13 მარკეტინგული შეცდომა

ინტერნეტ-მარკეტინგი უკვე  30 წელზე მეტია რაც არსებობს, ის არც ისე ახალი მიმართულებაა. ამავე დროს, ინდუსტრია არც კი ფიქრობს „გაზრდაზე“ -  არამედ იწყებს უცვლელი წესებისა და კანონების დაწესებას. ალგორითმები გამუდმებით ახლდება და მასთან ერთად სტრატეგიებიც იცვლება. ზუსტად ამიტომ ინტერნეტ მარკეტინგში იბადება უამრავი  არასწორი მითი, რომლებიც კომპანიების განვითარებას აფერხებს.

 ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ მარკეტინგულ შეცდომებზე

1. SEO არ მუშაობს

მილიონჯერ გსმენიათ: SEO აღარ მუშაობს, კონტენტი აღარ მუშაობს, ბმულები აღარ მუშაობს. 
ფუნდამენტური პრაქტიკები ისეთი, როგორიც  SEO, არ კვდებიან, ისინი ვითარდებიან.  ჩამორჩებიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ადაფტირებას ვერ ასწრებენ. 
Hubspot- ის კვლევის თანახმად მარკეტოლოგების 61%  თვლის, რომ  SEO და ორგანული ჩართულობის განვითარება მათი პრიორიტეტია.  

2. მარკეტინგს უზარმაზარი ბიუჯეტი სჭირდება

მართლაც, ზოგიერთ მარკეტინგულ არხს დიდი ინვესტირება სჭირდება. თვეში 100 $ ბიუჯეტით (პირობითად) კონტექსტუალური ან მიზნობრივი რეკლამით დიდი  უკუკავშირის მიღება ნამდვილად გაგიჭირდებათ,მაგრამ ამავდროულად არსებობს  მრავალი უფასო ან დაბალფასიანი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილური ტემპით პროგრესირებაში, როგორიცაა SEO ან კონტენტ მარკეტინგი. დაიწყეთ მცირედიდან და ნელნელა, თანდათანობით  გაზარდეთ ინსტრუმენტების რაოდენობა.

3. მარკეტინგისთვის საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტები.

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თითქმის ნებისმიერი საქმიანობა ძვირადღირებული ინსტრუმენტების გარეშე. ქსელში ბევრი უფასო გადაწყვეტილება არსებობს: შეგიძლიათ შექმნათ პროფილები სოციალურ ქსელებში, გააგზავნოთ ბიულეტენები მცირე მონაცემთა ბაზაში, მოძებნოთ SEO – ს საკვანძო სიტყვები, შექმნათ დიზაინები და საიტიც კი. 
არ გაუშვათ მომენტი შესაფერისი ბიუჯეტის ლოდინში. უკეთესია ცადოთ და გაიგოთ რომელი მიმართულება შეგეფერებათ და თან ისე,რომ ამაზე არცერთი თეთრი არ დაკარგოთ. 

4. მარკეტინგის ეფექტურობის გაზომვა შეუძლებელია

მარკეტინგის ზოგიერთი კონცეფცია ნამდვილად რთული გასაზომია, მაგალითად, “აღქმადი ავრორიტეტი ” ან “იდეოლოგიური ლიდერობა”. მაგრამ ეს არ არის მონაცემების უგულებელყოფის მიზეზი.  ხარისხიანი და რაოდენობრივი კვლევა კომპანიებს ეხმარება წარმატებული სტრატეგიების შექმნასა და შემოსავლის გაზრდაში.
ასე რომ, მაღალეფექტური მარკეტოლოგების 70%  თავიანთ პრაქტიკაში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ ტესტირების მეთოდს.

5. მუდმივი ტესტირება

ტესტირება მარკეტინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას  აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრაფიკი დიდია. 
თუ თქვენ  საიტს  ჯერ ბევრი ვიზიტორი არ ჰყავს,  ყურადღება მიაქციეთ   აუდიტორიის  გაფართოებას.  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასწორი მონაცემები. 
მარკეტინგისთვის წარმოდგენილია მრავალი აქტივობა, რომელიც არ საჭიროებს ტესტირებას, მაგალითად: ბლოგში პოსტების რეგულარული დადება  ან პროდუქტის მომსახურების გაუმჯობესება. 

6. საიტის ყველა ელემენტის ტესტირებაა საჭირო 

თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ ნებისმიერი დეტალი . მაგრამ რა სარგებელს მოიტანს ეს?
გატესტეთ მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც შესამჩნევ შედეგს მოგცემთ, მაგალითად : მთავარ გვერდზე ელემენტების განლაგების  ან   CTA- ღილაკის  ტექსტის და ფერების სისწორე. 

7. სოციალურ ქსლებს არ მოაქვს შემოსავალი

კვლევების თანახმად მარკეტოლოგების  90% ადასტურებს,  რომ სოციალურ ქსელებში ინვესტირება დადებით გავლენას ახდენს შემოსავალებზე. 
აქ მიღებული შედეგები დიდწილად   დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეკონტაქტებით  და ასევე იმაზე თუ როგორ ურთიერთობთ მათთან. თუ  მცდელობას და ძალისხმევას  არ მოაქვს შედეგი, დროა გადახედოთ სტრატეგიას.

8. მობილური მომხმარებლები არ ყიდულობენ

ეს განცხადება როდესღაც მართალი იყო, მაგრამ დრო იცვლება. OuterBox Solutions- თანახმად  ბოლო 6 თვის განმავლობაში  მომხმარებლების 79%  შენაძენს მობილური მოწყობილობის საშუალებით ახორციელებდა. გარდა ამისა, ecommerce მთელი გაყიდვების  40%  2018 წლის სადღესასწაულო სეზონზე   სმარტფონებით  განხორციელდა. 
გახსოვდეთ, მობილური ოპტიმიზაცია არა მხოლოდ SEO-სთვის და მომხმარებლის გამოცდილებისთვისაა აუცილებელი, არამედ  მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავალები.  

9. ერთ ნეგატიურ გამოხმაურებას მთელი კომპანიის დაღუპვა შეუძლია

ნუ შეგეშინდებათ უარყოფითი რეაქციის: მომხმარებლების 68%  უფრო მეტად შერეულ შეფასებებს  ენდობიან. სრულყოფილი პროფილები  მომხმარებლებში  კომპანიის მიმართ უფრო მეტ ეჭვს ბადებს. 
კონფლიქტის მოსაგვარებლად მოახდინეთ სწრაფი რეაგირება უარყოფით გამოხმაურებაზე და გააკეთეთ ყველაფერი პრობლემის მოსაგვარებლად. თქვენი დამოკიდებულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური შეფასებები.

10. ღირს დაწყება და მომხმარებლებიც მოვლენ

ლოგიკა გვეუბნება, რომ რაოდენ გენიალურ იდეადაც არ უნდა გვეჩვენოს  ახალი საიტის შექმნა ის ჩაშვებისთანავე ავტომატურად არ მოგვიყვანს მომხმარებლების დიდ ტალღას. 
ემოციები კი პირიქით ყოველთვის სასწაულის იმედზეა. დროა ვაღიაროთ: თუ გსურთ შედეგის მიღება, მაშინ ამისთვის ბევრი უნდა იმუშაოთ და იბრძოლოთ .

11. კონტენტ მარკეტინგი დამწყებთათვის არ არის

დღეს იქმნება იმაზე მეტი კონტენტი ვიდრე მომხმარებლებს შეუძლიათ აღიქვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამწყებებს არ შეუძლიათ ყურადღების მიქცევა. 
უბრალოდ არ შემოიფარგლოთ 500- სიტყვიანი ბანალური სტატიებით და თქვენ უკეთესი იქნებით, ვიდრე უმეტესობა. დღეს, ძიების შედეგების პირველ გვერდზე მოცემულია კონტენტი (4000 სიტყვაზე მეტი), რომელიც შეესაბამება მომხმარებლის ძიების მიზნებს, შეიცავს სათაურს, შესაბამის საკვანძო სიტყვებს და ბმულებს.

12. კონტენტის კოპირება სასარგებლოა

კონკურენტების საქმიანობის თვალყურის დევნება დაგეხმარებათ გაიგოთ რომელი მეთოდები მუშაობს თქვენს ინდუსტრიაში და რომელი არა. მაგრამ ამასთანავე  არ შეიძლება  იფიქროთ, რომ ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ  და  ამიტომ ყველა მათი ქმედება დააკოპიროთ.          
თუ მათი  ერთ-ერთი  მეთოდი მაინც  არასწორი აღმოჩნდება, ბრმა კოპირება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანთ.  
უკეთესი იქნება  დააკვირდეთ კონკურენტებს და ეცადოთ გააკეთოთ ყველაფერი უკეთესად და ამავდროულად მიყვეთ თქვენს გზას.  

13. თუ მარკეტინგს აუთსორსინგზე გაიტანთ შეგიძლიათ მის შესახებ დაივიწყოთ

აუთსორსინგი  გაგათავისუფლებთ  ბევრი პრობლემისგან, მაგრამ შედეგის მისაღებად თქვენი  ჩართულობაა საჭირო.  
მონაწილეობა მიიღეთ პროცესში, დაინტერესდით შუალედური შედეგებით, დაეხმარეთ  დამოუკიდებელ პროფესიონალებს თქვენი ბიზნესის გაგებაში. თუ თქვენ  ამ საკითხს საჭირო  ყურადღებას არ დაუთმობთ  ამით  კომპანიას  სერიოზულ ზიანს მიაყენებთ.

ახლა თქვენ უკვე  იცით რისი გაკეთება არ ღირს.  

და თქვენ რომელ მარკეტინგულ მითებს და შეცდომებს ხვდებით ყველაზე ხშირად?

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

13 მარკეტინგული შეცდომა

სხვა სიახლეები