როგორ მოვაწონოთ თავი ყველას?

ყველამ ვიცით, რომ ონლაინ მაღაზის შექმნის დროს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო — მაგრამ დაიმახსოვრეთ  თქვენი მომხმარებლების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინების გარეშე არაფერი გამოვა. 

დღეს ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფი ტემპით მატულობს  და ამსთან თითოეულ ადამიანს  ძიების და შენაძენის გაკეთების საკუთარი მეთოდი, სტრატეგია გააჩნია...  

ექსპერტები ონლაინ მყიდველთა მთლიან ჯგუფს 5 კატეგორიად ყოფენ- თითოეული კატეგორის მოთხოვნების და ქცევს ტიპის გაცნობიერება თქვენი ონლაინ მაღაზის  გამოყენებადობის  (Usability) გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მოდით განვიხილოთ თითოეული:

  • მოგების მაძიებლები

რა აინტერესებთ: ფასდაკლების კუპონები, პრომო-აქციები, ფასდაკლებები, უფასო მიწოდების სერვისი.

ლოიალურობა ბრენდის მიმართ: დაბალი.

შენაძენის გაკეთების ალბათობა: საშუალო.

აღწერა: მოგებაზე ორიენტირებული მომხმარებელი მზადაა დახარჯოს ბევრი დრო ყველაზე ხელმისაწვდომი, იაფი ვარიანტის ძიებაში. არ გამოირჩევიან რომელიმე  ბრენდის მიმართ ლოიალუობით ისინი ძირითადად ყველაზე დაბალ ფასიან შეთავაზებებს ეძებენ. თუ მათ რომელიმე კონკრეტული ბრენდის პროდუქტი/მომსახურება მოეწონებათ- მოთმინებით დაელოდებიან ფასდაკლებებს და აქციება. მსგავს მომხმარებელთა უმრავლესობა ყიდულობს არა იმ პროდუქციას/მომსახურებას, რომელიც იმ მომენტში სჭირდებათ არამეედ იმას, რომელიც უფრო  იაფი დაჯდება.  

UI/UX - რეკომენდაციები:

1. ფასდაკლებული ან აქციაში მყოფი პროდუქტების აღსაღნიშნად გამოიყენეთ ნათელი ფერები და სხვა ვიზუალური ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები საიტზე შესვლისთანავე  შეძლებენ მათთვის საინტერესო და მომზიდველი შეთავაზების დანახვას. თუ შესაძლებელია შექმანით სპეციალური კატეგორია- "ფასდაკლება", რომელზე გადასვლის შედეგად მომხმარებლები ნახავენ ყველა იმ პროდუქტს/მომსახურებას, რომელზეც ფასდაკლება გაქვთ.    

2. პროდუქტის გვერდით მიუთითეთ ძველი და ახალი ფასები, ფასდაკლების ოდენობა, თანხა, რომელსაც მომხარებელი დაზოგავს  პროდუქტის/მომსახურების ყიდვისას.

3. შესთავაზეთ მათ სარეგისტრაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც ისინი ყველა აქცის შესახებ წინასწარ მიღებენ ინფორმაციას (მაგალითად, ექსკლუზიური ფასდაკლება მხოლოდ გამომწერებისთვის).

4. კონკრეტული პირობების შესრულების შემთხვევაში მომხმარებლებს შეთავაზეთ ფასდაკლებები და დამატებიტი შეღავათები — მაგალითად 200 ლარის პროდუქცის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 10% ფასდაკლებას და უფასო მიტანის სარვისს.

  • დომინანტური მომხმარებელი (პროდუქტზე ორიენტირებული)

რა აინტერესებთ: კონკრეტული საჭიროება (შეცვალონ ის რაც უკვე აქვთ, ან შეიძინონ რაიმე სრულიად ახალი); აუცილებლობა.   

ლოიალურობა ბრენდის მიმართ: დაბალი/საშუალო.

შენაძენის გაკეთების ალბათობა: საშუალო.

აღწერა: მომხარებლის ამ ტიპს აინტერესებს კონკრეტული პროდუქტი/მომხახურება, ასევე სურს შენაძენის გაკეთება შეძლოს რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად. თუ იგი ვერ იღებს  ამ ორ კომპონენტს, მაშინ ტოვებს საიტს.

UI/UX - რეკომენდაციები:

1. მოათავსეთ საძიებო ზოლი საიტის  თვალსაჩინო ადგილას და არ შეცვალოთ მისი პოზიცია ონლაინ მაღაზიის არცერთ გვერდზე. მომხმარებლების ეს ტიპი ხშირად იყენებს საიტის ამ ფუქციას ამიტომ, ის ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს. გაუმარტივეთ მომხმარებლებს მათთვის საჭირო ინფორმაციის ძიების შესაძლებლობა (სორტირების და ფილტრაცის საშუალებით).

