ყველა პროდუქტს აქვს თეზისი

ყველა წარმატებულ პროდუქტს/მომსახურებას აქვს არსებობის მიზეზი და იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ რატომ უყვართ ადამიანებს ის — ეგრეთ წოდებული თეზისი (product thesis). თუ თეზისი  არ შეესაბამება  მომხმარებლების მოთხოვნილებებს პროდუქტი შეასრულებს მრავალ ფუნქციას, მაგრამ მისი გაწეული მომსახურება არ იქნება კარგი.  ამაზონის მიერ 2014 წელს გამოშვებული სმარტფონი Fire Phone-ის წარუმატებლობა  ნაწილობრივ იმის ბრალი იყო, რომ მომხმარებლებმა ის  სრულად უსარგებლოდ მიიჩნიეს. კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის — Google+, რომელიც ჩაეშვა Facebook-ის ანალოგად. დიდ ამბიციების მქონე პროექტი, რომელსაც არ ჰქონდა  მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი.

ბაზარზე პოზიციონირებისთვის და მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების  უნიკალურობის დემონსტრირებისთვის პროდუქტის თეზისს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ 3- ცნობილი კომპანიის პროდუქციის ძირითად თეზისებს და მათი ბაზარზე შესვლის თავისებურებებს.

რა არის პროდუქტის თეზისი?
პროდუქტის თეზისი მის წარმოების საწყის ეტაპზე ეს (product vision) — პრობლემის გადაწყვეტა.
თითოეული პროდუქტის თვისება მიმართულია მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ და თეზისის გამყარებისკენ.  ყველა საგანს, იქნება ეს აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, თუ მომსახურება  უნდა ჰქონდეს თეზისი.  ჭიქა, ფანქარი და  საფულე — ყველა მათგანი წარმოადგენს კონკრეტული პრობლემის მოგვარების საშუალებას.
ზოგიერთი პროდუქტი ორიენტირებულია რამდენიმე პრობლემის გადაჭრაზე. მაგალითად, ისეთი სოციალური პლატფორმა როგორიც Facebook-  შეიცავს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებს: აჩვენებს სიახლეებს (აჩვენებს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას), აქვს მესენჯერი (ჩატი) და სავაჭრო პლატფორმა (პროდუქციის/მომსახურების ყიდვა გაყიდვა). ეს ყველა ელემენტი ემსახურება მომხმარებლების ამა თუ იმ პრობლემების გადაჭრას.

თეზისის აღმოჩენა
პროდუქტის/მომსახურების მთავარი განაცხადის (product statement) პოვნას ბაზარზე გასვლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბაზრის შესწავლისას თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მომხმარებლების პრობლემები და  იპოვოთ მათი გადაჭრის გზები. გადაუჭრელი პრობლემის აღმოჩენის და მისი აღმოსაფხვრელი ინსტრუმენტის პოვნის შემთხვევაში  უკვე დროა დაიწყოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების თეზისის ფორმირება.
თეზისის აღმოჩენა მოითხოვს პროდუქტის/მომსახურების  სიღრმისეულ შესწავლას და ანალიზს. თუ პროდუქტს/მომსახურებას არ აქვს ძლიერი და დასაბუთებული თეზისი ის წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ცხელი ხაზის ოპერატორი - შუამავლი კომპანიასა და მის  მომხმარებლებს შორის

