როგორ მივიღოთ 10 000 ევრო გრანტი ჩვენი ბიზნესისთვის!

მას მერე რაც სტატუსი დავწერე  "მიიღეთ გრანტი 10 000 ევრო :) არ ვხუმრობ, მსურველები დამიკავშირდით! 514 15 55 51" , არ გავჩერებულვარ, ფაქტია, რომ ქვეყანას და ქართული  ბიზნესის განვითარებას გრანტი სჭირდება, სლოგანი გვინდა აქ "მეტი გრანტი ქართულ ბიზნესს". იმის გამო, რომ დაინტერესება მართლაც დიდია, გადავწყვიტე ბლოგზე უფრო ვრცლად უფრო საჯაროდ დავწერო თუ რა პროცედურები სჭირდება გრანტის მიღებას. გაგაცნობთ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების  (SBS) პროგრამის პროცედურებს, იმისთვის, რომ მიიღოთ გრანტი თქვენი ბიზნესისთვის.   პირველ რიგში გაგაცნობთ SBS პროგრამის მიზნებს:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებით.
  • ადგილობრივი და საკონსულტაციო კომპანიების კვალიფიკაციის და პროფესიული დონის ამაღლება.

რა სახის პროექტების დაფინანსება არის შესაძლებელი? 

  • მართვის საინფორმაციო სისტემები და სხვა გადაწყვეტილებები;
  • საწარმოს სტრატეგიის განვითარება, მათ შორის რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია და საწარმოს მართვა;
  • ბიზნესის დაგეგმვა, პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო ბიზნეს გეგმების და შესაძლებლობათა კვლევების ჩათვლით;
  • ბაზრის შესწავლა და მარკეტიგული დაგეგმვა;
  • ხარჯთაღრიცხვა და ხარჯების შემცირება;
  • საინჟინრო კვლევები;
  • ხარისხის მართვის სისტემები;
  • ბიზნეს პარტნიორებისა და ინვესტიციების მოძიება;
  • სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება.

სტრატეგია:

1. სტრატეგიული დაგეგმვა,

2.ბიზნეს დაგეგმვა,

3. ალბათობის შესწავლა,

4. ფინანსური ანალიზი,

5. დაგეგმვა, პარტნიორის მოძიება;

მარკეტინგი:

1. გაყიდვების მართვა,

2. მარკეტინგული კვლევა,

3. მარკეტინგული სტრატეგია,

4. ბრენდინგი და სარეკლამო მხარდაჭერა,

5. ელექტროული მარკეტინგი;

ორგანიზაცია:

1. ორგანიზაციული განვითარება,

2. ადამიანური რესურსების მართვა;

ოპერაციების მართვა:

1. ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება,

2. მიწოდების ჯაჭვის მართვა;

საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიები: 

1.ინდუსტრიული სპეციფიური სისტემები,

2. დოკუმენტების მართვის სისტემები,

3. IT ინფრასტრუქტურა,

4. საწარმოს რესურსების დაგეგვის სისტემები,

5. კორპორატიული მართვის საინფორმაციო სისტემები;

საინჟინრო გადაწყვეტილებები: 

1. მანქანა-დანადგარების, წარმოების ოპტიმიზაცია,

2. არქიტუქტურული დაგეგმარება/დიზაინი,

3. ინფრასტრუქტურის/დანადგარების დაგეგმვა და დიზაინი;

ხარისხის სისტემები:

1. ხარისხის მართვის სისტემები,

2. კვების უსაფრთხოების სისტემები,

3. შრომის უსაფრთხოების სისტემები,

4. პროდუქციის უსაფრთხოება;

ენერგო ეფექტურობა:

1. ენერგო აუდიტი/სერთიფიცირება და რეიტინგები,

2. ენერგო მართვის სისტემები,

3. ენერგო ეფექტურობის საინჟინრო გადაწყვეტილებები,

4. განახლებადი ენერგია;

გარემოს მართვა:

1. გარემოს აუდიტი/სერთიფიცირება,

2. გარემოს მართვის სისტემები,

3. გარემოს ეფექტურობის საინჟინრო გადაწყვეტილებები;

საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგება:

1. ფინანსური მენეჯმენტი და საბუღალტრო სისტემები,

2. ფინანსური ინფორმაციის გაუმჯობესება მენეჯმენტისთვის და ანგარიშგებისთვის,

3. ფინანსური ინფორმაციის შემოწმება რათა მოხდეს ფინანსური უწყისების მომზადება,

4. ფინანსური უწყისების მოწესრიგება ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

SBS პროგრამის ეტაპები

  • პროექტის წარდგენა;
  • პროექტის განხილვა;
  • პროექტის დაწყება;
  • პროექტის დასასრული;
  • პროექტის შეფასება.

  მოთხოვნები საწარმოს მიმართ:

  • იურიდიული სტატუსი: შპს, ს/ს, ი.მ;
  • საწარმოში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 250 კაცამდე, რეალიზაცია მაქსიმუმ 50 მლ ევრო, ბალანსი მაქსიმუმ 43 მლნ ევრო.
  • მფლობელობა: უმეტესი წილი კერძო და ადგილობრივი
  • ფინანსური ვალდებულება:  მზაობა და გადახდის უნარიანობა პროექტის ჯამური ღირებულების 30%-70%- სა.

საჭირო დოკუმენტები: 

  • პროექტის განაცხადის ფორმა
  • საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა და საწარმოს წესდება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან სადაც ნაჩვენებია საწარმოში წილების გადანაწილება (მფლობელობა და წილები)
  • საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ბოლო ორი წლის ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი, საბალანსო უწყისი)

არ ფინანსდება: 

  • ფინანსური მომსახურების სფერო, (ბანკი, სადაზღვევო, ლიზინგი, მიკროსაფინანსო) სათამაშო ბიზნესი, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები, თამბაქოს და სამხედრო დანიშნულების საქონლის წარმოება;
  • კომპანია, რომელსაც უკვე მიღებული აქვს გრანტი SBS -ის დახმარებით;
  • გადაუდებელი დახმარების ან რადიკალური რესტრუქტურიზაციის პროექტები;
  • წარსულში განხორციელებული პროექტები.

მაქსიმალური გრანტის ოდენობა: 10 000 ევრო პირველი ეტაპისთვის, ტარდება მოკვლევა, რამდენად შესაძლებელია კომპანიამ მიიღოს გრანტი, როსთვისაც საჭიროა მოგვაწოდოთ კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან და მოითხოვოთ აპლიკაცია, რომელსაც გადმოგიგზვანით და უნდა შეავსოთ მაქსიმალურად, რათა მაქსიმალურად ზუსტი და ამომწურავი პასუხი მიიღოთ დაფინანსების შესახებ. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ პირობებს და გჭირდებათ ხარჯების შემცირება დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისთვის დაგვიკავშირდით: კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია Lemons.ge მადლობა, რომ კითხულობთ ამ პოსტს.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

როგორ მივიღოთ 10 000 ევრო გრანტი ჩვენი ბიზნესისთვის!

სხვა სიახლეები