რა არის ლოგო და რამ ნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხშირ შემთხვევაში  უკვეთავენ ლოგოს დიზაინერს, ისე, რომ არ იციან რა არის ეს!  ზოგი თვილის, რომ ლოგო ეს არის ლამაზი ნახატი. ზოგს ჰგონია, რომ  ლოგო და სასაქონლე ნიშანი ერთი და იგივეა.  უმრავლესობა კი თვლის,რომ  ლოგო  უბრალო ნახატია, რომლის დახატვაც  თვითონაც შეუძლია. რატომ ღირს კარგი ლოგოს გაკეთება ძვირი ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად  გავარკვიოთ როგორ იქმნება ლოგო და  რა არის მისი ფუნქციები. ლოგო – ეს არის ინდივიდუალური გრაფიკული  ფიგურა (ნახატი), რამე განსაკუთრებული ფონტით დაწერილი კომპანიის სახელი ან ფონტის და გრაფიკული სიმბოლოს ნაზავი. ლოგოს მიზანი – სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი იდეის მიტანაა.

ლოგოს ძირითადი ფუნქციები

გამორჩეული, ასოციაციური ფუნქცია. 

ხარისხიანი ლოგოები პროდუქციას და ფირმას გამოყოფენ კონკურენტულ გარემოში.  მომხმარებლები ზუსტად ლოგოს დახმარებით არჩევენ ერთი ფირმის პროდუქციას  მეორე ფირმის პროდუქციისგან. ამ ფუნქციას მივყავართ ლოგოს შემდეგ დანიშნულებამდე...

დამცავი ფუნქცია. 

ლოგოს დამცავი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ფირმის საკუთრება, ლოგო იცავს მის პროდუქციას და მომსახურებას. თუ რომელიმე კომპანია ამა თუ იმ მიზნით  გამოიყენებს სხვა კომპანიის ლოგოს, კანონის მიხედვით აღნიშნულ კომპანიას შეუძლია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს მისი ლოგოს უკანონოდ გამომყენებელ კომპანიას.

გარანტიის ფუნქცია. 

პროდუქციაზე ლოგოს დატანით  თქვენ იძლევით მისი ხარისხიანობის გარანტიას. ის კომპანიები, რომლებიც დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, უკვე დიდიხანია ბაზარზე არცერთ პროდუქტს ლოგოს გარეშე არ უშვებენ.

ესთეტიკური ფუნქცია. 

ალბათ თქვენ შეგიმჩნევიათ კომპანიის ლოგოტიპიანი მაისურები, ეს ყველაზე მარტივი მაგალითია იმისა თუ როგორ ამაღლებს ლამაზი ლოგო პროდუქციის  ესთეტიურობას ასევე ხაზს უსვამს პროდუქციის ხარისხსს და იცავს პროდუქციას გაყალბებისგან. საუკეთესო ლოგოები – უბრალოდ ლამაზი ნახატები არაა, კარგი ლოგო უნდა იყოს ესთეტიური და უნდა ერგებოდეს პროდუქციის შეფუთვას.

სარეკლამო ფუნქცია. 

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კომპანიები ლოგოს დამზადებას უკვეთავენ. ლოგო  ჰქმნის ფირმის გარკვეულ იმიჯს, რომელიც ეხმარება სამიზნე  აუდიტორიას ადვილად ამოიცნოს სასურველი კომპანია, რომელიც მისთვის გარკვეულ ხარისხთან, რეპუტაციასთან  ასოცირდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით თქვენ უკვე იცით, რომ ლოგო ფირმის იმიჯის მნიშვნელოვანი  ელემენტია. ზემოთ ჩამოთვლილი  ფუნქციების გარდა  ლოგო ასევე ასრულებს  ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ფუნქციას. ლოგო აწოდებს მომხარებელს ინფორმაციას პროდუქციის შემქმნელი  კომპანიის შესახებ  და  აყალიბებს დადებით ურთიერთობებს მომხმარებლებსა და კომპანიას შორის.


 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

რა არის ლოგო და რამ ნიშვნელობა აქვს მას კომპანიისთვის

სხვა სიახლეები

ტეგები: