ბლოგი სიკეთეზე, ადამიანებზე და მათზე, ვისაც სიკეთე აბედნიერებს

ნათქვამია, სიკეთეს  რომ გააკეთებ, მზის ჩასვლამდე უკვე აღარ უნდა გახსოვდესო,– აბსოლუტურად ვეთანხმებით... ამ პოსტის მიზანი ის კი არ არის, რომ ჩვენი კეთილი საქმეების შესახებ გაგაგებინოთ, მიზანი მხოლოდ ერთადერთია – უფრო და უფრო მეტნი გავხდეთ და სიკეთე ერთად ვაკეთოთ.

 

იდეა შარშან დაიბადა – საახალწლოდ პარტნიორი კომპანიებისთვის ტრადიციული საჩუქრების მზადების პროცესში...სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ამ სასაჩუქრე ბიუჯეტით ის ადამიანები გაგვეხარებინა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიხარული. ჩუმად, ისე, რომ თითქმის არავის გაუგია, მოხუცებულთა სახლს ვესტუმრეთ და მოხუცებს ერთი დღე გავულამაზეთ, გავახარეთ...მერე მოვიფიქრეთ, რომ ეს ტრადიციად გვექცია... თანაც უფრო ბევრნი ვყოფილიყავით, გვეპოვა ადამიანები, ვისაც სიკეთე ჩვენსავით აბედნიერებს... ერთია, როცა სიკეთეს აკეთებ და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვასაც მისცეკარგი საქმის კეთების შესაძლებლობა და გადავწყვიტეთ, სხვებისთვის – მეგობარი კომპანიებისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის მიგვეცა საშუალება, ეკეთებინათ სიკეთე – ერთად გაგვეხარებინა ადამიანები...

 

შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – გვერდით დაგვიდგნენ არამხოლოდ  ჩვენი მეგობრები და პარტნიორი  კომპანიები, არამედ  სრულიად უცნობი ადამიანებიც კი... და ჩვენ ერთად შევძელით: ჩვენი წვლილი შევიტანეთ რამდენიმე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში – სხვა კეთილ ადამიანებთან ერთად გავერთიანდით ლეიკემიითა და სხვა უმძიმესი სენით დაავადებული პატარების ოპერაციების დასაფინანსებლად... აკა სინჯიკაშვილის დახმარებით პატარა ლიზიკოს სახლის შესარემონტებლად, სხვებთან ერთად ჩვენცგავიღეთ თანხა...ლიზიკოს, რომელიც აბაშის რაიონში, სოფელ მარანში მარტოხელადედსათანდა 5 მცირეწლოვანდა-ძმასთანერთადცხოვრობს, მათ  სახლი აჩუქეს, თუმცა იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, რადგან სახლს  არც ჭერი ჰქონდა და არც   ფანჯრა, პატარები  ისევ სხვის სახლში ცხოვრობდნენ..... „კათარზისის“უსაყვარლეს მოხუცებს ერთი განსხვავებული სადილი და განსხვავებული დღე ვაჩუქეთ... ბავშვთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრის „ბეღურების“ ბინადარ პატარებს 4-5 თვის სამყოფი პროდუქტით, ტანსაცმლითა და სათამაშოებით ვესტუმრეთ და 100-ზე მეტი პატარა უზომოდ გავახარეთ...

 

ჩვენც ბედნიერები ვართ, ადამიანებს პატარ-პატარა სიხარულები, რომ მივუტანეთ, თუმცა გასაკეთებელი ძალიან ბევრია... სულ მალე გურულ ბავშვებსაც გავახარებთ, აკას უკვე მივაწოდეთ  მათთვისსათამაშოები, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები და უახლოეს დღეებში სხვა კეთილი ადამიანების საჩუქრებთან ერთად მიიღებენ პატარები... ასევე უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მოხუცებულთა თავშესაფრისავარიული იატაკის შეკეთებას... ამ კეთილ საქმეებში ჩვენ მარტონი არ ვყოფილვართ. ყველას მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის!  განსაკუთრებულად დიდი წვლილი აქვს აქციის მასშტაბურობისთვის ჩვენ უმსხვილეს პარტნიორს სამშენებლო კომპანია ალფა- სახლი კიკვიძის ბაღთან . ასევე დიდი მადლობა სამშენებლო კომპანია მარდი ბაკურიანს და მის წარმოადგენელს ლაშა ღვინიაშვილს. ჩვენ მარტო ამას მართლა ვერ შევძლებდით...  მნიშვნელობა არ აქვს არც თანხის, არც ნივთების ოდენობას, რადგან თითოეულ ლარსაც კი საერთო ჯამში უზარმაზარი სიკეთეს გაკეთება შეუძლია...   გასულ წელს, უჩუმრად, ძალიან მცირე მასშტაბებზე გავედით... წელს, კეთილი ადამიანების დახმარებით, ეს მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა... მომავალ წელს კი, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრნი ვიქნებით და ერთად წარმოუდგენლად ბევრს შევძლებთ. გავერთიანდეთადამიანები ადამიანებისთვის... სიკეთე აბედნიერებს.    

ბლოგი სიკეთეზე, ადამიანებზე და მათზე, ვისაც სიკეთე აბედნიერებს

სხვა სიახლეები