პირველი საფეხურები Photoshop-ის სწავლაში

დღევანდელ რეალობაში საკმაოდ მოთხოვნადი პროგრამაა "Photoshop"-ი და ბევრ ადამიანს სურს მისი შესწავლა.

დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ ხელსაწყოს (Tools), რომლის სწავლის შემთხვევაშიც თქვენ გეცოდინებათ პროგრამის საბაზისო ფუნქციები და უფრო გაგიმარტივდებათ შემდგომი სწავლება.

"Photoshop"-ი არის უსაზღვრო შესაძლებლობების პროგრამა, ამიტომ, აუცილებელია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები შეისწავლოთ დასაწყისშივე საფუძვლიანად.

ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა უნდა მოძებნოთ შემდეგ ინტერნეტ სივრცეში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

გახსოვდეთ, რომ სწორი სიტყვების კომბინაციები (keywords) თუ იცით, ნებისმიერი ახალი სფეროს შესწავლა უფრო და უფრო მარტივი ხდება.

მითუმეტეს, უამრავი უფასო გაკვეთილი არსებობს ამისთვის და ამ მხრივ არ გექნებათ დაბრკოლება.

მაშ, ასე File - New და დავიწყეთ.

1. დოკუმენტის გახსნა

უკიდურეს ზედა კუთხეში იპოვით ფუნქცია "File"-ს და ჩამოშლის შემდეგ პირველივე არის "New" 

ასე ვიწყებთ სამუშაო დაფაზე "ფურცლის" გამოტანას.

ამ ქმედების შემდეგ ამოგიგდებთ ფანჯარას სადაც არის მოცემული გრაფები:

Name - დოკუმენტის სახელი

Document Type - დოკუმენტის ტიპი

Width/Height - დოკუმენტის ზომა (საწყისად სცადეთ 1000x1000px)

Resolution - დოკუმენტის გაფართოვება (ციფრულად - 72, ბეჭდურისთვის - 300)

Color Mode - ფერების რეჟიმი (RGB - ციფრულისთვის, CMYK - ბეჭდვისთვის)

Background Content - აქ ირჩევთ "ფურცლის" ფერს

ბოლოს, OK.

პირველი ეტაპი გადალახულია. 

2. Move Tool

ეს ხელსაწყო, როგორც მისი სახელი გვეუბნება, საჭიროა ობიექტის გადასაადგილებლად და სწორედ ამაში გამოიყენება. 

3. selection tools

აღნიშნული ხელსაწყოების ცოდნა "photoshop"-ში არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ისინი გვეხმარებიან ობიექტის მონიშვნაში, რომელზეც შემდეგ უნდა განვახორციელოთ მანიპულაციები.

-Marquee Tools - აქ გვხვდება კვადრატული და წრიული ფორმის მონიშვნის ხელსაწყოები

-Lasso tool - ამ შემთხვევაში თავად ვნიშნავთ იმ ფორმაზე, როგორიც გვინდა

-Quick Selection Tool - ეს ხელსაწყო გეხმარებათ ერთნაირი, ან მსგავსი ფერების მოსანიშნად

-Pen Tool - ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმალური დეტალიზაცია იმაზე, თუ რისი მონიშვნაც გვინდა

4. Crop Tool

Crop-ი არავისთვის არის უცხო და ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სურათი სასურველ ზომაზე მოჭრათ

5. Eyedropper Tool

"Photoshop"-ში ყველა ფერს აქვს თავისი საკუთარი კოდი. მინიმალური ცვლილების შემთხვევაშიც კი, ეს კოდი იცვლება. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რომელ ფერთან ვმუშაობთ და ამისთვის გამოგვადგება აღნიშნული ხელსაწყო.

6. Spot Healing Brush Tool

ეს არის ხელსაწყო, რომელიც დამწყებებს პირველ ბედნიერ ემოციას მოგიტანთ. მას შეუძლია ობიექტების გაქრობა. მაგალითად, სახიდან ნაწიბურების მოშორება.

7. Stamp Tool

მას შეუძლია ზუსტად დააკოპიროს და გადმოიტანოს ობიექტი. 

ეს არის მინიმალური იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ "Photoshop"-ის სწავლა. თუ თქვენ თითოეულ ხელსაწყოზე მოიძიებთ ინფორმაციას, ძალიან მალე თავადაც გაოცდებით, იმდენად უცბად შემატებთ ახალ საინტერესო ფუნქციებს და სულ მალე შეძლებთ დამოუკიდებლად იმუშავოთ აღნიშნულ პროგრამაში.

პირველი საფეხურები Photoshop-ის სწავლაში

სხვა სიახლეები

ტეგები: