თანამშრომელი - ყველაზე დიდი მარკეტინგული იარაღია!

დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ! - მრავალრიცხოვანი ბედნიერი მომხმარებლისათვის სულ რამდენიმე ბედნიერი თანამშრომელი გჭირდებათ და თუ ისინი ქალები არიან ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. პირველ რიგში დაიწყეთ ზრუნვა შექმნათ ჰარმონიული, სასიამოვნო ორგანიზაციული ატმოსფერო. ჩართეთ თანამშრომლები კომპანიის ყველა საქმეში და ნებისმიერი მათგანი იმ საქმის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი გახადეთ, რომელსაც აკეთებთ. ლიდერმა ისედაც იცის, რომ საქმის მთავარი ნაწილია, რომელსაც მთლიანი კომპანია აკეთებს მაგრამ, როდესაც რიგით თანამშრომელს აგრძნობინებ თავს  ამ მთელის ნაწილად, საქმე 1000 ჯერ უკეთ კეთდება ვიდრე სხვა შემთხვევაში. დიახაც, რიგითი ოპერატორი, დამლაგებელი, მუშა თუ  სტაჟიორი უნდა თვლიდეს, რომ მათ გარეშე თქვენი საქმე ცუდად წავა, რომ ისინი უნმიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ თქვენი წარმატებისთვის. რა თქმა უნდა ეს შედეგი არ მიიღწევა 1 დღეში, ან ერთი რაიმე განხორციელებული აქტივობით, ამ ყველაფერს მუდმივი თავდაუზოგავი შრომა და გამოყოფილი დრო სჭირდება, ეს ყველაფერი კი აუცილებლად იქნება, მთავარია გჯეროდეთ, რომ მაქსიმალური შედეგი ურთიერთობების, შთაგონების და მხარდაჭერის საშუალებით მიიღწევა. ეცადეთ რომ თქვენი თანამშრომელბი მაქსიმალურად ბედნიერები იყვნენ ისინი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, შესაბამისად თანამშრომლები ერთმანეთის შთამაგონებლები და მოტივატორები უნდა გახადოთ. უბრალოდ არ დაივიწყოთ ერთი მთავარი რამ, ბედნიერების საზომი ადამიანებისთვის ინდივიდუალურია. ზოგისთვის ეს თავისუფალი სამუშაო გრაფიკია, ზოგისთვის უბრალოდ სამსახურიდან ადრე გათავისუფლება, ზოგისთვის დაწინაურება, ზოგისთვის უბრალო ყოველდღიური სიტყვიერი მადლობა, ზოგისთვის გადამზადება და ა.შ.

სწორედ ამიტომ, კარგად უნდა იცოდეთ, თქვენი თანამშრომლებისთვის  რა იყო მოტივატორი,რათა დაეწყო მუშაობა თქვენს კომპანიაში; რას ელოდებოდა ის თქვენი კომპანიისგან, მანამ სანამ ახლოს გაგიცნობდათ, ანუ სანამ შიდა სამზარეულოში ჩაიხედავდა. :)

შემდეგ უნდა შეადაროთ გამართლდა თუ არა მისი ეს მოლოდინები?

კონკრეტულად რა გამართლდა და რას თვლის ამის მიზეზად?

რამდენად კმაყოფილია ის არსებული მდგომარეობით?

ხელფასი, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი, ანუ რამდენად შესაბამის და საყვარელ საქმეს აკეთებს, რა არის მისი მამოძრავებელი ძალა ამ კომპანიაში მუშაობისთვის, გარდა იმისა რომ იღებს ანაზღაურებას, ანუ უნდა დაადგინოთ თანამშრომლის არამატერიალური ბენეფიტები; ასევე ძალიან საინტერესოა რით არის თქვენი თანამშრომელი უკმაყოფილო, კითხეთ ერთხელ მაინც; სცადეთ და ათქმევინეთ თქვენს ადგილას, რომ ყოფილიყო რას შეცვლიდა, რას გააკეთებდა, ერთი დღე მიეცით ამის გაკეთების უფლება არ შეზღუდოთ, რომ იყვნენ გულწრფელები. ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ, ისინი გაიზიარებენ თქვენს სიტუაციას და შემდეგ უკეთ გაგიგებენ, დაფიქრდით რამდენად არ ესმით თქვენი მათ, თავიანთი გადმოსახედიდან. გაიხსენეთ, თქვენ როგორი იყავით კარიერის საწყის ეტაპზე.

ასევე მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს დაუსახოთ რეალური სამომავლო მიზანი, დააფიქროთ და დაანახოთ მომავალში მისი ადგილი თქვენ  გვერდზე, ამ ყველაფრის მნიშვნელობა აუხსნათ და შთააგონოთ. ეცადეთ, სამომავლო მიზნები მაქსიმალურად რეალური იყოს, ამით თქვენ მათ კიდევ უფრო მეტად მიჯაჭვულს გახდით კომპანიის მიმართ, მიჯაჭვული თანამშრომლებით კი თავიდან აირიდებთ მუდმივად კადრების გადინებას, გადინებით კი სერიოზული პრობლმების წინაშე აყენებთ კომპანიას. მნიშვნელოვანი თანამშრომლის ჩანაცვლება ორგანიზაციას წასული თანამშრომლის ხელფასის 30%-ზე მეტი უჯდება. იმედია კარგად გააცნობიერეთ რომ, კომპანიაში კმაყოფილი სახეების დანახვა წარმატების ერთადერთი გზაა თქვენთვის, თუ თქვენი ბიზნეს პლატფორმა მთლიანად მომხმარებელზეა დამოკიდებული. ადამიანები სამსახურში თავს ბედნიერად რომ გრძნობდნენ, მათ სჭირდებათ აღიარება და იმის ცოდნა, რომ მათი სამუშაო მნიშვნელოვანია და დადებითად ფასდება. ამის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძალიან უყვარდეს ადამიანს თავის საქმე, ენთუზიაზმი მაინც შეუმცირდება და ნელ–ნელა ნაკლებ დროსა და ენერგიას დაუთმობს მას. რაც კარგი ამბავი ნამდვილად არ იქნება და აისახება, როგორც შესრულებული სამუშაოს შეუძლებელია არ იყო კმაყოფილი სამსახურით და იყო კმაყოფილი ცხოვრებით. სამსახურით კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი უფრო ბედნიერია სამსახურის გარეთაც, რადგან სამუშაო დღის განწყობა აუცილებლად აისახება მისი ცხოვრების სხვა ასპექტებზეც. შესაბამისად კმაყოფილი თანამშრომელი უფრო ბევრს მუშაობს, უფრო ბევრს საუბრობს ადამიანებთან თავისი კარგი სამსახურის შესახებ და უფრო მოტივირებულია. ხშირად მმართველთა უმეტესობა არის ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული, რაციონალური და ობიექტური. სამსახურში, თანამშრომლების მართვისას, მოახდინეთ თქვენი ემოციების ზომიერად ჩართვა, შეძელით, რომ საქმეში ჩაერთოს სრულად, როგორც გონებით, ასევე ემოციურად, ეს ადამიანებთან ურთიერთობებში პოზიტიურ გავლენას მოახდენს, რაც სამსახურით კმაყოფილებისა და  ძლიერი სამუშაო მოტივაციის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ორგანიზაციული ფსიქოლოგიისა და პოზიტიური ფსიქოლოგიის ექსპერტმა ლეა ვატერმა თავის კვლევებით დაადასტურა, რომ დასაქმებული ადამიანების 80% სამსახურში თავს გრძნობს არა უტილიზებულად, არა ღირებულად და უფუნქციოდ. ორგანიზაციული კულტურა, რომელიც წაახალისებს თანაშრომლებს გამოხატონ თავიანთი შესაძლებლობები, სწორი დაჯილდოვების სისტემა, ხელს უწყობს პერსონალის სამსახურით კმაყოფილებას.  

დამერწმუნეთ როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, სინამდვილეში სულაც არ არის რთული პოზიტიური მოქმედებების საშუალებით მეტი მადლიერება დანერგო სამსახურში. ეს ძალიან მარტივია, სცადეთ და გააკეთეთ ქვემოთ მოყვანილი სავარჯიშო: გთავაზობთ ლეა ვატერის ექსპერიმენტს: ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაფიქრდით და გაიხსენეთ, რა იყო ისეთი სამი დადებითი მოვლენა, რაც დღის მანძილზე სამსახურში მოხდა და შემდეგ მადლობის წერილი მიწერეთ შესაბამის ადრესატს. სცადეთ, თავდაპირველად ძალა დაატანეთ საკუთარ თავს, შემდეგ მიხვდებით, რომ ეს თქვენც გსიამოვნებთ, შემდეგ იმასაც დაინახავთ, რომ მადლიერება ეპიდემიასავითაა, ის გადამდებია და ძალიან სწრაფად ვრცელდება. მე კი მადლობას მოგახსენებთ ამ ვრცელი სტატიის წაკითხვისთვის, გაკეთებული შეფასებისთვის და თქვენს სახეზე  ღიმილისთვის :)  

გაიღიმეთ ეს თქვენ  ძალიან გიხდებათ!. პატივისცემით, ირა მელიმონაძე

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

თანამშრომელი - ყველაზე დიდი მარკეტინგული იარაღია!

სხვა სიახლეები