7 საკვანძო ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც შემთხვევითი ვიზიტორები პრემიუმ მომხმარებელებად იქცევიან. ნაწილი 2

პირველი ნაწილის წასაკითხათ გადადით ბმულზე

ნაბიჯი 4. გახადეთ თქვენი  წინადადება  უფრო აქტუალური

სასწრაფო სიტუაციები აიძულებს ადამიანის ტვინს მალევე მიიღოს გადაწყვეტილებები. არავის უნდა მომგებიანი შეთავაზების ხელიდან გაშვება. ეს უფრო მეტია ვიდრე  მარკეტინგული ტაქტიკა —ეს ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაა. როგორ გამოვიყენოთ ეს ფაქტი:

დაადგინეთ ბოლო ვადები

არ აქვს მნიშვნელობა, რას ყიდით  მეტი ყურადღების მისაპყრობად  და  მოქმედებისკენ ბიძგისთვის  უნდა დააწესოთ გაყიდვების დასრულების მკაცრად განსაზღვრული  ბოლო ვადა  «აქ და ახლა». იმისათვის, რომ ეს ტექნიკა კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობდეს, შესთავაზეთ თქვენ პოტენციურ მყიდველებს  გარკვეული ბონუსი, მაგალითად, თუ ისინი მოასწრებენ თქვენ მიერ განსაზღვრულ ვადაში შეძენას  მიიღებენ 20%- იან ფასდაკლებას. My Sports Fuel -ის საიტზე  იყენებს  Popup -ს  რომელიც  მომხმარებლებს ელფოსტის მისამართის სანაცვლოდ  "შავი პარასკევის" ფასდაკლებას სთავაზობს.

My Sports Fuel

დროის უკუთვლის  გამოყენება  გაამძაფრებს  გადაუდებლობის ეფექტს.  Venture Harbour -ის დამფუძნებელმა მარკუს  ტელიორმა გაგვიზიარა თავისი კვლევების (ConversionXL) შედეგები: რომლის თანახმადაც უკუათვილის ჩართვა კონვერტაციას  332% ზრდის.

გამოიყენეთ დეფიციტის ეფექტი

დეფიციტის ეფექტი — ეს არის სცენარი, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება არის შეზღუდული რაოდენობით. ეკონომიკური თვალსაზრისით  ამ სცენარს აზრი აქვს მაშინ,  როცა ამ დროს მოქმედებს წესი «რაც უფრო მაღალია მოთხოვნა- მით უფრო მაღალია ფასიც». თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ დეფიციტის ეფექტი, თუ ყიდით შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას ან/და მომსახურებას. როცა მომხმარებელი დაინახავს,  რომ მისთვის საჭირო  პროდუქციის მხოლოდ ორი ეგზემპლიარია დარჩენილი შეიძენს მას.  რადგან არავის უნდა კარგი ნივთის  დაკარგვა.

ნაბიჯი 5: ყურადღება მიაქციე კონვერტაციის გზას

თვალყურს ადევნებთ თქვენი კლიენტების მიერ გავლილ გზას? რომელ მომენტში ამბობენ ისინი უარს კონვერტაციის განხორციელებაზე? თქვენ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ რა, როდის და რატომ ხდება  და დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ პრობლემა. ამგვარი ანალიზის ჩატარების ყველაზე მარტივი გზა — აირჩიეთ თქვენი რამდენიმე პოტენციური კლიენტი  და  დააკვირდით როგორ გადაადგილდებიან ისინი საიტზე. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რა ეტაპზე უჩნდება მათ ეჭვის გრძნობა და რა ეტაპზე  ამბობენ  უარს შენაძენის გაკეთებაზე. ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ის, რომ  საიტის მფლობელები პოტენციური კლიენტებისგან  ძალიან ბევრ ინფორმაციას ითხოვენ.  გამოსავალი აქ ერთია თქვენ რაც შეიძლება უნდა გაუმარტივოთ მომხმარებლებს შენაძენის გაკეთება. ასევე შენაძენის განხორციელებაში მათ ხელს უშლის  ის ფაქტი, რომ თქვენ არ გაქვთ გათვალისწინებული მათთვის სასურველი გადახდის  სისტემა. ჩაატარეთ გამოკითხვა და  გაარკვიეთ  როგორ ურჩევნიათ თქვენს პოტენციურ მყიდველებს შენაძენის გაკეთება. საიტის პრობლემების იდენტიფიცირება ასევე Google Analytics- საშუალებითაც  შეგიძლიათ:

Google Analytics

თუ საიტს პრობლემები აქვს, თქვენ მარტივად შეძლებთ მათ გამოვლენას და აღმოფხვრას. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ  რომელი გვერდის ოპტიმიზაცია გჭირდებათ.

