საიტის ფერის გავლენა ვიზიტორების რაოდენობაზე

ფერი არ განსაზღვრავს  კონვერტაციის დონეს.  ის პირდაპირ არ ყიდის,  არ პოულობს თქვენთვის ახალ მომხმარებლებს, ის საშუალებას გაძლევთ  აქციოთ შემთხვევითი ვიზიტორი  მუდმივ მომხმარებლად:

  • მომხმარებლების  93%  გადაწყვეტილებას შენაძენის გაკეთებაზე იღებს  პროდუქციის და საიტის  ვიზუალის მიხედვით. 70%არ იყიდის პროდუქტს, თუ ფერი არ მოეწონა. ბრენდის წარმატების  80% დამოკიდებულია რესურსის ფერის კომბინაციების სისწორეზე.
  • მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად  თქვენ გაქვთ  მხოლოდ  8 წამი. მხოლოდ სწორად შერჩეულ ფერს შეუძლია ამ დროში მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.
  • არსებობენ ფერები, რომლებმაც შეიძლება  ნეგატიურად იმოქმედონ  გაყიდვებზე. ეს ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი.  ნაცრისფერი არაოფიციალურად ითვლება ინტერფეისის ფრად. ის  “გაშორებთ” მოქმედების გაკეთებისგან. ყავისფერი  უმრავლესობაში  იწვევს ნეგატიურ  ემოციებს. ნარინჯისფერი  კარგია ღილაკების გამოსაყოფად  და არა მთლიანი რესურსის მთავარ ფერად.  ის წითელ ფერზე მეტად  აღიზიანებს მომხმარებლებს.

ფერის არჩევისას დიდი  მნიშვნელობა აქვს სფეროს, რომელშიც მოღვაწეობთ!  ფერები, რომლებიც ბრენდირებულია “კოკა-კოლისთვის”, ნაკლებად  გამოგადგებათ საბანკო სფეროსთვის, სამედიცინო ცენტრისთვის  და ფარმაცევტული საწარმოსთვის.

წითელი ფერი  კარგი იქნება: კვების  და  გასართობი მრეწველობისთვის, ტექნიკისთვის,სატრანსპორტო კომპანიისთვის და სოფლის მეურნეობისთვის. ბრენდები, რომლებმაც გამოცადეს ამ ფერის ეფექტურობა: “მაკდონალდსი”, “კოკა-კოლა”,  “ქოლგეითი”, “ლეისი”, “ნაიკი”,  “რედბული”, “თაიმი”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

ლურჯი ფერი კარგია თითქმის ყველა სფეროსთვის, გარდა კვების ინდუსტრიისა. ეს ფერი უნივერსალურია   (მას დალტონიკებიც კი არჩევენ).  ბრენდები, რომლებმაც გამოცადეს ამ ფერის ეფექტურობა: “ორალბი”, “თვითერი”, “ფეისბუქი”, “ლინკდინი”, “ფორდი”, “ფეიფალი”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

მწვანე ფერი  კარგია  ფინანსების, ენერგეტიკული და საკვები მრეწველობის საიტებისთვის.  რაცარუნდა გასაკვირი იყოს ეს ფერი არც ისე კარგია ჯანდაცვის სფეროსთვის ტრანსპორტისთვის და ლოგისტიკისთვის . ბრენდები, რომლებმაც გამოსცადეს ამ ფერის ეფექტურობა “საბვეი”, “ანიმალ პლანეტი”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

ნარინჯისფერი  ეს ფერი განკუთვნილია ისეთი სფეროებისთვის როგორიცაა: ჯანდაცვა, კვება, ტრანსპორტი და  ლოჯისტიკა, ტექნიკა. მისი გამოყენება შეგიძლიათ გარკვეული ღილაკების გამოსაყოფად. ნარინჯისფერი დამხმარედ არც ისე ბევრ ფერს უხდება  და არასწორი ფერთა წყვილის შერჩევის შემთხვევაში  დიზაინი ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. ბრენდები, რომლებმაც გამოცადეს ამ ფერის ეფექტურობა: “ფანტა”, “ჰარლი-დევიდსონი”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

შავი ფერი  ძალიან ძლიერი და დომინანტური  ფერი. ის იზიდავს მთელ ყურადღებას, ამიტომ მისი  საიტის დიზაინში  გამოყენებისას  სიფრთხილე გმართებთ. შეგიმჩნევიათ, რომ დიდი მოდის სახლები, როგორიცაა “ვერსაჩე”, “დიორი”, “შანელი”, “ივ სენ ლორანი”, ბრენდინგში ბევრ შავ ფერს  გამოიყენებენ ?  იმიტომ, რომ ეს ფერი ასოცირდება  დახვეწილ გემოვნებასთან, მარადისობასთან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ  დიდი რაოდენობით შავი ფერის გამოყენება  საიტში შეუძლიათ  მხოლოდ ისეთ ბრწყინვალე ბრენდებს, რომლებიც  მთელს მსოფლიოში ქმნიან განწყობას დიზაინისა და ტანსაცმლის გარშემო.  ეს არის იდიალური ფერი ტანსაცმლის, ტექნიკის  ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროსთვის. ეს ფერი  არ არის კარგი  კვების და ჯანდაცვის სფეროსთვის.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

თეთრი და ვერცხლისფერი  სრულყოფილებისა და სიწმინდის ფერები.  შავ-თეთრი კლასიკა – ეს ფერი ხშირად გამოიყენება  ტანსაცმლის, ტექნიკის და ტრანსპორტის საიტებისთვის, მისი  აქტუალურობის გამო   მსგავს საიტებს დიდი ხნის განმავლობაში არ სჭირდებათ რედიზაინი, ისინი არ კარგავენ  მიმზიდველობას.   ბრენდები, რომლებმაც გამოსცადეს ამ ფერის ეფექტურობა: “ეფლი”, “ასუსი”, “რალფ ლოურენი”, “ვერსაჩე”, “დიორი”, “ივ სენ ლორანი”, “ჰონდა”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

იასამნისფერი  იდუმალი, ძლიერი და დიდებული. სწორედ ამიტომ გამოიყენება  სილამაზის სფეროსთან დაკავშირებულ საიტებზე.  ეს ფერი ყველაზე მეტად ასოცრდება  სიალამაზესთან და  ჯამრთელობასთან. ეს ფერი არ არის კარგი ენერგეტიკული  და  აგრო სფეროებისთვის, ამ ფერის გამოყენება უმჯობესია სამოსის, ავტომობილების, თვითმფრინავების, საყოფაცხოვრებო ნივთების და მომსახურების სფეროებისთვის. ბრენდები, რომლებმაც გამოსცადეს ამ ფერის ეფექტურობა: “იაჰუ”, “მილკა”.

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

ყვითელი ფერიი   სიხარულის, მოქმედების ინტელექტის და  განვითარების ფერი. უნდა ითქვას, რომ ეს ფერი  ოპტიმალურია  ენერგეტიკის და კვების  სფეროსთვის.  ბრენდები, რომლებმაც გამოსცადეს ამ ფერის ეფექტურობა:

 საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

ფერს შეუძლია  ქვეცნობიერში ჩაგინერგოთ ბრენდის ფილოსოფია და  ჩამოგიყალიბოთ  ურთიერთობა

გსურთ აჩვენოთ, რომ თქვენი პროდუქტი მხოლოდ რჩეულთათვისაა? გამოიყენეთ შავი ფერი.

გსურთ პროდუქტის ან სერვისის სრულყოფისა და უნიკალურობის ხაზგასმა? აირჩიეთ თეთრი ფერი.

გსურთ ყურადღების მიქცევა ან ქმედებისკენ ბიძგება? წითელი და ნარინჯისფერი დაგეხმარებათ ამ საქმეში.

გინდათ სილამაზის და მეფური დიდების შემოტანა დიზაინში ? აირჩიეთ — მეწამული ფერი.

მთავარია – არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

საიტის ფერის  გავლენა  ვიზიტორების რაოდენობაზე

სხვა სიახლეები