ჯეკ ტრაუტი - უმჯობესია იყო პირველი, ვიდრე უკეთესი

ადამიანებს, რომლებსაც  აინტერესებთ მენეჯმენტი და მარკეტინგი  იციან ჯეკ ტრაუტის შესახებ – ის არის ამერიკელი მარკეტოლოგი და  საკონსულტაციო ფირმის  «Trout & Partners» (ამ ფირმას წარმომადგენლები ჰყავს  30-ზე მეტ ქვეყანაში) დამაარსებელი და პრეზიდენტი.

ჯეკ ტრაუტი ასევე არის მსოფლიო  ბესტსელერის  "მარკეტინგული ომების" ავტორი _ ეს წიგნი  მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პრესპექტივებს გაცნობთ. ეს სტრატეგიებით სავსე წიგნი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს. მასში წარმოდგენილია უკანასკნელი სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი და რჩევები.

მუშაობის პროცესში ჯეკ ტრაუტი  თამამად   აყენებდა ეჭვქვეშ  იმ  მომენტში არსებულ ავტორიტეტულ  მოსაზრებებს, დაუნდობლად დასცინოდა და  ამხობდა   მენეჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლებს. ერთხელ მან გნაცხადა, რომ ბიზნესის მთავარი  მტერები ის  ადამიანები იყვნენ, რომლების უოლ-სტრიტიტზე მუშაობდნენ ,იმ კონსულტანტთა არმიასთან ერთად, რომლებიც ბიზნესმენების ხარჯზე ცდილობენ საფულეების შევსებას.  ამ  განცხადებამ არ  გამოიწვია ნეგატიური  ზეგავლენა, პირიქით  ამან აჩვენა მის პოტენციურ  კლიენტებს, რომ ის გამოირჩევა  უამრავი სხვა  ბიზნეს კონსულტანტებისგან.

ჯეკ ტრაუტი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული შეხედულებებით, სწორედ ამიტომ გამოირჩეოდა ის სხვებისგან.

გთავაზობთ რამოდენიმე მათგავს:

  • წარმატებას მივყავართ ქედმაღლობამდე, ქედმაღლობას კი მარცხისკენ. წარმატება და მარცხი -ტყუპი ძმები  არიან. წარმატება ადუნებს.
  • ბაზარზე ახალბედას სტრატეგია  რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს ლიდერის სტრატეგიისგან. ამიტომაც სტრატეგიის გადაღება  არ შეიძლება.
  • ბიზნესის  ყველაზე დიდი პრობლემა – სიახარბეა. ძირითადად,  ყველა ცუდი საქმე  სიხარბის გამო კეთდება, მაშინ რიოცა  ადამიანები ყველანირ გზას იყენებენ  საკუთარი  შემოსავლების გასაზრდელად.
  • მარკეტინგი - ეს არის ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი - პროდუქტია.
  • ადამიანები განიცდიან იმავე დაავადებას, რასაც პროდუქტი: მათ უნდათ,  რომ   ყველას მოსწონდეს.
  • კომპანიები, რომლებიც ვერ გამოირჩევიან სხვებისგან  აუცილებლად მოკვდებიან. კონკურენცია ძალიან მარალია. გადარჩენისთვის უნდა იპოვოთ ნიშა, სადაც იქნებით ლიდერი.
  • თუ თქვენი პროდუქცია არ გამოირჩევა სხვებისგან, თქვენ მარტო დაბალი ფასის შეთავაზება შეგიძლიათ.
  •  გენერლები, როგორც წესი იფიქრებენ ისეთ  გეგმებს, რომელიც იმუშავებენ მიუხედავად იმისა თუ რას გააკეთებს მტერი. ეს არის კარგი სტრატეგიის არსი.
  • უმჯობესია იყო პირველი ვიდრე საუკეთესო. თუ თქვენ პატარა კომპანია გაქვთ ,  ზოგჯერ შეუძლებელია ფასით ან  ხარისხით კონკურენცია გაუწიოს ბაზრის ლიდერს.
  • სხვებზე მეტ  მონდომებას— იშვიათად მიყავხარ წარმატებამდე. იყოთ უფრო ჭკვიანი ვიდრე სხვები— აი ეს სწორი გზა.
  • დღეს, როდესაც კომპანია ჩამორჩება,  მას ზურგს უკან ესმის კონკურენტების სუნთქვა, რადგან თანამედროვე ბიზნესში არ დადიან არამედ დარბიან  ბიზნესის პოზიციების აღსადგენად  კომპანიებს უწევთ სხვა კომპანიების მარცხის ლოდინი და შემდეგ ამ სიტუაციის  გამოყენებაზე ფიქრი.
  • უმჯობესია იყო პირველი, ვიდრე უკეთესი.
  • უფრო  მარტივია შეაღწიო ცნობიერებაში პირველმა, ვიდრე  მოგვიანებით ეცადოთ  დაუმტკიცო ყველას,  რომ თქვენი პროდუქტი უკეთესია  ვიდრე  იმის ვინც ეს  უკვე ეს გააკეთა.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge

ჯეკ ტრაუტი - უმჯობესია იყო პირველი, ვიდრე უკეთესი

სხვა სიახლეები