როგორ ავირჩიოთ პირველი საკვანძო სიტყვები SEO - თვის?

სავარაუდოდ, ბევრს სმენია საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის შესახებ, მაგრამ იცოდით რამდენად  ზრდის  სწორად შერჩეული  საკვანძო სიტყვები და ფრაზები თქვენ რეიტინგს ძიების შედეგებში?

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ონლაინ ბიზნესის განვითარებისთვის არის  SEO,საიტის ოპტიმიზაციის პროცესი, რათა მოხდეს საიტის რანგის გაუმჯობესება რელევანტური საძიებო მოთხოვნებით  Google-ში  და სხვა საძიებო სისტემებში.

საკვანძო სიტყვები SEO სტრატეგიის აუცილებელი კომპონენტია. თქვენი საიტის ოპტიმიზაცია გარკვეული საძიებო მოთხოვნების მიხედვით გაძლევთ საშუალებას  აკონტროლოთ თუ რომელი კითხვების მიხედვით  რანჟირდება  საიტი   და  შესაბამისად ვინ არის თქვენი აუდიტორია. შესაბამისად, საკვანძო სიტყვების კორექტირება შესაძლებლობას გაძლევთ, დროთა განმავლობაში  შეცვალოთ თქვენი სტრატეგია.

სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები  უფრო დიდ ეფექტს იძლევა.  დროთა განმავლობაში თქვენ შეაგროვებთ მონაცემებს, რაც დაგეხმარება განსაზღვროთ  რომელი სიტყვები არის ყველაზე ეფექტური და რომლებს   სჭირდებათ დახვეწა.  კითხვა მდგომარეობს შემდეგში - როგორ ავირჩიოთ თავდაპირველი სწორი საკვანძო სიტყვები?

გახსოვდეთ თქვენი ძირითადი მიზნები!

სანამ გადაწყვეტთ, რომელი საკვანძო სიტყვები შეესაბამება თქვენ  ბრენდს, მანამდე  დახარჯეთ გარკვეული დრო და გაარკვიეთ  თქვენი SEO მიზნები. კომპანიების უმრავლესობა  SEO-ს იყენებს საიტზე ტრაფიკის გასაზრდელად, რასაც თავის მხრივ შემოსავლების ზრდამდე მივყავართ,  მაგრამ თქვენ უნდა იყოთ უფრო კონკრეტული  მიზნის დასახვის დროს.   დაუსვით თქვენ თავს კიდე რამდენიმე  კითხვა:

  •  რამდენად სწრაფად გინდათ შედეგის მიღება? SEO - ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა, ამიტომ  შედეგის მისაღებად ხანდახან რამდენიმე თვეა საჭირო. თუ თქვენ უფრო მალე გინდათ შედეგის მიღება, მაშინ  უნდა აირჩიოთ   დაბალკონკურენტიანი ან/და  მაღალი დონი საძიებო აქტივობის  მქონე სიტყვა.
  • როგორი ტრაფიკის მოზიდვა გსურთ?  თქვენ გსურთ პროდუქტის/მომსახურების გაყიდვა თუ ცნობადობის ამაღლება?

იპოვეთ ბლანსი «ძირითად» საკვანძო სიტყვასა და «გრძელ კუდიან» საკვანძო სიტყვებს შორის .

მას შემდეგ, რაც  გაარკვევთ საკუთარ მიზანს, უნდა იპოვოთ ბლანსი «ძირითად» საკვანძო სიტყვასა და «გრძელ კუდიან» საკვანძო სიტყვებს შორის. «ძირითადი» საკვანძო სიტყვა (ფრაზები) -ეს არის მოკლე ფრაზები, ერთიდან სამ სიტყვამდე, რომლებიც იზიდავენ ტრაფიკს, მათ უფრო მაღალი კონკურენცია აქვს.

«გრძელ კუდიანი» საკვანძო სიტყვა (ძირითადად გამოიყენება სასაუბრო ფრაზები) აქვს ურფო დაბალი ტრაფიკი. «ძირითადი» საკვანძო სიტყვები უკეთესია გამოვიყენოთ  გრძელვადიანი სტრატეგიის  დროს, ორიენტირებულია ტრაფიკის სტაბილურ ზრდაზე, მაშინ როცა  «გრძელ კუდიანი» საკვანძო სიტყვები  გამოიყენება ხანმოკლე  სტრატეგიისთვის, ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ორივე საჭიროა.

ჩაატარეთ წინასწარი გამოკვლევა

როგორც  კი  ჩამოაყალიბებთ საიტის  მიზნებს  და პირველად ხედვას, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ   მუშაობა წინასწარ კვლევებზე.

  • მოიფიქრეთ  ფუნდამენტური იდეები. დაიწყეთ რამდენიმე იდეით, რომლებსაც შეუძლიათ გააერთიანონ ადამიანების საძიებო მოთხოვნები თქვენ ბიზნესთან.  სცადეთ იპოვოთ «ძირითად» საკვანძო სიტყვებისა და «გრძელ კუდიან» საკვანძო სიტყვების  რამდენიმე კატეგორია, რომელთა გამოყენებითაც ადამიანები შეძლებენ  თქვენ მოძებნას.
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვების და  თემების  გენერატორები. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ინსტრუმენტები,  რათა ისინი დაგეხმარონ  მეტი საკვანძო სიტყვის და იდეების  მოფიქრებაში, რომლებიც დაფუძნებული იქნება ზოგიერთ თქვენ  პირველად იდეაზე.
  • შექმენით მთავარი სია. გააკეთეთ ყველა საკვანძო სიტყვის ექსპორტი  ცხრილში, რათა თქვენ შეძლოთ  მათი სწრაფი  შედარება და დახარისხება.

შეამცირეთ სია.

ძირითადი სიის შექმნის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სუსტი კანდიდატების ამოგდება. ამაში თქვენ დაგეხმარებათ შემდეგი კრიტერიუმები:

1) საძიებო აქტივობა.  საძიებო მოთხოვნისას რამდენჯერ გამოიყენება ეს ფრაზა. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ  როგორი ტრაფიკი  მოაქვს  კონკრეტულ მოთხოვნას (მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ  ეს მოცულობა დროთა განმავლობაში მერყეობს).

2) კონკურენცია. შეისწავლეთ თითოეული საკვანძო  სიტყვისთვის  კონკურენციის დონე.  საკვანძო სიტყვას, რომელიც გამოირჩევა ყვეკლაზე დიდი საძიებო აქტივობით აქვს  მაღალი კონკურენცია და აქედან გამომდინარე რაც უფრო მაღალია კონკურენცია მით უფრო რთულია მისი მეშვეობით  რანჟირება. თქვენ უნდა იპოვოთ ბალანსი.

3) შესაბამისობა.  ასევე უნდა გაითვალისწინოთ  ყველა საკვანძო სიტყვის  თქვენი ბიზნესის მიმართ რელევანტულობა.  სიტყვები შეიძლება იყოს დაბალკონკურენტული და და იზიდავდეს მაღალ ტრეფიკს საიტზე, მაგრამ  დაფიქრდით გარდაიქმნება  კი  მოზიდული აუდიტორია  თქვენ პოტენციურ მომხარებლებად?

4) მიმდინარე პოზიციები. შეამოწმეთ რა პოზიციები გიკავიათ საძიებო სისტემაში უკვე არსებული საკვანძო სიტყვების დახმარებით,  თუ  პოზიციები ასე თუ ისე კარგია ეს საკმაოდ გაგიმარტივებთ სამომავლო გზას.

აირჩიეთ საუკეთესო კანდიდატები.

საკვანძო სიტყვები უნდა შეარჩიოთ  თქვენი ბიზნესის სპეციფიკაციებზე დაყრდნობით. როდესაც თქვენ  შეამცირებთ სიტყვების სიას იმ სიტყვებამდე, რომლებიც  უზრუნველყოფენ ყველაზე  კარგ შედეგს აირჩიეთ ისინი, რომლებზეც მარტივად შეძლებთ საიტის ოპტიმიზირებას (დაამატეთ ახალი კონტენტი ან  პროდუქცია/მომსახურება და სხვა).

თქვენ მიერ შედგენილი საკვანძო სიტყვების პირველი სია  არ იქნება იდეალური, მაგრამ  ის შეგიქმნით  მყარ ბაზას  მომავალში ტრეფიკის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, იმას თუ როგორ იცვლება თქვენი ეფექტურობის მაჩვენებელი. თქვენი ეფექტურობის მაჩვენებლები დროთა  განმავლობაში  შეიცვლება და ამიტომ თუ შედეგები არ იქნება  საკმარისი არ შეგეშინდეთ  სტრატეგიის ცვლილება.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მობილური: (+995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

როგორ ავირჩიოთ პირველი საკვანძო სიტყვები SEO - თვის?

სხვა სიახლეები

ტეგები: