9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

 ჩვენ, დღევანდელ ცხოვრებაში ყველას გვაქვს  ახალი პროექტები რომლის დამთავრება ან გაკეთება გვევალება, შესამოწმებელი გვაქვს ელფოსტა , გადასარჩევი  გვაქვს დოკუმენტების და ამოცანების სიები  და ასე შემდეგ. ეს არის ის სამუშაოები, რომლებსაც ყველანი ყოველდღიურად ვაკეთებთ. იმისათვის რომ ეს ყველაფერი მოკლე დროში გავაკეთოთ და დრო დავზოგოთ, არსებობს მარტივი გამოსავალი, რომლის შესახებადაც წაიკითხავთ ამ სტატიაში. როდესაც თქვენ იწყებთ რაიმე ახალი ამოცანის კეთებას, არ შეცვალოთ ეს რუტინა. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ შაბლონები  - სტანდარტიზებული ფაილები ტექსტით და ფორმატირებით. თემფლეითის ცალკე ვერსიის შენახვის შემდეგ, უბრალოდ დაამატეთ, წაშალეთ ან შეცვალეთ ნებისმიერი ინფორმაცია ამ უნიკალურ დოკუმენტში, და თქვენ  ახალ სამუშაოებს დაასრულებთ დროის  მცირე ნაწილში. შაბლონები ყველგან მუშაობს: სხვადასხვა დასამუშავებელ დოკუმენტებში, ცხრილებში, პროექტის მენეჯმენტის პროგრამებში და ასე შემდეგ. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, შაბლონების ასაშენებლად დიდი დროა საჭირო  და საინტერესოა ღირს თუ არა მასში ინვესტირება? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია : რა თქმა უნდა ღირს. ნიმუშის რედაქტირება გაცილებით ნაკლებ დროშია შესაძლებელი ვიდრე ნულიდან დაწყებული დოკუმენტის თავიდან შექმნა. ეს არ არის მისი ერთადერთი სარგებელი, შაბლონის  გამოყენების დროს ნაკლებად სავარაუდოა გამოგეპაროს ძირითადი ინფორმაცია. მაგალითად, თუ თქვენ უნდა გააგზავნოთ კონტრაქტი, მისი მთლიანად შეცვალის მაგივრად გამოიყენებთ  სტანდარტულ  შაბლონს (ყოველ ჯერზე ახალი კონტრაქტის წერის ნაცვლად) და ამის შედეგად  თქვენ არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი პუნქტები. შაბლონები ასევე უზრუნველყოფენ სწორ თანმიმდევრულობას. მისი გამოყენებით შეგიძლიათ, გადაუგზავნოთ რეგულარული პროექტის განახლებული ვერსია კლიენტებს ან ინვესტორებს. შაბლონით, თქვენ იცით, რომ განახლებულ პროქტს ყოველთვის ექნება იგივე ფორმატირება, დიზაინი და ზოგადი სტრუქტურა. იმისათვის რომ, შევქმნათ კარგი  შაბლონები, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები: შაბლონი უნდა იყოს ყოვლისმომცველი, ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და  გამოყენებული უნდა იყოს სტანდარტიზირებული დასახელები. თემფლეითები, რომელსაც დიდად აღარ იყენებენ, ეხმარება პროგრამისტებს დახატონ შაბლონები ან  გააკეთონ კოდები ლოგიკური თანმიმდევრობით. პროგრამირებაში, თემფლეითი არის კოდის წყარო რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უნიკალური კოდების წყარო. C++ - ში , არსებობს სტანდარტული ბიბლიოთეკები საიდანაც დეველოპერებს შეუძლიათ აირჩიონ ინდივიდუალური თემფლეითის კლასები, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. ამის მაგალითია The Microsoft Foundation Class Library. თემფლეითები შეიძლება მოიცავდნენ ერთმანეთს, მაგალითად, ერთ PHP - ის შეიძლება ჰქონდეს ჰედერი, გვერდითი და შიგთავსის შაბლონი. WordPress, როგორც მომხმარებელს, მაძლევს საშუალებას დავამატო იმდენი შაბლონი რამდენიც მომინდება.

არსებობს ცხრა სახის ინფოგრაფიული თემფლეითი:

  1. სტატისტიკური (Statistical) - უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც გსურთ თქვენი მონაცემების ფოკუსირება. ამ ტიპის შაბლონების და რიცხვების გამოყენებით ვცდილობთ მოვყვეთ ამბავი. ეს ამბავი შეიძლება შეიცავდეს სქემებს, გრაფიკებს ან უბრალოდ ეფექტურ ციფრებს.

