ვინ არის პროდუქტის მარკეტოლოგი?!

პროდუქციის მარკეტინგი — ეს არის სტრატეგია, მეცნიერება და  პროდუქციის ბაზარზე შეყვანის ხელოვნება...

რას აკეთებს პროდუქტის მარკეტოლოგი?

პროდუქტის მარკეტოლოგი — ეს არის პროდუქტის SEO.  მის მოვალეობებში შედის:

  • მოქმედება სამიზნე აუდიტორიაზე დაყრდნობით;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების  მგრძნობიარე  ადგილების ცოდნა;
  • თანამშრომლობა მენეჯერებთან და შემქმნელებთან იმისთვის, რომ შექმნას პროდუქცია,რომელიც სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
  • ისეთი ფასის დადგენა, რომელიც შეესაბამება პროდუქციის ხარისხს და რომლის გადახდაც პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ;
  • ისეთი სარეკლამო მასალების შემუშავება და გავრცელება, რომელიც ხელს შეუწყობს გარიგებების სწრაფ  განვითარებასა და დახურვას;
  • კონკურენტების შესახებ ყველაფრის ცოდნა  და ამ ცოდნის წყალობით ბაზარზე მათი დაჩრდილვის მეთოდების ცოდნა;
  • გაყიდვებისთვის საჭირო წყაროების მოძიება და ბიზნესის განვითარებისთვის პარტნიორების შერჩევა;
  • გაანალიზოს  მომხმარებლების ქცევის ყველა ეტაპი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიასთან — ინფორმირებულობა, ინტერესი, ფიქრი,  შენაძენი, ბრენდის მიმართ ლოიალურობა;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის აწყობა, მათი კომპანიისადმი ლოიალურობის შესანარჩუნებლად. მომხმარბელების გადინების შეჩერება, კონკრეტული შემთხვევების  მატერიალების შეგროვება, შესწავლა, დამუშავება და  მათ  საფუძველზე მარკეტინგული კვლევების ჩატარება;
  • გაყიდვების მენეჯერის დახმარება სავაჭრო ციკლების ექსპერტის სტატუსით;
  • მომხმარებელთა კავშირის გათვალისწინებით მარკეტინგული  სტრატეგიის შესაქმნელად გაყიდვების დეპარტამენტთან  ურთიერთობა;
  • მენეჯერებთან და პროდუქციის შემქმნელებთან ურთიერთობა, რათა შექმნას უფრო რელევანტური და პერსონალიზირებული სტრატეგია მომხმარებლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად;
  • მრავალფუნქციონალური გუნდის მართვა: PR ,  მედია, ინტეგრირებული მარკეტინგი,  ფინანსები, ადამიანური რესურსების მართვა, პროდუქციის მხარდაჭერა, სავაჭრო ოპერაციების მართვა და ახალი პროდუქციის წარმოება;
  • კომპანიის მენეჯმენტისთვის  ყველა წარმატებისა და წარუმატებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საკუთარი პროდუქტების შესახებ მედია საშუალებების, ბაზრის ანალიტიკოსების და ინვესტორების ინფორმირება. მარკეტინგული კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვა  და კომპანიის ბაზარზე პოზიციონირება;
  • იყენებს მონაცემებს და ცოცხალ გონებას,იღებს  მნიშვნელოვან  და გაანალიზებულ გადაწყვეტილებებს  პროდუქციასთან და ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით.

ვინ არიან სინამდვილეში პროდუქციის მარკეტოლოგები?

  • ის ბავშვები, რომლებიც სკოლის სასადილოში გაცვლებს აკეთებდნენ და ისინ ვინც პირველები გარბოდნენ სხვების დასახმარებლად.
  • ისინი არიან  უსასრულოდ ცნობისმოყვარე ხალხი, რომლებიც გამუდმებით სვამენ კითხვებს;
  • ის ხალხი რომლებიც სწავლობენ ბიზნესს და ბიზნესის მოდელებს;
  • ახალი ტექნოლოგიების ფანები;
  • ხალხი, რომლის მშობლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რითი შოულობენ ისინი  საარსებო ფულს;
  • ის ვისაც საკუთარი კომპანიის გახსნა უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ხვეწავს გენიალურ იდეას;
  • ადამიანები, რომლებსაც უყვართ მონაცემების ანალიზი და მიღებული მონაცემების თავისი  პროექტებისთვის  გამოყენება;
  • ესენი არიან მეცნიერები და მხატვრები. ადრე პროდუქციის მარკეტოლოგი იყო  ფილოლოგი ან ინჟინერი, შეიძლება ორივე ერთადაც;
  • ესენი არიან ხალხი, რომლებიც დაიღალნენ ფუჭი სიტყვებით და რომლებიც ოცნებობენ სიტყვა - სინერგიის ლექსიკონიდან სამუდამოდ გაქრობაზე;
  • ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან ძალიან ჭკვიან, ამბიციურ  და ხალისიან  ადამიანებთან მუშაობით, რომლებსაც ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლიათ.

რა ღირებულებები  მოაქვთ პროდუქტის მარკეტოლოგებს კომპანიისთვის  და რატომ არის საჭირო მისი ზრდა?

თქვენმა შექმნილმა პროდუქტმა  ბაზრის მოთხოვნებს  მალევე უნდა უპასუხოს, რადგან ინვესტორებისგან ზეწოლის ქვეშ ხართ. ამ ყველაფერს თქვენ სტრატეგიის გარეშე ვერ გააკეთებთ! ვინ დაარწმუნებს თქვენ სამიზნე აუდიტორიას იმაში, რომ თქვენი პროდუქცია ჭირდებათ? პროდუქტის მარკეტოლოგი — ეს  თქვენ კომპანიაში  საკვანძო პოზიციაა, რომელიც გაყიდვებთანაა დაკავშირებული. პროდუქციის მარკეტოლოგი თქვენ პროდუქტის შექმნამდე დაგჭირდებათ - ბაზრის შესასწავლად, სწორედ აქ  მიღებული ინფორმაციის შემდეგ ხდება შესაბამისი პროდუქციის ან/და მომსახურების შექმნა, რომელიც უპასუხებს პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნილებებს. ციტატა CB Insights ანგარიშიდან: «რესპოდენტების 42% აზრით  მარცხის მთავარი მიზეზი იყო ბაზარზე მათი პროდუქციის მიმართ მოთხოვნის არქონა. ეს ცხადი უნდა იყოს: თუ თქვენი პროდუქტი არავის  სჭირდება, თქვენი კომპანია განწირულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრ სტარტაპს იმედი აქს, რომ შეძლებენ ხალხის დარწმუნებას». სტარტაპების 90%  კრახით სრულდება. აქედან  მათი მარცხის 40% -30% ბაზრის არ ცოდნის და მათი პროდუქციის მიმართ ინტერესის არქონაა.  ზუსტად ამ რისკების თავიდან ასაცილებლად არიან პროდუქციის მარკეტოლოგები, ისინი სწავლობენ ბაზარს და არკვევენ იმას მზად არიან თუ არა მომხმარებლები ამა თუ იმ პროდუქტის შესაძენად.   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ვინ არის პროდუქტის მარკეტოლოგი?!

სხვა სიახლეები