ფერთა პალიტრა თქვენი ბიზნესისთვის- ლურჯი ფერი

ფერები ჩვენ  ცხოვრებაზე  დიდ გავლენას ახდენს, მათ  ჩვენი ემოციების მართვა შეუძლიათ. მარკეტოლოგები, დიზაინერები,  პიარ სპეციალისტები ფერებს მომხმარებლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად იყენებენ. 

 ლურჯი... 

ლურჯი ფერი  ორივე სქესის ადამინს მოსწონს. ამის ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ ეს ფერი  სიმშვიდესთან და   დადებით ემოციებთან ასოცირდება.  ის არ აღიზიანებს თვალს და შინაგანი სიძლიერის, ჰარმონიის შთაბეჭდილებას ჰქმნის. სწორედ  ამიტომ დიზაინერები  ხშირად იყენებენ ლურჯ ფერს  დიზაინის შექმნის დროს. მისი მუქი ტონიც კი სტაბილურობის და ერთიანობის შეგრძნებას ტოვებს , ლურჯი ფერის ნაირსახეობებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია -ცისფერს. ის ასოცირდება ჰაერთან, ცასთან, წყალთან.

Blue Sky

 ცისფერს  ხშირად იყენებენ ვებ დიზაინში. სწორედ ამ თვისებების გამო ის ხშირად გამოიყენება კორპორატიული დიზაინის შექმნის დროს. გასაუბრებაზე წასვლისას  არჩევანი ცისფერი ფერის სამოსზე გააკეთეთ, რადგან ის ერთგულების სიმბოლოა,რაც დადებითად განაწყობს ყველას თქვენს მიმართ. ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ საქმიანობა  უფრო პროდუქტიული ხდება, მაშინ როცა სამუშაო გარემო შეიცავს ლურჯი ფერის ელემენტებს.

ლურჯი ფერი თქვენი საიტისთვის

White and Blue Bubbles

საიტისთვის ლურჯი  სასიამოვნო ფერია, მაგრამ მისი გამოყენებისას სიფთხილე გმართებთ, რადგან მისი დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში  შეიძლება ვებ გვერდი "ცივი" გამოვიდეს  რაც მომხმარებელს თრგუნავს.

მუქი — ლურჯი ტოვებს დაცულობის შეგრძნებას.  მუქი ლურჯი ფერის ვებ გვერდი  თეთრი ელემენტებით  საიტს აძლევს უსაფთხო, დაცულ  და პროფესიონალურ ეფექტს. ხოლო ღია ფერის ცისფერი საიტს უფრო საინტერესოს ხდის.

ღია — ლურჯი არის უდარდელობის, თავისუფლების  და  გართობის სიმბოლო.

ცისფერი  სიმშვიდის, ჰარმონიის, კმაყოფილების სიმბოლოა. თუმცა დიდი დოზით მისმა გამოყენებამ  შეიძლება გამოიწვიოს  მოწყენილობა  და სხვა  უარყოფითი  შეგრძნებები.

ლურჯი —მომწვანო — ყველაზე "ცივი" ფერთა გამაა, ამიტომ მას იყენებენ სიგრილის, სიახლის,სისუფთავის ილუზიის შესაქმნელად.  ეს ფერი უხდება გამაგრილებელ სასმელებს, კბილის მოვლის საშუალებებს, რადგან ის სისუფთავის, სტერილურობის შეგრძნებას ტოვებს.

ზურმუხტისფერი — ძალიან ცივი ფერია, ამიტომ ის ან ცოტა რაოდენობით ან სხვა შედარებით ნეიტრალურ ფერებთან ერთად უნდა გამოიყენოთ.

ლურჯი ფერი თქვენი რეკლამისთვის

რეკლამაში ფერი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს:

  1. იქცევს ყურადღებას.
  2. უფრო სამახსოვროს ხდის რეკლამას.
  3. ხაზს უსვამს პროდუქციის ან/და მომსახურების სპეციფიკურ თვისებებს.
  4. აყალიბებს რეკლამის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას.
  5. მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ რეკლამის კონკრეტულ მომენტებს.

თქვენ  მიერ არჩეული ფერი ადამიანებში სწორედ თქვენი პროდუქციასთან ან/და მომსახურებასთან  ასოცირდება. ადვილად დასამახსოვრებელი ფერების თანმიმდევრობა ესე გამოიყურება:ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, იისფერი, ლურჯი, მწვანე. სწორედ  ამიტომ რეკლამაში  მათ ძალიან ხშირად იყენებენ.

რომელი ფერბი გახსენდებათ ამ ბრენდების გაგონებაზე?

  1.  Lego;
  2.  Carlsberg;
  3.  «Mcdonalds».

რეკლამისთვის ფერის აჩევისას თქვენ უნდა იცოდეთ: 

  1. რეკლამის შექმნის მიზანი.
  2. იმიჯი.
  3. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ მომხმარებლის რომელ აუდიტორიაზეა გათვილილი თქვენი პროდუქცია ან/და მომსახურება.
  4. რეკლამის შინაარსი (განათება, დაშორება, აღქმის სიჩქარე).
  5. ფერის ფსიქოლოგიური შესაძლებლობები.
  6. ფერის კომპოზიციური შესაძლებლობები.
  7. ფინანსები.

ლურჯი —  მოქმედებს გრძნობებზე, ის არის ძალიან მეგობრული ფერი. მას ხშირად მშვიდობის და ჰარომონიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. რეკლამაში მისი წყალობით აქცენტი კეთდება ერთ კონკრეტულ დეტალზე. რაც  ყურადღებას იქცევს და წითელი ფერისგან განსხვებით  არ იწვევს უარყოფით ემოციას. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

ფერთა პალიტრა თქვენი ბიზნესისთვის- ლურჯი ფერი

სხვა სიახლეები

ტეგები: