სხეულის ენა - 10 რჩევა მათთვის ვისაც უწევს საჯაროდ გამოსვლა

საჯარო გამოსვლა — საპასუხისმგებლო  და ამაღელვებელი საქმეა.  აუდიტორიის წინაშე გმოსვლისას  თქვენ ხდებით კომპანიის და პროექტის სახე.  ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია  სწორად მიიტანოთ მსმენელამდე  სათქმელი, ხაზი გაუსვათ მნიშვნელოვან ასპექტებს მიმიკებით და ჟესტიკულაციით. თქვენ შეიძლება გულისხმობდეთ ერთს, მაგრამ  თქვენი სხეულის ენის  მიხედვით აუდიტორიამ შეიძლება გაიგოს  მეორე.  აუდიტორიამდე სწორი ინფორმაციის მიტანაში  ქვემოთ ჩამოთვლილი 10 რჩევა  დაგეხმარებათ.

აქ მოცემულია  SOAP Presentations- ის ინფოგრაფიკა, რომელშიც გადმოცემულია 10 მნიშვნელოვანი რჩევა.

1.თავდაჯერებული პოზა საზოგადოების თვალში  შეგძენთ სტატუს. გაშალეთ მხრები, არ გადააჯვარედინოთ ხელები, მკერდი გამოწიეთ წინ. სხვა დანარჩენთან ერთად, სწორი ზურგი და გასწორებული მხრები  გაგიმარტივებთ სუნთქვას და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.

2. საზოგადოების დადებით განწყობაზე დაყენება მარტივია— საკმარისია გაუღიმოთ მათ და ისინიც ღიმილითვე გიპასუხებენ. ღიმილი — კომუნიკაციის ყველაზე მძლავრი იარაღია.

3.აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად გამოიყენეთ ხელის მტევნის  ბუნებრივი ჟესტიკულაცია  და უყურეთ ადამიანებს თვალებში. ადამიანები ენდობიან  მოსაუბრეს თუ ის არ მალავს თვალებს.

4.ძალაუფლების დემონსტრირებისთვის,  იყავით  მშვიდი,  ამავდროულად გამოიყენეთ  მცირე, მაგრამ მკაცრი მოძრაობები.  მსგავსი ქცევა აჩვენებს საზოგადოებას, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

5.სათანადოდ გამოიყენეთ სივრცე, რომელიც გაქვთ, კერძოდ  ეს ეხება სცენაზე გადაადგილებას. მარტივი მაგალითი: თქვენი პრეზენტაცია შედგება სამი პუნქტისგან. თქვენ ყვებით 1 პუნქზე, შემდეგ  გადადგით 2—3 ნაბიჯი , შემდეგ გაჩერდით და გადადით 2 პუნქტზე. ასე ივსება სცენის სივრცე და პრეზენტაცია კი ხდება დინამიური.

 სხეულის ენა - 10 რჩევა მათთვის ვისაც უწევს საჯაროდ გამოსვლა

6.პრეზენტაციისას აუდიტორიის ყურადღების მისაზიდად აქტიურად გამოიყენოთ ჟესტები.  ჟესტიკულაცია მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს: თავის- ხელების ფართო და მოკლე მოძრაობები, ყველაფერი გამოგადგებათ (მაგრამ მთავარია არ გადაამეტოთ)

7.რამეზე ადამიანების ყურადღების მისაქცევად მიუთითეთ მათ მისკენ (საჭიროების შემთხვევაში თითითაც კი), ამავე დროს  თქვენი ყურადღებაც  მას მიაპყრეთ და აუდიტორია თქვენ ქმედებას გაიმეორებს.

8.ყურადღება მიაქციეთ აუდიტორიის ჩართულობას. გაინტერესებთ როგორ? იმავე ჟესტიკულაციით  და მათთან სიახლოვით (თუ ამის საშუალებას გარემო, ადგილმდებარეობა გაძლევთ). როგორც წესი ადამიანები, გრძნობენ ჩართულობას  პროცესში, მაშინ,  როცა  მოსაუბრე მათთან ახლოსაა.

9.რთულ კითხვაზე  პასუხის გასაცემად გააკეთეთ პაუზა, ისუნთეთ თანაბრად და ნელა (ეს მოგცემთ დაფიქრების საშუალებას), შემდეგ პასუხის გაცემისას უყურეთ თვალებში მოსაუბრეს.

10.იმისთვის, რომ აუდიტორიამ დაიჯეროს თქვენი ისტორია  მთელი პრესკონფერეციის  განმავლობაში გამოიყენეთ პოზიტიური ჟესტები: დააქნიეთ თავი, არ დაგავიწყდეთ ღიმილი და ა.შ..

სხეულის ენა - 10 რჩევა მათთვის ვისაც უწევს საჯაროდ გამოსვლა

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, საზოგადოებაში თქვენი გამოსვლები  ყოველთვის წარმატებული იქნება.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

სხეულის ენა - 10 რჩევა მათთვის ვისაც უწევს საჯაროდ გამოსვლა

სხვა სიახლეები