ლოგო: წარსული და აწმყო

კომპანიის ლოგო დიდ როლს თამაშობს პროდუქციის თუ მომსახურების პოპულარიზაციაში. ლოგო და საფირმო სტილი - ეს კომპანიის განმასხვავებელი ნიშნებია, მისი იდეოლოგია, კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის საშუალება .

კომპანიის ლოგო განთავსებულია: ბლანკებზე, საიტზე , კონვერტებზე, სუვენირებზე, რეკლამებში, ბანერებზე...

ლოგოს საშუალებით ჩვენ ვანსხვავებთ ფირმებს.

თანამედროვე ლოგოს პროტოტიპი ვაჭრობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა.  მაშინ ლოგოს როლს ასრულებდა -აბრა, ოსტატის ბეჭედი, პროდუქციაზე გაკეთებული განსაკუთრებული წარწერა. 19 საუკუნეში, როდესაც ინდუსტრიულმა რევოლუციამ წარმოების ზრდა გამოიწვია, გაჩნდა კონკურენცია, ექსპორტის ზრდამ და გლობალიზაციამ, გამოიწვია ის, რომ ყველა კომპანიამ დაიწყო ლოგოს შემუშავება, რათა მომხმარებლებს სწრაფად და მარტივად გაერჩიათ ერთმანეთისგან სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია.

 კომპანიის ლოგო განთავსებული იყო : შეფუთვებზე, თვითონ პროდუქციაზე, აბრებზე და დოკუმენტებზე. რეკლამის დაკვეთისას კომპანიები მაქსიმალურად ცდილობდნენ ლოგოს გამოჩენას. ამის შემდეგ პროდუქცია ან/და მომსახურება ადამიანებისთვის ასოცირდებოდა  ამა თუ იმ გრაფიკულ გამოსახულებასთან. ლოგოს განმარტება,რომელსაც დღეს ვიყენებთ 20 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

ლოგო – ეს არის ინდივიდუალური გრაფიკული  ფიგურა (ნახატი), რამე განსაკუთრებული ფონტით დაწერილი კომპანიის სახელი ან ფონტის და გრაფიკული სიმბოლოს ნაზავი. ლოგოს მიზანი – სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი იდეის მიტანაა.

თავისი არსებობის მანძილზე მოსაზრება , თუ  როგორი უნდა იყოს ლოგო მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.  თუ თავიდან ფირმის ლოგო ძალიან დიდი იყო, ბევრი ელემენტებით დატვირთული დღეს ყველაფერი პირიქითაა.  რაც უფრო ცოტა ელემენტებია ლოგოში მით  უკეთესი , რადგან მარტივი ლოგო უფრო ადვილი ამოსაცნობი და დასამახსოვრებელია და რაც მთავარია ის სხვადასხვა სარეკლამო არხებზე უფრო  ადვილი დასაბეჭდი იქნება.

 დღეს ლოგოს აქვს შემდეგი მოთხოვნები:

  •  უნდა იყოს ორიგინალური;
  •  უნდა ასახავდეს კომპანიის არსს, მიზანს, მისიას, მუშაობის სტილს;
  •  უნდა იყოს მარტივი დიზაინის;
  •  უნდა იყოს ხარისხიანი, ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს,როგორც სავიზიტო ბარათზე ასევე სარეკლამო ბანერზე;
  • ის ადამიანებში უნდა იწვევდეს ისეთ ემოციებს, როგორიც დამკვეთს სურს.

ლოგო  - ეს ნახატი არაა, ის  არის  კომპანიის იდეოლოგიის, მომავლის  კონცეფცია.

 
ამიტომაც, ლოგოს შექმნის დროს თქვენ ყველაფერი დეტალურად უნდა მოიფიქროთ. უნდა მოახდინოთ სამიზნე აუდიტორიის  იდენტიფიცირება,  შეარჩიოთ სწორი ფერები, ლოგოში ასახული უნდა იყოს კომპანიის ღირებულებები. ამ ყველაფრის გაკეთება  ძალიან რთული  და ზოგისთვის შეუძლებელიც კი ჩანს, მაგრამ შეხედეთ ცნობილი კომპანიების: Nike, Pepsi, Coca-Cola, McDonald's, Puma ლოგოებს და დარწმუნდებით, რომ კარგი და კრეატიული ლოგოების შექმნა ნამდვილად შესაძლებელია და ასეთი ლოგოების გამოყენებას წლების განმავლობაში შეძლებთ.  

როგორ შეიცვალა ცნობილი კომპანიების ლოგოები წლების განმავლობაში

Эволюция логотипа Canon

Эволюция логотипа Nokia

Эволюция фирменного знака Apple

История логотипа Samsung

Развитие логотипа LG

История создания фирменного знака Nestlé

История фирменного знака McDonald’s 

ლოგო: წარსული და აწმყო

სხვა სიახლეები

ტეგები: