაში  გამოყენებული სხვადასხვა ფერები. რომელი ფერებია მნიშვნელოვანი გაყიდვებისთვის? KISSmetrics-ის სპეციალისტების მიერ შედგენილი ინფოგრაფიკი დაგეხმარებათ გაერკვეთ ფერების ფსიქოლოგიაში და  გავლენებზე.  

Инфографика    

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა გავლენას ახდენს ფერი ყიდვის სურვილზე?

სხვა სიახლეები

ტეგები: