როგორ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავიწყოთ გაყიდვა ?

ნებისმიერი ცვლილება ან თუნდაც რაღაცის შეცვლის მცდელობა იწვევს დისკომფორტს. ოდესმე გიგრძვნიათ თავი კომფორტის ზონის გარეთ? იცნობთ სტრესს და დაძაბულობას, რომელიც მას თან ახლავს? 

გამომყევი . . . 

როდესაც ცვლილება ძალიან მკვეთრია, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. შეიძლება განიცადოთ უძილობა, უმადობას ან დაღლილობა. შეიძლება გახდეთ მოუთმენელი, გაღიზიანებული და გაბრაზებულიც კი, ან დაგეუფლოთ იმის შეგრძნება, რომ თქვენი ემოციები ატრაქციონზეა.

აწიე შიდა ბარიერი
თუ მეტის გაყიდვა ან მეტი ფულის გამომუშავება გსურთ, უნდა აიწიოთ ბარიერი და შეცვალოთ თქვენი წარმოდგენა მისაღები შემოსავლის ოდენობა. თქვენ უნდა გაზარდოთ თანხა, რომელიც ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ. უნდა გაზარდოთ თქვენი მისწრაფებები, დაისახოთ უფრო დიდი მიზნები და შეიმუშაოთ დეტალური გეგმები მათ მისაღწევად. დაიწყეთ საკუთარი თავის დანახვა სხვა რაკურსით და ფიქრი, როგორი უნდა იყოს  ადამიანი, რომელსაც შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი თქვენს სფეროში. მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა გაყიდვების და შემოსავლების გაზრდის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე.

შეიქმენი წარმოდგენა ყველაფერზე
თქვენი თვითშეფასება განსაზღვრავს ყველაფრის შედეგსა და ეფექტურობას, რასაც აკეთებთ. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი თავის მინი "სურათების" ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს ყველა მოქმედებას, რასაც აკეთებთ.
თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს მიდგომა მარკეტინგული აქტივობების, ზარების, დანიშვნების, სიტუაციის შესაფასების, პრეზენტაციების გაკეთების, კითხვებზე პასუხის გაცემის, გარიგებების დახურვის და გაყიდვების პროცესის დროსაც.
შეიქმენი წარმოდგენა პროდუქტის/მომსახურების ცოდნის დონის, პერსონალური მართვის უნარის, მოტივაციისა და სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებთან ურთიერთობის მეთოდების შესახებ, რადგან თითოეულ შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის იმოქმედებთ ისე, როგორი წარმოდგენაც გაქვთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. 

არ დანებდე

"თქვენი თვითშეფასება განსაზღვრავს ყველაფრის შედეგს და ეფექტურობას, რასაც აკეთებთ" - ბრაიან თრეისი

მაქსიმალური ეფექტურობის გასაღები 
რა სიტუაციაზეც არ უნდა გქონდეთ ფორმირებული რაიმე იდეა, თქვენ ყოველთვის უფრო კარგად შეასრულებთ მას. მაგალითად: თუ თქვენ მოგწონთ ზარების დამუშავება, მაშინ მოუთმენლად დაელოდებით თითოეულ ზარს და ამ საქმეს კარგადაც გააკეთებთ.
რატომ ხდება ასე - როდესაც თქვენ გაქვთ მკაფიო წარმოდგენა ამა თუ იმ საქმის შესრულებაზე, მაშინ ამ საქმის კეთების დროს თავს კარგად და კომპეტენტურად გრძნობთ. 
თუ თქვენ გრძნობთ დაძაბულობას ან სირთულეს გაყიდვების პროცესში, მაშინ თქვენ არ გაქვთ კარგად გააზრებული ეს სამუშაო. ამიტომ მისი კეთებისას თავს არაკომფორტულად გრძნობთ და ალბათ ხანდახან თავსაც არიდებთ. 
ეს ბუნებრივი მდგომარეობაა_ ამ დროს ჩნდება მხოლოდ ერთადერთი კითხვა - რას აპირებთ ამ ბარიერის  გადასალახად? 

სავარჯიშო:

ნებისმიერი იდეის განსახორციელებლად, ახლავე შეგიძლიათ გააკეთოთ ორი რამ:

  • პირველ რიგში, დაისახეთ მიზანი, გახდეთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თქვენს სფეროში დღეს. შემდეგ გაამყარეთ თქვენი მიზანი მოქმედებით და გახდით საუკეთესო გაყიდვების ყველა ეტაპზე;
  • მეორე, წარმოიდგინე და მოახდინე იმის ვიზუალიზაცია, რომ შენ უკვე ხარ საუკეთესო შენს სფეროში. შეუქმენი საკუთარ თავს წარმატების შეგრძნება. 

წინსვლა და წარმატება

გახსოვდეთ:

_ ყველას უნდა წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! 

_ უარყოფითმა ფიქრებმა, ემოციამ და შეგრძნებებმა შესაძლოა, ხელი შეგიშალოს იმის მიღწევაში, რაც მიზნად დაგისახავს.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავიწყოთ გაყიდვა ?

სხვა სიახლეები