რატომ სჭირდება კომპანიას ლოგო? 

ლოგო არის კომპანიის სახე, მისი მთავარი ვიზუალური კომპონენტი. სწორედ ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას  პროდუქტსა და მომსახურებაზე.

შენაძენის გაკეთების დროს მომხმარებლები თავიანთ არჩევანს სწორედ ლოგოზე დაყრდნობით აკეთებენ, რადგან ბრენდის (კომპანიის) გახსენების დროს მათ პირველი მისი ლოგო ახსენდებათ. 

რატომ უნდა ქონდეს კომპანიას ლოგო:

  • კომპანიის ვიზუალური იმიჯი იდენტიფიცირებულია მომხმარებლების, პარტნიორების და მედიის მიერ. ლოგო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. 
  • იდენტურობა ზრდის მარკეტინგის ეფექტურობას. კომპანიას ლოგოთი უფრო კარგად შეუძლია აჩვენოს თავის ფასეულობები და უპირატესობები ვიდრე ტექსტებით. 
  • Impact of color on marketing - კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების 70% გადაწყვეტილებას შენაძენის გაკეთებაზე იღებს მხოლოდ გამოსახულების ფერის სქემის გამო.
    ლოგო ეხმარება კომპანიას კონკურენტებისგან და ინფორმაციული ხმაურისგან გამორჩევაში. კარგი ლოგო ხდება ადვილად დასამახსოვრებელი, გამორჩეული და მარტივად გამოსარჩევი.
  • ლოგო ხარისხის სიმბოლოა. როდესაც კომპანიის პროდუქტს ან მომსახურებას ახლავს ვიზუალური კომპონენტი, მომხმარებელი მს აკავშირებს ბრენდთან. ეს კი უზრუნველყოფს საკუთრებას, იცავს მას გაყალბებისგან. 

ლოგოს შექმნა

როგორ გავიგოთ კარგია თუ არა ლოგო?

ლოგოს მიზანი ინფორმაციულ ხმაურში კომპანიის იდენტიფიცირება. იმისთვის, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული რამდენიმე წესის გათვალისწინებაა საჭირო:

სიმარტივე. ლოგო არ უნდა გადაიტვირთოს დეტალებით, რათა მომხმარებლებმა ადვილად ამოიცნოს იგი : აბრაზე, რეკლამებში, მაისურებზე, შეფუთვაზე და ყველგან სადაც იქნება გამოყენებული.
სთხოვეთ ვინმეს დახატონ გონებაში თქვენი ლოგო  და შემდეგ ჰკითხეთ რამდენად მარტივად შეძლებს ამის გაკეთებას?!
​მარტივი ლოგოს გამოსახვა გონებაში ადვილია (ყოველ შემთხვევაში სქემატურად), თუნდაც ადამიანმა ის მხოლოდ ერთხელ ნახა.

მუდმივობა. როგორც წესი, კომპანია ლოგოს ქმნის სამუდამოდ, მაგრამ მისი ვარიანტები შეიძლება შეიცვალოს ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ, ამიტომ კარგია ლოგოს შექმნამდე ბრენდის განვითარების პერსპექტივების შედგენა. გეგმავს თუ არა კომპანია საქმიანობის სფეროების გაფართოებას თუ მუშაობას ერთ სფეროში.
ნიშასთან შესაბამისობა, აქტუალობა. ლოგომ აუდიტორიას უნდა უთხრას, რას აკეთებს კომპანია. ეს ყველაზე ხშირად მიიღწევა ფერის ან სხვადასხვა მოღვაწეობის სფეროს შესაბამისი ელემენტების მეშვეობით.
თუ გსურთ ორიგინალურობა შეგიძლიათ გამოიყენოთ აბსტრაქტული ფიგურები, მაგრამ ისინიც ნებისმიერ შემთხვევაში როგორმე უნდა ასახავდნენ ბრენდის არსს.

უნიკალურობა. კონკრეტული ბრენდის ლოგო უნდა განსხვავდებოდეს კონკურენტებისა და სხვა ლოგოებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს გაუჭირდება ბაზარზე კომპანიის იდენტიფიცირება.

რა შეიძლება იყოს ლოგოს საფუძველი:

სახელი. ზოგჯერ სწორედ კომპანიის სახელი ხდება მისივე ლოგო. ასეთ ლოგოებს სიტყვიერი ეწოდება. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს ბრენდს მომხმარებლებს დაამახსოვრონ როგორც კომპანიის სახელი, ასევე მისი ვიზუალური გამოსახულებაც. სავაჭრო ნიშანი ასევე შეიძლება გახდეს ლოგო.
ასოციაციები ან აბსტრაქცია. სიმბოლოს ან ობიექტის სახით გამოსახული ლოგო მომხმარებლების მიერ ადვილად აღიქმება და უფრო მარტივი დასამახსოვრებელიცაა.
კომბინაცია. ლოგოს შექმნის კიდევ ერთი მეთოდი რომლის დროსაც ტექსტი და სიმბოლოები გაერთიანებულია ერთ სურათში. მსგავსი ლოგოები არის მარტივი დასამახსოვრებელი და მიმზიდველი. სურათი შეიძლება ასახავდეს კომპანიის მუშაობის სფეროს ან, პირიქით, იყოს აბსტრაქტული. 

ლოგოს შექმნა

მაშ ასე, როგორ დავიწყოთ ლოგოს შექმნა?

მუშაობის დაწყებამდე მოსამზადებელი ეტაპის გავლა ხელს შეუწყობს ბრენდის სპეციფიკის გათვალისწინებას და მაღალი ხარისხის ლოგოს შემუშავებას.

1. გააანალიზეთ კომპანია. უპასუხეთ კითხვებს: რას აკეთებს კომპანია, ვინ არის სამიზნე აუდიტორია, როგორ გეგმავს ბრენდის განვითარებას, რა თვისებების და ღირებულებების გადმოცემა გსურთ ვიზუალურად. 
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ შეარჩიოთ ლოგოს იერის, ფერების და გამოსახულების შერჩევაში.

2. გააანალიზეთ კონკურენტები. კონკურენტების ვიზუალური ელემენტების დათვალიერება და შესწავლა საშუალებას მოგცემთ შექმნათ განსხვავებული, გამორჩეული და რელევანტური ლოგო. ასევე თავიდან აგარიდებთ სხვაზე მიმსგავსების და შედარების საფრთხეს. 

3. შექმენით ბრენდბუქი. წინასწარ დაფიქრდით კორპორატიული იდენტობის რომელ ელემენტებს შეიცავს ლოგო. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ და სად იქნება გამოყენებული ბრენდის იმიჯი
ოფლაინ ბიზნესისთვის დაგჭირდებათ საბეჭდი მასალების დიზაინი.

[რისგან შედგება ბრენდბუქი: დოკუმენტების (მაგ. ბლანკი,საქაღალდე), საბეჭდი ნიმუშები (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზიანისგან. თუმცა ეს ჩამონათვალი ყოველ კონკტერულ შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირიც იყოს, რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, კომპანიის საჭიროებისამებრ]
ხოლო ონლაინისთვის ვებ საიტის ფერები, სოციალური ქსელების პოსტების საიდენტიფიკაციო ელემენტები.

4. განსაზღვრეთ ფორმა და ფერები. ფერის პალიტრის არჩევანი დამოკიდებულია კომპანიის თვისებებზე (ბრენდის ხასიათზე) და კონკურენტებზე. ბევრი კვლევა და მთელი მეცნიერება ეძღვნება - ფერის ფსიქოლოგიას და იმას, თუ როგორ მოქმედებს ლოგოს ფერები (და არა მხოლოდ) მომხმარებლის მიერ ბრენდის აღქმაზე. ჩვეულებრივ ლოგოში  2 ფერი გამოიყენება.

5. შექმენით რამდენიმე ვარიანტი. ლოგოს რამდენიმე ვერსიის შექმნა და მისი მარკეტინგული გუნდისთვის ან თუნდაც სამიზნე აუდიტორიისთვის წარდგენა და განსხვავებული აზრის მოსმენა დაგეხმარებათ საბოლოო ვარიანტის დახვეწვაში.  

ამ ნაბიჯების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფინალურ ეტაპზე და  ლოგოს გაცოცხლება.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

რატომ სჭირდება კომპანიას ლოგო? 

სხვა სიახლეები