ნაბიჯი 6: დაამატეთ ინტერაქტიული ინსტრუმენტები

ინტერაქტიული ელემენტების არსებობა — ეს არის მომხმარებლის მიზიდვის კარგი საშუალება, მათ ექმნებათ კონვერტაციის განხორციელების მოტივაცია, შემდეგ კი ისინი მუდმივ მომხმარებლებად მოგევლინებიან. ერთ-ერთი  მსგავსი ელემენტი არის გამოკითხვა.  მაგალითად სილამაზის ბლოგების Pompadour მფლობელებმა ჩაატარეს გამოკითხვა  2015 წლის აპრილში. ისინი საიტის ვიზიტორებს ეკითხებოდნენ  თავის მოვლის რომელ საშუალებას უყიდიდდნენ დედებს. გამოკითხვაში მონაწილეობა 399 ადამიანმა მიიღო.  ყველა  კითხვაზე პასუხი 357 ადამიანმა გასცა, ხილო 229 მათგანმა კი შენაძენი გააკეთა. ეს გამოკითხვა კომპანიას კონვერტაციის 64% ზრდაში დაეხმარა.

Потрясающие результаты!

Facebook -ის საშუალებით გამოკითხვები ძალიან პოპულარული გახდა. 2017 წლის მარტში  ის ყველაზე პოპულარული  კონტენტი იყო. შემთხვევითი ვიზიტორები ყოველთვის ჩქარობენ. ზოგიერთი მათგანი თქვენ საიტზე მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო შემოდის, მუხედავად ამისა  უნდა ეცადოთ მათ ჩართვას, რომ დაყოვნების დრო გაიზარდოს, რისი წყალობითაც გაიზრდება ნდობა თქვენი ბრენდის მიმართ.

ნაბიჯი 7: ნათელი და ღირებული წინადადება

ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეძლებს თუ არა თქვენ საიტზე შესული ვიზიტორი მომენტალურად გაიგოს რა სარგებელს მიიღებს თქვენი პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენით ? თუ  პოტენციურმა  მომხმარებლებმა ვერ ნახეს ის ღირებულება რასაც თქვენი პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენისას მიიღებენ, მაშინ ისინი  გადავლენ კონკურენტი ფირმის საიტზე. ღირებული წინადადება — ეს არის გადაწყვეტა, რომელიც  მთლიანად ათავისუფლებს მომხმარებლებს  პრობლემებისგან. შესთავაზეთ მომხმარებელს ისეთი წინადადება რომელზეც უბრალოდ უარს ვერ იტყვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ღირებული წინადადება ემთხვეოდეს  თქვენი სამიზნე აუდიტორიის ღირებულებებს. როგორ მოიიქცა კომპანია Acadiate-ს სპეციალისტი:

Acadiate


კომპანია Acadiate კოლეჯის სტუდენტებისთვის  ინსტრუმენტი შექმნა . ის დაეხმარება მათ პორთფოლიოს შექმნაში, რომელიც  დაგეხმარებათ  სამსახურის დაწყებაში და  საკუთარი თავის პრეზენტაციაში.
ამ ღირებულმა წინადადებამ არანაირი შედეგი არ მოიტანა. კომპანიას არ ჰქონდა დაკვეთები, რადგამ მის აუდიტორიას არ აინტერესებდა მსგავსი წინადადება, ამიტომ საჭირო გახდა მისი განახლება:

Acadiate

Acadiate შექმნა პლატფორმა, რომელიც კოლეჯების კუსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.  ის საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ შემდეგ შედეგებს : შექმნათ სრულყოფილი რეზიუმე და საკუთარი თავის პრეზენტაცია, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები მომავალი კარიერისთვის და ასევე შეძლებთ  სამუშაო ადგილების ძიებაში ძალისხმევის მინიმიზაციას.

სამიზნე აუდიტორიაზე ორიენტირულობის გამო მეორე მიმართვა უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

7 საკვანძო ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც  შემთხვევითი ვიზიტორები პრემიუმ მომხმარებელებად იქცევიან. ნაწილი 2

სხვა სიახლეები