პირველი ისტორია: iPhone
2007 წელს კომპანია Apple- მა წარადგინა პირველი სენსორული ეკრანის მქონე სმარტფონი, რომელიც მოგვიანებით  თანამედროვე მობილური ტელეფონების პროტოტიპად იქცა.  ის ბაზარზე გამოვიდა თეზისით - რომლის მიხედვითაც ეს ტელეფონი იყო თაჩსქრინის გამოყენების იდეალური  ვარიანტი. ამ რევოლუციურმა იდეამ ტექნიკურ და პროგრამული უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. კლავიატურა ჩაანაცვლა სენსორმა. iPhone-ს ეკრანი იყო გაცილებით დიდი, რამაც  ფოტოების გადაღებასა და აპლიკაციების გამოყენებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ სენსორული ტელეფონები მანამდეც არსებობდა, ეს იყო პირველი ტელეფონი, რომელიც სრულად სენსორული იყო.
ამასთან, მოწყობილობა არ იყო სრულყოფილი. Blackberry- ის ფიზიკური კლავიატურიდან სენსორულ ეკრანზე გადასვლა ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოუწევდათ ახალი ტექნოლოგიებს ათვისება, მაგრამ სმარტფონის ახალი დიზაინი და მოქნილი ინტერფეისი  უადვილებდა მათ სწავლის პროცესს.  გარდა ამისა, პირველ iPhone აკლდა  ყველა ის ფუნქცია,  რომელიც დღეს მომხმარებლებისთვის სმარტფონის შეძენისას საბაზისოდ ითვლება. მას არ ჰქონდა თამაშები და App Store. თქვენ შეგეძლოთ მხოლოდ იმ ფუნქციების გამოყენება, რომელიც სმარტფონის ყიდვისას  ჰქონდა. სენსორული მართვის გაუმჯობესების და მომხმარებლის გამოცდილების მასზე აწყობის სურვილით  Apple- პროდუქციამ შეძლო დაერწმუნებინა მსოფლიო იმაში, რომ   სენსორული და დიდი ეკრანები  ეს — სმარტფონების მომავალია.

მეორე ისტორია: Alexa
მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ გარისკონ და ყოველგვარი თეზისის გარეშე გამოუშვან ახალი პროდუქცია/მომსახურება და მხოლოდ მისი ბაზარზე ჩაშვების შემდეგ შექმნან თეზისი, რომელშიც აღწერილი იქნება მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები. ეს ძალზედ ძვირადღირებული და რისკიანი მეთოდია, მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია ზუსტად დაგანახოთ აუდიტორიის საჭიროებები და მოთხოვნილებები. თუ მომხმარებლები პირვანდელ პროდუქტს დადებითად შეაფასებენ და მიიღებენ, კომპანიას შეუძლია  პროდუქტის/მომსახურების ფუნქციონალი მოარგოს მომხმარებლების საკვანძო სტიმულს, რითაც მას უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.
მსგავსი კამპანიის ყველაზე კარგი მაგალითი არის ხმოვანი დამხმარე Alexa , რომელიც კომპანია  Amazon 2014 წელს გამოუშვა, Siri- ს გამოჩენიდან 3 წელში. Alexa- ს თავდაპირველი თეზისი მდგომარეობდა იმაში, რომ ხმოვანი ასისტენტისთვის საუკეთესო ადგილი სამზარეულოს სამუშაო ზონა იყო. გაყიდვაში ჩაშვებისას მას სახლში არსებული თითოეული ხმის გასაგონად  რვა მიკროფონი (რაც ძალიან ბევრია)  და სახლის საქმეებისთვის საჭირო უამრავი ფუნქცია ჰქონდა.
რაც უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო Alexa- ს გამოყენება გამოხატა გარკვეული ტენდენცია- იმის მაგივრად, რომ მომხმარებლებს Alexa- ს დახმარებით განეხორციელებინათ შესყიდვები  ისინი მას -მუსიკების მოსასმენად, წამმზომად , ამინდის გასაგებად და სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებდნენ.  Siri-სგან განსხვავებით Alexa შეიქმნა არა კონკრეტული პიროვნების ბრძანებებზე რეაგირებისთვის, არამედ ოჯახის ყველა წევრისთვის, სწორედ ამის გამო Alexa- ს გაუჩნდა ისეთი  უნიკალური თვისებები როგორიცაა: ზღაპრების კითხვა, ხუმრობების მოყოლა  და ახალი ამბების მიმოხილვა. დროთა განმავლობაში, Alexa- ს გუნდმა კვლავ განაგრძო  მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებში ინვესტირება და პროდუქტის დახვეწა, რამაც შეცვალა პირვანდელი თეზისი  და სამზარეულოს დამხმარე Alexa მთელი ოჯახის ხმოვან ასინტენტად იქცა, რამაც ის ბაზარზე წამყვან პროდუქტად აქცია. 

ცხელი ხაზის ოპერატორი - შუამავლი კომპანიასა და მის  მომხმარებლებს შორის

მესამე ისტორია: Apple Watch
Apple Watch პირველი სერია 2015 წელს გამოვიდა- ყოველგვარი აშკარა თეზისის გარეშე. ჭკვიანი საათები მანამდეც არსებობდნენ სანამ  მას  Apple წარადგენდა ( Pebble — შეტყობინებების ჩვენება, Garmin — ფიზიკური აქტივობის ტრეკერი). Apple Watch- ი არსებული ჭკვიანი საათების ყველა ცალკეულ ფუნქციას ერთ მოწყობილობაში აერთიანებდა, მაგრამ მისი ყველა ფუნქცია ბოლომდე სრულყოფილად არ მუშაობდა. გარდა ამისა, ისინი უნდა დაჰკავშირებოდა მობილურ მოწყობილობას ეს კიდევ სპორტული აქტივობის დროს გარკვეულ  სირთულეებს ქმნიდა. Apple Watch- ის მესამე სერიის თეზისი უკვე ეხებოდა მხოლოდ ჯანმრთელობას. ყოველი ახალი ინტეგრაციის დროს Apple საათს ამატებდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სულ უფრო მეტ ფუნქციას. კომპანიამ გამოყო საათი სმარტფონისგან, გაზარდა ჯანმრთელობის მონიტორინგის სიზუსტე და ხაზი გაუსვა პროდუქტს ახალი ინტერფეისს

ცხელი ხაზის ოპერატორი - შუამავლი კომპანიასა და მის  მომხმარებლებს შორის

გახადე შენი თეზისი მოქნილი
თეზისი — ეს არა მყარი არამედ მოქნილი კონცეფციაა, რომელიც მუდმივ კორექტირებას მოითხოვს. ზოგიერთი კომპანია თავის თეზისს აკორექტირებს ბაზარზე ახალი პროდუქციის ჩაშვებამდე.  iPhone პირველი თაობა ფოკუსირებული იყო ეკრანზე, მოგვიანებით ყურადღება გადაიტანეს პროგრამებზე და ბოლოს, კამერაზე. როდესაც მომხმარებლები და  ბაზარი უზრუნველყოფენ პროდუქტის/მომსახურების წარმატებას ამით დასტურდება და მყარდება  მისი თეზისის სისწორე.  
არის შემთხვევები, როდესაც პროდუქტს/მომსახურებას აქვს ძლიერი თეზისი, მაგრამ ის მაინც ვერ აღწევს წარმატებას. ამის თავიდან ასაცილებლად ჩაატარეთ მომხმარებლების კვლევა (user research) და დარწმუნდით, რომ  თქვენი გუნდი მზადაა გადაეწყოს ახალი პროდუქტის შესაქმნელად. 

და ბოლოს
პროდუქტის/მომსახურების თეზისის დაწერა — პროდუქტის მენეჯერის უმთავრესი ფუნქციაა. თეზისი გუნდს საშუალებას აძლევს დაინახონ  ბაზრის  გლობალური სურათის, რის შემდეგაც ისინი უფრო მარტივად შეძლებენ თავიანთი პროდუქტის, მომსახურების მასში  პოზიციონირებას. კიდევ ერთი არც ისე მარტივი ამოცანას —  თეზისისი მომხმარებლებისთვი შეთავაზება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროდუქტი გამოდის მყარი თეზისით, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა საჭიროებას კომპანიების დიდი ნაწილი  მას მხოლოდ პროდუქტის/მომსახურების ბაზარზე ჩაშვების შემდეგ უშვებს. ეს ორივე მეთოდი შეიძლება იყოს მომგებიანი, მხოლოდ მაშინ თუ თქვენ  წარუმატებლობის შემთხვევაში მალევე შეძლებთ თეზისის ცვლილებას და მის მომხმარებლებზე მორგებას.  

საბოლოო ჯამში პოტენციური მომხმარებლის გადაწყვეტილება ყიდვის შესახებ დამოკიდებულია პროდუქტის თეზისის სწორ არჩევანზე და ფორმულირებაზე, ამიტომაც თეზისის მუდმივი ტესტირება და ოპტიმიზირება ძალიან მნიშვნელოვანია. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ყველა პროდუქტს აქვს თეზისი

სხვა სიახლეები