რა არის ტრაფიკი ინტერნეტში და როგორ მოვიზიდოთ ის

უკვე მრავალი წელია ინტერნეტი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილი გახდა. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ სოციალური ქსელებს, საძიებო სისტემებს, ვსტუმრობთ სხვადასხვა საიტებს, ვვაჭრობთ ონლაინ და ვსარგებლობთ სხვადასხვა ციფრული მომსახურებით.

ინტერნეტი სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებლის კომპიუტერულმა მოწყობილობამ და სამიზნე სერვერმა ერთმანეთში გაცვალონ მონაცემები. ინტერნეტის გამოყენებისას მომხმარებლის მოწყობილობა აგზავნის და იღებს სხვადასხვა მონაცემებს. აღნიშნული მონაცემთა ერთობლიობა კი ქმნის ინტერნეტ ტრაფიკს, ხოლო საიტზე ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც შემოდიან რესურსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს უკვე ვებ საიტის ტრაფიკია - ჩვენ სწორედ ის გვაინტერესებს და მას განვიხილავთ.

მაშ ასე, განვიხილოთ რა არის ტრაფიკი და როგორ მოვიზიდოთ ის ჩვენ საიტზე 

ჩვენ უკვე გავიგეთ რა არის ვებ გვერდის ტრაფიკი ახლა განვიხილოთ რას გვიჩვენებს ის:

  • რამდენი ვიზიტორი ეწვია რესურს დღის განმავლობაში;
  • საიტის რომელ გვერდები წაიკითხეს და ნახეს ვიზიტორებმა;
  • რომელი არხებით ხვდებიან მომხმარებლები საიტზე;
  • რამდენ ხანს ჩერდება ვიზიტორი საიტზე;
  • საიტის რომელი გვერდებია პოპულარული და რომელი არა.  

ამ ინდიკატორების გაანალიზებით, შეძლებთ სწორი სტრატეგიის შემუშავებას, ახალი ვიზიტორების მოზიდვას და გაყიდვების ზრდას.

მიზნობრივი და არამიზნობრივი ტრაფიკი

ტრაფიკი შეიძლება იყოს მიზნობრივი და არამიზნობრივი. მიზნობრივი ტრაფიკი არის პოტენციური მომხმარებლები. სამიზნე ვიზიტორმა შეიძლება სულაც არ იყიდის პროდუქტს ახლა. შესაძლოა, მან დაიმახსოვროს რესურსი და მომავალში დაბრუნდეს შესყიდვისთვის.  
არამიზნობრივი ტრაფიკი არის ვიზიტორი, რომელიც შემთხვევით მოხვდა საიტზე და არ აპირებს არაფრის ყიდვას. ასეთმა ადამიანმა შეიძლება არასწორად შეადგინოს საძიებო მოთხოვნა ან შეცდომით გახსნა რეკლამა. ასეთი ვიზიტორი უმეტეს შემთხვევაში არის დაინტერესებული პროდუქტით. 
ამ კატეგორიაში ასევე შედის ანალიტიკოსები და სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ ეძებენ მონაცემებს, ასევე კონკურენტები, რომლებიც შემოდიან კონტენტის გასაანალიზებლად.
ტრაფიკის ზრდა ყოველთვის არ შეესაბამება გაყიდვების ზრდას. ამიტომ ვიზიტორების მოზიდვა საკმარისი არ არის - მათი უნდა მოუნდეთ პროდუქტის შეძენა.

ტრაფიკი

საიდან შემოდიან მომხმარებლები საიტზე?
მიზნობრივი ტრაფიკის მისაღებად, თქვენ უნდა იცოდეთ, რა არხებიდან მოდის აღნიშნული აუდიტორია.

ეს შეიძლება იყოს:

