კარგი გაყიდვების მენეჯერის აუცილებელი თვისებები

ისტორია

გაყიდვების მენეჯერის პროფესია   ვაჭრობის გაჩენასთან ერთად  გაჩნდა. უბრალოდ  სხვადასხვა დროს მას  სხვადასხვა სახელით იცნობდნენ,თუმცა ფუნქცია-მოვალეობა   ერთი იყო: მომსახურების ან/და პროდუქციის გაყიდვა და ახალი მომხმარებლის მოძიება. გაყიდვების ორ ტიპს განასხვავებენ    აქტიურს და  პასიურს. რითი განსხვავდება? წარმოიდგინეთ ,რომ  წახვედით უთოს საყიდლად, შეხვედით  მაღაზიაში,სადაც მისი უამრავი სახეობაა. პასიური გაყიდვების შემთხვევაში თქვენ  თავისუფალი ხართ არჩევანის გაკეთებაში, ხოლო აქტიური გაყიდვების დროს  ქუჩაში გხვდებათ ადამიანი, რომელიც გთავაზობთ ერთ კონკრეტულ პროდუქტს, ის შეიძლება სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით  ძვირი იყოს, მაგრამ  აქტიური გაყიდვების მენეჯერი მას ისე წარმოგიდგენთ,რომ მოგაწონებთ, და  თქვენ უარს ვეღარ იტყვით მის შეძენაზე. პასიური გაყიდვები – პროდუქტს ან/და მომსახურებას თავად ირჩევთ,  აქტიური გაყიდვები –  გთავაზობენ, თავს გახვევენ  კონკრეტულ პროდუქტს ან/და მომსახურებას.  უკანასკნელი შეიძლება არც ისე სამართლიანი მეთოდია, მაგრამ მისი მეშვეობით გაყიდვების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. გაყიდვების მენეჯერის პოზიცია ერთი შეხედვით მარტივია,თუმცა რთულია იყო კარგი გაყიდვების მენეჯერი. შეუძლებელია  ყველამ მოირგოს ეს პოზიცია. ამისთვის საჭიროა დიდი ქარიზმა და ადამიანის ფსიქოლოგიის კარგად ცოდნა ვის შეუძლია გახდეს გაყიდვების მენეჯერი?  პირველ რიგში გაყიდვების მენეჯერი უნდა იყოს მოტივირებული.  მოტივაცია კი ამ შემთხვევაში უნდა იყოს ფულადი , ანუ  მენეჯერის შემოსავალი დამოკიდებული უნდა იყოს მისი გაყიდვების რაოდენაობაზე. მეორე,  მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი,  პიროვნული თვისებები, უნდა შეგეძლოთ სტრესულ გარემოში მუშაობს, იყოთ თავდაჯერებული და გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ გარეშე ამ პოზიციაზე ვერ იმუშავებთ.

თვისებები, რომელიც კარგ  გაყიდვების მენეჯერს უნდა ჰქონდეს!

კომუნიკაბელურობა 

ამის გარეშე  არ შეიძლება. მას უნდა შეეძლოს ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და მათი კეთილგანწყობის მოპოვება.

გაყიდვის უნარი 

 ერთია, როცა გასაყიდ პროდუქციას კარგად აღწერ, ხოლო მეორე როცა მომხმარებელს აჯერებ მისი ყიდვის აუცილებლობაში.  ამ უნარის გარეშე სხვას ყველაფერს მნიშვნელობა ეკერგება.

კრიტიკის გვერდის ავლის უნარი

ნებისმიერ მომხმარებელს აინტერესებს  შესაძენი პროდუქციის ხარისხი,  მისი ყიდვისგან თავის ასარიდებლად ისინი იტყვიან: "მე ეს არ მჭირდება", "მე ის არ მომწონს", "ის  არც ისე კარგია" , გახსოვდეთ, რომ ამ დროს ის საკუთარ თავს მიმართავს და არა თქვენ!    გაყიდვების მენეჯერმა უნდა შეძლოს ამ ფრაზების გვერდის  ავლით  მომხმარებლის გადარწმუნება.   მას უნდა შეეძლოს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ის კარგად უნდა ერკვეოდეს პროდუქციის დადებით და უარყოფით თვისებებში. მან დამაჯერებლად უნდა გასცეს პასუხი ყველა დასმულ კითხვას.

ვაჭრობის უნარი 

მენეჯერის ხელფასი პირდაპირ არის დაკავშირებული გასაყიდი პროდუქციის ან/და მომსახურების გაყიდვასთან და მის ფასთან. ამ დროს მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა.

ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა   

სხეულის ენის ცოდნა, მომხმარებლის შემდეგი ნაბიჯის ცოდნა,  მომხმარებლის შეფასება მისი ქცევის მიხედვით.

გაყიდვების სფეროში  ამ ყველაფრის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

კარგი გაყიდვების მენეჯერის აუცილებელი თვისებები

სხვა სიახლეები

ტეგები: