სოციალურ ქსელში მუშაობისას დაშვებული 4 ყველაზე დიდი შეცდომა !!!

სოციალური ქსელის სწორად მართვას   ბიზნესისთვის დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.  უნდა გახსოვდეთ, რომ ამ სფეროში დაშვებული შეცდომები შეიძლება კომპანიისთვის  დამღუპველი აღმოჩნდეს!!!

ბოლო წლების განმავლობაში  სოციალურ ქსელებში  იმატა კომპანიების ბიზნესს გვერდებმა - მათი წარმატება მხოლოდ მომხმარებლების უმრავლესობის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. შეცდომები, რომლებიც  შეიძლება დაუშვას ბიზნესმა სოციალურ ქსელებში მუშაობისას აბათილებს ყველა დახარჯულ რესურსს და იწვევს ძალიან დიდ აგრესიას,რომელიც მომხმარებლებს კომპანიის პროდუქციის და საქმიანობის მიმართ უჩნდება. მსგავსი შეცდომის გამოსწორება ძალიან ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც, ამიტომ გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა, რათა იყოთ დაცული.

დაკავშირებული სურათი

1. არაადეკვატური პოსტები

ბრენდის, კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში დაშვებული ნებისმიერი უტაქტო, არასწორი საქციელი მალევე ექცევა  ყურადღების ცენტრში.  ვირუსულ კონტენტს,რომელსაც შეეძლო ფირმისთვის  კარგი სამსახურის გაწევა ახლა საპირისპირო მიმართულებით მუშაობს. მაგალითად : მატრასების მწარმოებელი კომპანიის მიერ გადაღებული რეკლამა, რომელიც 11- სექტემბრის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა  Miracle Mattress- ფირმისთვის ფატალური  აღმოჩნდა. მომხმარებლები კომპანიის გვერდზე მხოლოდ აგრესიული დამოკიდებულების გამოსახატავად შედიოდნენ.  ამ ფირმის  Google -ში ძიებისას კომპანის შესახებ ინფორმაციასთან და სურათებთან ერთად  იმ საშინელ ვიდეო რგოლსაც აჩვენებს. miracle mattress 9/11

დაკავშირებული სურათი


2. აგრესია

ტროლები (Troll) – ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ) იღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას, როდესაც  მათ  აგრესიაზე აგრესიითვე პასუხობთ, ისინი თამაშობენ თქვენ ემოციებზე და ცდილობენ აგიყოლიონ. მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება – იგნორირებაა.  ნებისმიერი აგრესიული ქმედება უბიძგებთ მათ შემდგომი მოქმედებისკენ, რაც გამოიწვევს თქვენ გვერდზე მსგავსი ადამიანების მომრავლებას.  

3. სამიზნე აუდიტორიის არასწორი შერჩევა

ასაკი, სქესი, პროფესია – ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია სოციალური ქსელისთვის. შექმენით თქვენი პოტენციური მომხმარებელის დეტალური მოდელი, დაფიქრდით, რომელ მაღაზიებში დადის საყიდლებზე, როგორ და ვისთან ერთად ისვენებს, რა არის მისი ცხოვრების ძირითადი მიზანი?!  

 4. გამომწერების და "ლაიქების"  ყიდვა 

ყველას უნდა საკუთარი ბიზნესის გვერდის სწრაფი პოპულარიზაცია,  ამისთვის ისინი მიმართავენ   სერვის ცენტრებს, რომლებიც  ლაიქების და გამომწერების ყიდვას სთავაზობენ. ამ დროს უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი გვერდის მომწონებლების უმრავლესობა ადამიანი არ არის, ისინი დაპროგრამებული რობოტები არიან, რომლებიც  უბრალოდ სხვადასხვა გვერდების დასალაიქებლად არიან დაპროგრამებულები. თქვენ ვერ მიიღებთ ამ  ყალბი აუდიტორიისგან რეალურ მომხმარებლებს, რეალურ გაყიდვებს და  ლიდებს საიტისთვის.  ამ დროს იკარგება სოციალური ქსელის აზრი, თქვენ ვერ აწვდით აუდიტორიას ინფორმაციას  და ამით კარგავთ მომხმარებლებს.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

სოციალურ ქსელში მუშაობისას დაშვებული 4 ყველაზე დიდი შეცდომა !!!

სხვა სიახლეები

ტეგები: