იუმორი სარეკლამო ბიზნესში

იუმორის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია სარეკლამო ბიზნესში. სხვებისგან გამოსარჩევად  საკმარისი აღარაა ტრადიციული მარკეტინგული  საშუალებების გამოყენება.  დღეს მომხმარებელი რამე ახალს, მოულოდნელს, უჩვეულოს  და სასაცილოს ელოდება.  რეკლამის მთავარი დანიშნულება - ეს არის ადამიანის ყურადღების მიპყრობა და მისი დაინტერესება. ამისთვის კი, კრეატიულობასთან და ორიგინალურობასთან ერთად, ჯანსაღი იუმორის გრძნობაც საჭიროა.  სწორედ  ამიტომ  დღეს ძალიან პოპულარული გახდა იუმორისტული რეკლამები.

ახალი კომპანიები მათ სწრაფი პოპულარობის მოსაპოვებლად იყენებენ, ხოლო უკვე არსებულმა კომპანიებმა კი იციან, რომ  დღეს მოდაში ორიგინალურობაა. მარკეტოლოგები დარწმუნდნენ, რომ იუმორი უფრო მეტი  მომხმარებლების ყურადღებას  იქცევს და  მსგავსი რეკლამები უფრო კარგად და  დიდხანს ამახსოვრდებათ. რეკლამას, რომელსაც შეუძლია ადამიანის გაცინება  იქცევს  დიდ ყურადღებას, არის აქტუალური და რაც მთავარია ის ყველასთვის ადვილი დასამასხოვრებელია.

 იუმორისტული რეკლამის კარგი მაგალითია კომპანია M&M's -ის  სასაცილო ისტორიები, რომელიც ყველას მოსწონს.  მსგავსი სახის რეკლამები გამოიყენება: საკვები პროდუქტების, სამოსის, პარფიუმერიის და სხვა ნაკლებად ძვირადღირებული პროდუქციის წარმოსაჩენად. დაამახსოვრეთ თქვენი ბრენდი მომხმარებლებს იუმორის მეშვეობით. როგორც პასკალი ამბობს, სტატისტიკის თანახმად, პოზიტიური ინფორმაციის  მხოლოდ 42% ავიწყდება ადამიანს  , მაშინ, როდესაც ნეგატიურს თითქმის 60% -ს ივიწყებს. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ იუმორის მეშვეობით თქვენი პროდუქცია ყველასგან გამორჩეული და ორიგინალური იქნება, მაგრამ მსგავსი რეკლამის შექმნა არც ისე ადვილია, რადგან მისი შექმნის დროს შეიძლება უამრავი შეცდომის დაშვება, რამაც მომხმარებლის კეთილგანწყობის  ნაცვლად შეიძლება  აგრესია გამოიწვიოს. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად  უნდა იცოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია,  მისი მოთხოვნები, გემოვნება და ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგია.

ნებისმიერ  იუმორს უნდა ტესტირება, რადგან ყველას ერთნაირი იუმორის გრძნობა არ აქვს და რაც ერთისთვის სასაცილოა მეორესთვის შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს.  იმისთვის, რომ რეკლამა ეფექტური იყოს  საჭიროა მიზნობრივი აუდიტორიის  ყველა მოთხოვნის გათვალისწინება. ზოგადად რეკლამის შექმნა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა  მითუმეტეს თუ საქმე იუმორისტულ რეკლამას ეხება. ის უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი.  

უშაქრო ჩუპა-ჩუპსის რეკლამა.

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

ყველაზე გამძლე წებო Pattex (70 წელი ერთად)

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

Eurostar- ის მატარებლების რეკლამა.«ზაფხულში ლონდონში . საფრანგეთი -ლონდონი 77€ აი ასეთი ფასი».

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

პირის ღრუს სავლები სითხე Listermint

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

წებოვანი ლენტის რეკლამა 3M

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

Pringles-ის ძალიან ცხარე ჩიფსების რეკლამა

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

Softlan Ultra-ს სარეცხის კონდიციონერის რეკლამა

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

RSPCA-ის მტვერსასრუტის რეკლამა

იუმორი სარეკლამო ბიზნესში 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

იუმორი სარეკლამო ბიზნესში

სხვა სიახლეები