2.ინტუიციური ინტერფეისი - ონლაინ მაღაზიის მთავარი სანავიგაციო სისტემა კარგად სტრუქტურირებული და მარტივი უნდა იყოს. დიდი მენიუ და საიტის მოსახერხებელი სტრუქტურა დაეხმარება მომხმარებელს  იპოვონ მისთვის  საჭირო პროდუქტები, მხოლოდ რამდენიმე კლიკით.

3. პროდუქტის აღწერილობა უნდა იყოს მკაფიო და შეიცავდეს ხარისხიან სურათებს, თავად პროდუქტებს კი უნდა ჰქონდეს ცნობადი სახელები - რათა ამ ყველაფერმა დაარწმუნოს მომხმარებელი, იმაში, რომ მათ იპოვეს მათთვის ნამდვილად საჭირო პროდუქტი. პროდუქტზე ორიენტირებულ მომხმარებლებს არ სურთ დროის დაკარგვა პროდუქციის/მომსახურების  დიდი ანოტაციების კითხვაში. ისინი ნახულებენ მათთვის საჭირო პროდუქტს და ყოველგვარი ზედმეტი  მოქმედებების გარეშეი ყიდულობენ მას. 

4. უზრუნველყეთ შეკვეთის მოსახერხებელი და სწრაფი პროცესი - ამ ტიპის მყიდველები აფასებენ თავიანთ დროს.

მკვლევარი

რა აინტერესებთ: მათ აქვთ კონკრეტული მიზანი, მაგრამ არა აქვთ არჩეული  კონკრეტული პროდუქტი ან ბრენდი; შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

ლოიალურობა ბრენდის მიმართ: დაბალი/საშუალო.

შენაძენის გაკეთების ალბათობა: საშუალო.

აღწერა: მკვლევარის მიზანია -შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მისთვის საინტერესო პროდუქტისა(მომსახურების) და მისი ფასების შესახებ. ძებნას შეიძლება რამდენიმე დღე ან თვეებიც დასჭირდეს. ისინი დათვალიერებენ უამრავ საიტს და იმისთვის, რომ არჩევანი თქვენზე გაკეთონ მიაწოდეთ მათ პროდუქციის/მომსახურების რაც შეიძლება ვრცელი დახასიათება.

UI/UX - რეკომენდაციები:

1. პროდუქტის დეტალური აღწერა - თუ მკვლევარებს საკმარისად სასარგებლო მონაცემებს მიაწვდით, თქვენ გახდებით მათთვის საიმედო ინფორმაციის წყარო, რითიც საგრძნობლად გაზრდით მათ ვიზიტორებიდან მყიდველებად გადაქცევის შანსებსაც. თუ მათ დარჩებათ პასუხგაუცემელი კითხვები ისინი დატოვებენ საიტს.

2. შესთავაზეთ მათ მრავალფეროვანი პროდუქცია — ასეთი მომხმარებლები არ ეძებენ რაიმე კონკრეტულ ბრენდს, ამიტომაც შესთავაზეთ მათ თქვენი სრული ასორტიმენტი. 

3. რეიტინგი და მიმოხილვა— პროდუქტის არჩევისას, ამ კატეგორიის მყიდველები ყოველთვის ეყრდნობიან რეიტინგებსა და მიმოხილვებს, ამიტომ მიეცით მომხმარებლებს თავიანთი მოსაზრების გამოთქმის საშუალება და სტიმული. კარგი იქნება თუ ეს შეფასებები საიტზე  პროდუქცის/მომხხურების გვერდზე გამოჩნდება. 

4. თუ საიტზე მსგავსი პროდუქტების დიდი რაოდენობა გაქვთ , მაშინ მიეცით მომხმარებლებს მათი ერთმანეთთან შედარების საშუალება. თუ ეს პროცესი მარტივი იქნება- ამით თქვენ ბევრ კმაყოფილ და ლოიალურ მომხმარებელს შეიძენთ.

5. გამოიყენეთ მუდმივი კალათა— მომხმაებლების  20% -ზე მეტი აღიარებს, რომ ისინი კალათას სურვილების სიად იყენებენ  და რომ იქ ინახავენ პროდუქტებს, რომელთა ნახვის სურვილიც ცოტა მოგვიანებით აქვთ. ამიტომაც- მიეცით მათ საშუალება იფიქრონ შეძენაზე რამდენიმე დღის განმავლობაში და შეინახონ ყველა დამატებული ნივთი კალათაში.

  • მოგზაური მომხმარებელი

რა აინტერესებთ: არ გაჩნიათ არანაირი განსაკუთრებული საჭიროებები და სურვილები.

ლოიალურობა ბრენდის მიმართ: დაბალი/საშუალო. 

შენაძენის გაკეთების ალბათობა: დაბალი.

აღწერა: მოგზაური მომხმარებელი არ ეძებს რაიმე კონკრეტულს, ამიტომ მისი გარდაქმნა ნამდვილი გამოწვევაა. ის ათვლიერებს ყველაფერს, რადგან კონკრეტული მიზანი არ გააჩნია. 

საიტზე შემომავალი ვიზიტორების ტრეფიკში მსგავსი მომხმარებლების წილი ყველაზე მაღალია, მაგრამ მიუხედავად ამისა მათგან შემოსული მოგება ყველაზე დაბალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის მათი უგულებელყოფის მიზეზი. თქვენ უბრალოდ მათ მოსაზიდად რაც შეიძლება მცირე ძალისხმევა უნდა დახარჯოდ. 

UI/UX - რეკომენდაციები:

1. გახადეთ თქვენი ვებგვერდი ვიზუალურად უფრო მიმზიდველი —ამ კატეგორის მომხმარებლებს უმეტეს შემთხვევაში საკომუნიკაციოთ ძალიან დიდი დრო აქვთ, ამიტომ თუ მათ მოეწონებათ თქვენი საიტი ისინი აუცილებლად გააზიარებენ  თავიანთ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელებში, ბლოგებში და პირად შეტყობინებებში. ასეთი მომხმარებლები ხშირად  მარკეტინგის ინსტრუმენტები ხდებიან. 

2. ჩართულობა— ჩვეულებრივი მაღაზიებში მოგზაური მომხმარებლების ამოცნობა საკმაოდ მარტივია:როგორც წესი, ისინი აუჩქარებლად დადიან მაღაზიაში და ყველაფერს გულდასმით ათვალიერებენ. ონლაინ მაღაზიაშიც თითქმის იგივე ხდება: თუ მათ მოეწონებათ თქვენი საიტი, მაშინ ისინი უფრო გულდასმით დაათვალიერებენ მას და შეიძლება თავიანთი მოსაზრებებიც გაგიზიარონ. გასაგები და მარტივი ნავიგაცია, Cross Sell (ჯვარედინი გაყიდვები) და UpSale (პროდუქტის დამატებიტი ფასეულობა) და გამორჩეული დიზაინი - ეს ყველაფერი მათ თქვენ საიტზე დიდხანს შეაყოვნებს.   

  • ლოილაური მომხმარებელი

რა აინტერესებთ: სასიამოვნო შთაბეჭდილების მიღება; პროდუქციის ხარისხი.

ლოიალურობა ბრენდის მიმართ: მარალი.

შენაძენის გაკეთების ალბათობა: საშუალო/მაღალი.

აღწერა: თქვენი გაყიდვების 50%- ზე მეტი ამ კატეგორიაზე მოდის. ლოიალირი მომხმარებლებისთვის ფასი მეორეხარისხოვანია, რადგან ისინი უპირატესობას ხარისხს ანიჭებენ.

UI/UX - რეკომენდაციები:

1. წაახალისეთ განმეორებითი შესყიდვები — მიეცით საშუალება შეინახონ კალათაში ჩაყრილი ნივთები,თავიანთი მონაცემები და ასევე მიეცით საშუალება შექმნან ვიშლისტში. 

2. დააჯილდოვეთ ერთგულება— ყველას სიამოვნებს დაფასება, განსაკუთრებით მომხმარებლების ამ ტიპს, ამიტომაც არ დაგავიწყდეთ მათთვის მადლობის გადახდა და საჩუქრების გაკეთება.  ფასდაკლებები და შენაძენის გაკეთების შემთხვევაში გარკვეული ქულების დარიცხვა ეს მათთვის შენაძენის კიდევ ერთხელ განხორციელების ყველაზე დიდი სტიმული იქნება.

როგორ მოვაწონოთ თავი ყველას?

მას შემდეგ რაც გაეცნობით ყველა ტიპის მომხმარებლებს  და გაიგებთ, თუ რტომ და როგორ ახორციელებენ ისინი შესყიდვებს- ეცადეთ წარმოიდგინოთ თავი მათ ადგილას და გაარკვიოთ აკეთებს თუ არა თქვენი ონლაინ მაღაზია ყველაფერს მათი მოთხოვნების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად?!  

ყველა ონლაინ მაღაზიას სხვადასხვა ტიპის მომხმარებლები ჰყავთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მოღვაწეობის სფეროს ყველა ონლაინ ბიზნესის მფლობელს შეგხვდებათ მომხმრებლების ეს ხუთეული.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

როგორ მოვაწონოთ თავი ყველას?

სხვა სიახლეები

ტეგები: