როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

ლოგო და საფირმო სტილი - კომპანიის განმასხვავებელი ნიშნებია, მისი იდეოლოგია, კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. კომპანიის ლოგო განთავსებულია: საიტზე,ბლანკებზე,კონვერტებზე, სუვენირებზე, რეკლამებსა თუ  ბანერებზე...

ლოგოს საშუალებით ჩვენ ვანსხვავებთ კომპანიებს. თანამედროვე ლოგოს პროტოტიპი ვაჭრობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა.  მაშინ ლოგოს როლს ასრულებდა - აბრა, ოსტატის ბეჭედი, პროდუქციაზე გაკეთებული განსაკუთრებული წარწერა.

კარგი ლოგო უნდა იყოს:

მარტივი

თითქმის ყველა პოპულარული ლოგო სიმარტივით გამოირჩევა. ეს დაკავშირებულია  იმ ფაქტთან, რომ  მსგავსი დიზაინის  გამოსახულებები უფრო ადვილი დასამახსოვრებელია. მსგავს პრინციპს ეყრდნობა საიტის

მინიმალისტური დიზაინიც.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?             

ყურადღების   მიქცევა

ლოგო ყურადღებას უნდა იქცევდეს,  ადმიანმა ვერ უნდა შეძლოს მისი უყურადღებოდ დატოვება.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

ადვილად კითხვადი

ხშირია შემთვევები როდესაც ფირმის ლოგო ვიზუალურად ძალიან ლამაზია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მასზე  არსებული ტექსტის წაკითხვა ან შეუძლებელია, ან უბრალოდ ჭირს ტექსტის შინაარსის გარკვევა. ადამიანებს უჭირთ მსგავსი ლოგოების დამახსოვრება, ამიტომ არ არის საჭირო იყოთ ზედმეტად ორიგინალურები.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

დასამახსოვრებელი

ეს წესი შესრულებული იქნება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თქვენი ლოგოს ერთხელ  დანახვის შემდეგ მას სხვა დროსაც ადვილად ცნობს.  ამ რეზულტატის  მიღწევაში დაგეხმარებათ  სწორად შერჩეული გამოსახულება და წარწერის კომბინაცია.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

უნივერსალურობა

განსხვავებული ლოგოს შექმნისთვის ნუ გაეკიდებით მოდურ და თანამედროვე ტენდენციებს.  გახსოვდეთ, რომ პოპულარული ტრენდები  ძალიან სწრაფად იცვლება. შექმენით ის რაც თქვენი კომპანიის იმიჯზე მრავალი  წლის განმავლობაში იმუშავებს.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?               

იყავით ზომიერად ორიგინალური

როგორც წესი ყველა დიზაინერი ცდილობს შექმნას ორიგინალური ლოგო, მაგრამ ამ დროს მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეცადეთ პატარ-პატარა დეტალებით არ დაამძიმოთ ლოგოს დიზაინი.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?      ;     

სწორი ასოციაციების გამოწვევა

გახსოვდეთ, მსგავსმა გამოსახულებამ, გაფორმებამ, სტილმა უნდა გამოიწვიოს მხოლოდ სწორი, საჭირო ასოციაციები. შექმენით მომხმარებლების  გონებაში გამოსახულება, რომელიც შეესაბამება თქვენი ლოგოს
საერთო თემას.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

იყავით უნიკალური

ლოგოს შექმნისას  თქვენ იყენებთ  სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტებს. ლოგოს უნიკალურობას ანიჭებს შემქმნელის ხედვა და  სხვადასხვა დეტალები, რომელსაც ის ირჩევს.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?         

იყავით კრეატიული

ეს წესი ამბობს, რომ ყველა ლოგოს უნდა ჰქონდეს თავისი გამორჩეული, ორიგინალური დეტალი, რომელიც ამავდროულად  მარტივი გასაგები უნდა იყოს, რათა მომხმარებელს უფრო მარტივად დაამახსოვრდეს.

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო? როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

როგორ შევქმნათ ეფექტური ლოგო?

სხვა სიახლეები

ტეგები: