„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა არსებულმა კრიზისმა

ყველაფერს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება  აქვს მიზეზი და ყველაფერი გარკვეული მიზნით ხდება მიუხედავად იმისა, კარგია ეს ჩვენთვის თუ ცუდი. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებში უმრავლესობა მხოლოდ უარყოფით ფაქტორებს ამჩნევს, მაგრამ არიან ისეთრბიც ვნც  ამ ვითარებაში დიდ შესაძლებლობებს ხედავს.

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა ბოლო თვეებში არსებულმა კრიზისმა

გეითსის აზრით, ნებისმიერ მოვლენას აქვს ორი მხარე დადებითი და უარყოფითი, მთავარია ამ დროს ჩვენ შევძლოთ   უარყოფითი ფაქტორის  გამოყენება და მისი მეშვეობით გაძლიერება. 
თუ დავფიქრდებით მივხვდებით,რომ ეს არის  შეცდომების გაცნობიერების და შეცდომებზე სწავლის ყველაზე კარგი დრო.

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა ბოლო თვეებში არსებულმა კრიზისმა

 რა უნდა ისწავლოს ბიზნესმა შექმნილი ვითარებიდან:

ბიზნესის დივერსიფიკაცია - ნუ ჩადებ ყველა კვერცხს ერთ კალათაში
კორონავირუსი  გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სათადარიგო გეგმის ქონა. თუ თქვენი ბიზნესი ორიენტირებულია მხოლოდ  ნეიტრალურ/ოპტიმისტურ პროგნოზებზე (გარემოზე) მისი სტაბილურობა ადვილად რყევადია. ბიზნესის დაგეგმვისას უამრავი ფაქორი უნდა გაითვალისწინოთ.  გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მოქნილი იქნებით მით უფრო მარტივად შეძლებთ სხვადასხვა სიტუაციაში გამოსავალის მოძებნას. 
დღეს თქვენ უკვე იცით, რომ  ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს. ამდროს მთავარია შეძლოთ სწრაფად მოქმედება, რათა უზრუნველყოთ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. რისკის შემცირების ყველაზე ფუნდამენტურ და ეფექტურ სტრატეგიას დივერსიფიკაცია  წარმოადგენს. ამავე დროს გახსოვდეთ, რომ  ის  ვერ დაგიცავთ დანაკარგისგან,  მისი მეშვეობით არ ხდებით დამოკიდებული რომელიმე ერთ კონკრეტულ სფეროზე, თქვენ გაქვთ მოქმედების უფრო ფართო არეალი, რაც კრიზისის დროს რისკების  მინიმუმამდე შემცირებაში გეხმარებათ.

ბიზნესის ელექტრონიზაცია
მარკეტინგის სისტემაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ელექტრონულ ბიზნესს უჭირავს. მომხმარებლის მიერ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტის შეძენისა და ფირმების მოგების მიღების სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ კარგი და მოქნილი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი. 
ბიზნესის ელექტრონიზაცია საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კლიენტთა მომსახურება, ხარჯების ერთდროულად შემცირების პირობებში, მოიძებნოს პროდუქციის გასაღების ახალი არხები და გაიზარდოს კონკურენტუნარიანობის დონე. დღესდღეობით, ელექტრონული კომერცია ბიზნესის ის მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები საკმაოდ  შედეგიანად იყენებენ. ნებისმიერ ბრენდს გააჩნია ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის კატალოგს სთავაზობენ. ბიზნესის ონლაინ  რეჟიმში მართვის შესაძლებლობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ბევრი მიხვდა,რომ ონლაინ  უამრავი საქმის კეთება შეიძლება. 

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა ბოლო თვეებში არსებულმა კრიზისმა

ლეპტოპების, მობილური ტელეფონებისა და ვიდეოკონფერენციების სამყაროში ინტელექტუალური თუ ანალიტიკური დავალებები თავისუფლადაა შესაძლებელი, დისტანციურად, სახლიდან შესრულედს. ბილ გეითსი ფიქრობს, რომ პანდემია ციფრული სფეროს უფრო მეტად ათვისებისკენ გვიბიძგებს.
პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ინოვაციები დღეიდან უფრო სწრაფი ტემპით  გაგრძელდება და ბიზნესის უმეტესობა ვირტუალურ სამყაროში გადავიდა, ამიტომაც უკვე დღეს უნდა დაიწყოთ მომავალზე ფიქრი. სწრაფი ადაპტაცია, მოქნილობა  თქვენი ბიზნესის გადარჩენის მთავარი შანსია. 

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა ბოლო თვეებში არსებულმა კრიზისმა

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“: რა გვასწავლა არსებულმა კრიზისმა

სხვა სიახლეები