  • პირდაპირ
    მომხმარებლები ინტერესდებიან კომპანიით, მიზანმიმართულად პოულობენ თქვენ საიტს, ინახავენ მას ბრაუზერში და შემდგომ სარგებლობენ ყოველდღიურად. მართალია ამ არხით საიტზე შემოდის მცირე რაოდენობის ვიზიტორები, მაგრამ ეს არის ყველაზე ლოიალური და დაინტერესებული აუდიტორია.
  • ორგანული ან საძიებო
    მომხმარებლები აკეთებენ მოთხოვნას საძიებო სისტემებში, ნახულობენ ძიების შედეგების პირველ გვერდზე, არსებულ საიტებს, გადადიან მიმზიდველ სათაურებზე. ვებ საიტის ტრაფიკი საძიებო მოთხოვნების საშუალებით დამოკიდებულია მის პოზიციებზე ძიების შედეგებში. რაც უფრო მაღალია მისი რეიტინგი, მით მეტი იქნება ვიზიტორების რაოდენობაც.
  • სოციალური
    მომხმარებლები პოულობენ საიტის ბმულს სოციალურ ქსელებში. თუ კომპანია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში იქნება აქტუალური, მაშინ ეს არხი ბევრ ვიზიტორს მოიზიდავს. 
  • რეფერალური
    მომხმარებლები მიდიან სხვა რესურსებიდან ბმულების საშუალებით.
    მაგალითად, კონკრეტულმა პირმა ინტერვიუს მიცემისას რეპორტიორს სტატიაში მისი ვებ საიტის ბმულის ჩასმა სთხოვა. ხალხმა წაიკითხა პოსტი, დაინტერესდა მისი პროდუქტით ან პიროვნებით- დააჭირა ბმულს და გადავიდა აღნიშნულ საიტზე.
  • Email
    მომხმარებლები შემოდიან საიტზე მას შემდეგ, რაც წაიკითხეს და დაინტერესდნენ თქვენგან მიღებული იმეილი. ეს არხი მუშაობს მაშინ, თუ თქვენი შეტყობინება შეიცავს მკითხველისთვის სასარგებლო ინფორმაციას. ეს ხანგრძლივი სამუშაოა.
  • სარეკლამო 
    ვიზიტორები საიტზე ფასიანი ონლაინ რეკლამიდან გადმოდიან. რეკლამა შეიძლება განთავსდეს: ბლოგებზე, მედიაში, საძიებო სისტემებში და სხვა.

რატომ უნდა გავაანალიზოთ ტრაფიკი?
თუ თქვენ გააანალიზებთ ტრაფიკს, შეგიძლიათ გაიგოთ პოტენციური მომხმარებლების ქცევა და შესაბამისად აირჩიოთ სწორი სარეკლამო სტრატეგია. 

ინდიკატორები, რომლებიც უნდა გააანალიზოთ:

  • ყველა ვიზიტი საიტზე გარკვეული დროის განმავლობაში - სესიები;
  • უნიკალური ვიზიტორთა რაოდენობა - ეს არიან ვიზიტორები, რომლებიც პირველად ეწვია საიტს;
  • საძიებო სისტემებში შედეგების ჩვენების რაოდენობის კლიკებთან თანაფარდობა - CTR;
  • მომხმარებლის მიერ ნანახი გვერდების რაოდენობა ერთ სესიაზე;
  • დრო, რომელიც ვიზიტორმა გაატარა საიტზე (თუ მომხმარებელმა გახსნა გვერდი და არ შეასრულოს რაიმე მოქმედება 30 წუთის განმავლობაში, სესია დასრულებულია);
  • უარყოფები - ადამიანები, რომლებმაც საიტზე 15 წამზე ნაკლები დაჰყვეს;
  • ტრაფიკის წყაროები - წყაროები, რომლიდანაც მომხმარებლები თქვენ საიტზე გადმოდიან;
  • მოწყობილობები, საიდანაც მომხმარებლები საიტზე შედიან - მობილური ტელეფონები, ტაბლეტები და პერსონალური კომპიუტერები;
  • ელემენტებთან ურთიერთქმედება - დაწკაპუნება. რომელ ღილაკებს აწკაპუნებენ მომხმარებლები და რომელზე არა;
  • ნახვის სიღრმე - რუკის გადახვევა. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენი ინფორმაცია წაიკითხა ვიზიტორმა ვებ გვერდზე;
  • პოზიცია ძიების შედეგებში. რაც უფრო მოწინავე პოზიციები უკავია რესურსი, მით უფრო ადვილია მისი პოვნა.

[კარგი იქნება თუ შეგროვებულ მონაცემებს შეადარებთ ერთმანეთს - ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მუშაობს თუ არა თქვენ მიერ შერჩეული სტრატეგია და რომელ არხებს მოაქვს მეტი ტრაფიკი.]

უფრო ზუსტი ანალიზისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • კონკურენტების ანალიზი - ნახეთ ვინ ყიდის თქვენ მსგავს პროდუქტს/მომსახურებას. ეს დაგეხმარებათ შერჩეული სტრატეგის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში;
  • გააანალიზეთ ბაზრის ლიდერები - ეს ხელს შეუწყობს ინდუსტრიის გლობალური ტენდენციების გააზრებას და მომავალი გამოწვევების იდენტიფიცირებას; 
  • მოახდინეთ თქვენი საიტის ოპტიმიზაცია არა მარტო დესკტოპისთვის, არამედ მობილური მოწყობილობებისთვისაც. საიტის კონტენტი და დიზაინი მორგებული უნდა იყოს ყველა მოწყობილობისთვის. დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორ გავზომოთ ვებ საიტის ტრაფიკი?
თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ ტრაფიკი ფასიანი და უფასო (Google Analytics) გზებით. უფასო მეთოდები გამოადგება მათ, ვინც აპირებს საკუთარი საიტის ანალიზს. ფასიანი - მათთვის, ვისაც სურს გააანალიზოს კონკურენტები.

როგორ მივიყვანოთ ტრეფიკი საიტზე?

  • მასალის ოპტიმიზაცია

თუ საიტის კონტენტი ოპტიმიზირებული იქნება საკვანძო სიტყვებზე, მაშინ რესურსი საძიებო სისტემის შედეგებში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს. 
ასევე სასარგებლოა უკვე არსებული მასალების განახლბაც, რადგან  როდესაც თქვენ არედაქტირებთ ძველ კონტენტს საძიებო სისტემა ამას მის განახლებად აღიქვავს და საიტს რეიტინგს უცვლის. 
კარგია ტექსტებში შეცდომების გასწორება და გატეხილი ბმულების გამოცვლა. ასევე გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მომხმარებელი ხელმძღვანელობს ძიების შედეგებში არსებული სურათებით - ამიტომ გამოიყენეთ ლამაზი ფოტოები და ინფორმაციული დიაგრამები.
ოპტიმიზაცია ნელი პროცესია. პირველი შედეგების გამოჩენას სამი ან შესაძლოა ექვსი თვეც დასჭირდეს.

  • განავითარეთ სოციალური ქსელები

კომპანიის სოციალურ ქსელებში თქვენ უნდა შექმნათ მიმზიდველი ვიზუალი და აუდიტორიისთვის საჭირო, მომზიდველი პოსტები, რომელთა გაზიარებაც მომხმარებელს მოუნდებათ. ამ მიმართულებით მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელს განსხვავებული აუდიტორია ჰყავს, ამიტომ თითოეული მათგანისთვის კონტენტიც განსხვავებული უნდა შექმნათ.

  • Email- მარკეტინგი

ელექტრონული ფოსტით შეგიძლიათ გააზიაროთ სასარგებლო ინფორმაცია, გაგზავნოთ სარეკლამო  ან სპეციალური შეთავაზებები - საინტერესო და რელევანტური კონტენტის შემთხვევაში ეს გაზრდის მომხმარებლის ლოიალობას და ვიზიტორების რიცხვს საიტზე.
წერილები არ უნდა დააგზავნოთ ძალიან ხშირად, რათა თქვენი გზავნილი არ იქცეს სპამად. ჩვეულებრივ კვირაში ერთი გზავნილიც საკმარისია. თუ ამ შუალედში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ ჰკითხოთ მომხმარებლებს, რამდენად ხშირად სურს მას კომპანიისგან წერილების მიღება. ახალი გამომწერების რაოდენობის ზრდა აჩვენებს ამ მეთოდის ეფექტურობას.

  • ფასიანი რეკლამა 

კონტექსტური რეკლამა Google-ში
რეკლამა განთავსდება თქვენი მომსახურების ან პროდუქციის შესაბამისი შინაარსის მქონე საიტზე, ვიდეო პორტალებსა და მობილურ აპლიკაციებში. თქვენ თანხას იხდით კლიკების ან/და ნახვების მიხედვით. 
კიდევ ერთი ვარიანტია მიზნობრივი სოციალური მედიის რეკლამების შეძენაა - ბანერების, პოსტების ან ისტორიების სახით. თქვენ აქაც იხდით ისევე, როგორც კონტექსტურ რეკლამაში -  აქაც  იხდით კლიკებისთვის, ნახვებისთვის ან ქმედებებისთვის.
ორივე შემთხვევაში დროს და აუდიტორიას თქვენ ირჩევთ.

  • ითანამშრომლეთ ინფლუენსერებთან

ადამიანები პირდაპირ რეკლამაზე მეტად დღეს ადამიანების მოსაზრებებს უფრო ენდობიან, სწორედ ამიტომ  ბოლო დროს, კომპანიები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს. 
პროდუქტის ან მომსახურებისთვის  რეკომენდაციის გაწევა, მასზე საუბარი და ლოიალური მომხმარებლების გამოხმაურებების გაზიარება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი, როგორიც დღეს. 
ინფლუენსერებთან თანამშრომლობის ორი გზა არსებობს ფინანსური, ბარტერული ან ორივე ერთად- ეს კომპანიასა და პიროვნებას შორის შეთანხმების საკითხია.
ინფლუენსერის არჩევისას მთავარია, რომ თქვენი საიტის და შერჩეული პიროვნების სამიზნე აუდიტორია ემთხვეოდეს ერთმანეთს.

გახსოვდეთ, რომ ტრაფიკი არ შეიძლება შეფასდეს სტატისტიკური მაჩვენებლების და მუდმივი ანალიზის გარეშე. 

[ბიზნესის მიზანი არის გაყიდვები და არა ლამაზი ციფრები]

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა არის ტრაფიკი ინტერნეტში და როგორ მოვიზიდოთ ის

სხვა სიახლეები