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

  1. ინფორმაციული (Informational) - მისი დახმარებით ვახერხებთ ტექსტური ინფორმაციის მარტივად და გასაგებად გადმოცემას. არ აქვს მნიშვნელობა, რა შინაარსის ტექსტია, მთავარი მიზანი ინფორმირებაა!

წარმატებულ საინფორმაციო ინფოგრაფიკას აქვს სამი ძირითადი ფაქტორი:

 

  1. ვადები (Timeline) - ამ ქრონოლოგიის ინფოგრაფიკაში, Apple- ის WWDC- ის განცხადებების ევოლუცია წლების განმავლობაშია შედგენილი. სხვადასხვა წელი კოდირებულია სხვადასხვა ფერით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. გამოიყენეთ ფერები კოდის ინფორმაციისთვის, ასევე გასაგებად გამოყავით სათაურები მთავარი ტექსტებისგან.

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი



  1. პროცესი (Process) - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ტიპის ინფოგრაფიული შაბლონი, რადგან როდესაც მას სწორად აკეთებ, შეუძლია კომპლექსური პროცესი ადვილად დაიცვას და გააკეთოს თავისი საქმე უპრობლემოდ. პროცესის ინფოგრაფიკის წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ ამ ამოცანის მისაღებად!

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

 


  1. გეოგრაფიული (Geographic) - გვეხმარება გავარკვიოთ საიდან იყო განთავსებული ინფორმაცია. გეოგრაფიული ინფორმაცია, რუკის მეშვეობით გვაჩვენებს სხვადასხვა პოპულიარულ ლოკაციას, მაგალითად სად რა ფესტივალი ტარდება. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნაჩვენები სხვადასხვა ფერით, იმისთვის რომ უკეთესად შევძლოდ ინფორმაციის მიღება და გაგება.

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

   

  1. შედარებითი (Comparison) - გამოიყენება იმისთვის რომ, შევადაროთ ორი განსხვავებული"ნივთი" ან "ტიპი" (ობიექტები, ბრენდების, ადგილები, კატეგორიები, ვერსიები, თეორიები და სხვა). ამ ტიპის ინფრომაციამ შეიძლება უფრო მკვეთრად დაგვანახოს განსხვავებები ან მსგავსებები და მიღებული ინფორმაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის გამოყენებით გვიადვილდება ორ სხვადასხვა ვარიანტს შორის არჩევის გაკეთება.

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

  1. იერარქიული (Hierarchical) - ემსახურება ძალიან კონკრეტულ მიზანს და გამოიყენება იმისთვის რომ გავიგოთ თუ როგორ ხდება ინფორმაციის სხვადასხვა დონეზე ორგანიზება და როგორ არიან ისინი დაკავშირებული ერთმანეთთან. WordPress ასევე აქვს შაბლონების იერარქია. თუ თემა არ არის single.php, მაშინ WordPress ავტომატურად გადავა უფრო ზოგად თარგზე, როგორიცაა index.php.

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

  1. გაგრძელებული/ გასაგრძელებელი (Resume) - ზოგადად, რეზიუმეს შაბლონი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც დამატებითი დოკუმენტი, რათა განაახლოთ თქვენი სტანდარტული რეზიუმე. ისინი საუკეთესო ვარიანტია სოციალურ მედიაში გასაზიარებლად და სამუშაოს გასაუბრებაზე მისატანად.                                                                                             
    გახსოვდეს, როგორი კრეატიულიც არ უნდა იყოს შენი ინფოგრაფიული შაბლონი, მაინც უნდა დასვა შემდეგი შეკითხვები: შეგიძლია ამის გაკეთება?  გააკეთებ ამას? მე მომეწონება შენთან მუშაობა?

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

  1. სქემა-ცენტრული  (Chart-Centric) - ხანდახან პრეზენტაციებში უბრალოდ საჭიროა რომ ყველაფერი იყოს უბრალო და ადვილად გასაგები,  ამ თემფლეითს შეუძლია ეს გააკეთოს. მას აქვს  მარტივი გრაფიკები და სქემები, მათი გამოყენებით თქვენი მონაცემები იბრწყინებს!

    9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

   

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

9 სახის ინფოგრაფიული თემფლეითი

სხვა სიახლეები