UX დიზაინის ეს 7 პრინციპი დაგეხმარებათ კარგი საიტის შექმნაში

დღის განმავლობაში - ონლაინ ძალიან დიდ დროს ვატარებთ : ვკითხულობთ ახალ ამბებს, ვსქროლავთ საიტებს, ვსარგებლობთ აპლიკაციებით. და საკმაოდ ხშირად  მიღებული გამოცდილება  უკეთესის  სურვილს  ტოვებს.

ეს ყველაზე ხშირად  ცუდი დიზაინის გამო  ხდება, რომელიც არ ითვალისწინებს მომხმარებლის გამოცდილებას (UX). შორიდან შეფასება საკმაოდ ადვილია, მაგრამ როდესაც თავად მოგიწევთ   პროექტის  რეალიზება  შეცდომებისგან თავის აცილება უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.   

ქვემოთ მოგიყვებით UX დიზაინის 7 საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელთა გათვალისწინებაც  ღირს..

1. დიზაინი უნდა ფოკუსირდებოდეს მომხმარებლის გამოცდილებაზე 

საიტის გამოყენების  დასამახსოვრებელი  გამოცდილების  შექმნას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს  ვიდრე მის შიგთავსს. მომხმარებლებს ხშირად ავიწყდებათ  მონაცემები და დასკვნები, მაგრამ ყოველთვის ახსოვთ თავიანთი გრძნობები. ეს პრინციპი მხოლოდ რეკლამაში არ მოქმედებს.

გრაფიკა, მაკეტები, ტექსტი და ინტერაქტიული ელემენტები ერთად მუშაობენ, რომ მომხმარებლებს შესთავაზონ გამოცდილება, და არა მხოლოდ წარმოადგინონ ინფორმაცია. 

თქვენი საიტი უნდა გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში თქვენ ემოციების გამომწვევი  ვიზუალური და ინტერაქტიული ელემენტების  გამოყენება დაგეხმარებათ.         

2. საიტს ასკანერებენ არ კითხულობენ 

ვებსაიტის ელემენტები უნდა იყოს სტრუქტურირებული, რადგან თანამედროვე მომხმარებლები არ კითხულობენ გვერდებს, ისინი  მათ ასკანერებენ.  მიიქციეთ ყურადღება  რათა ადამიანებს  მოუნდეთ მეტის გაგება.  

3. მომხმარებლებს სჭირდებათ სიმარტივე

ვიზიტორი  საიტის დიზაინს ნახევარ წამში აფასებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია  მოქმედებები მოსახერხებელი გახადოთ.  ვიზუალური აქცენტი გააკეთეთ  ერთ მნიშვნელოვან ღილაკზე და არა მენიუზე.   

ყოველთვის ეცადეთ თქვენი საიტი ან/და აპლიკაცია იყოს რაც შეიძლება მარტივი. ის გასაგები უნდა იყოს ვიზიტორების უმრავლესობისთვის. დამატებითი ფუნქციების გადატანა მეორე პლანზე  შეგიძლიათ სადაც მათ პოვნას მხოლოდ დაინტერესებული მომხმარებლები შეძლებენ. არ ღირს ყველაფრის ერთ გვერდზე გამოტანა.

შეარჩიეთ ყველაზე ნათელი და "სუფთა" დიზაინი თქვენი პროექტებისთვის.  ნუ აიძულებთ მომხმარებლებს დახარჯონ დრო თქვენი ინტერფეისის დაუფლებაში. უმჯობესია გამოიყენოთ ყველასთვის ცნობილი ელემენტები.  

4. დიზაინის გავრცელებული ელემენტები თუ  კრეატივი?

თუ  საიტების უმრავლესობა იყენებს ინტერფეისის გარკვეულ ელემენტებს, არ ღირს  „ბორბალის“ გამოგონება და მომხმარებლების დაბნევა.

თქვენი UI  უნდა გამოიყურებოდეს  ნაცნობად: ბმულები უნდა გამოიყურებოდეს ბმულებივით, ხოლო მენიუ უნდა იყოს ზედა მარჯვენა კუთხეში. ამ სტანდარტული ელემენტებით   ექსპერიმენტირება არ ღირს.  

საბაზისო ელემენტებისადმი კრეატიული მიდგომა  მხოლოდ ავნებს თქვენ  ინტერფეისს, მომხმარებლებს გაუჭირდებათ მისი გამოყენება.   საუკეთესო  UI-ში კრეატიულობა და  გამოყენებადობა  მუშაობენ ერთად და  არა ერთმანეთის წინააღმდეგ.

გახსოვდეთ, ბმულების, ღილაკების და სანავიგაციო ელემენტების დიზაინის შექმნისას, პირველ რიგში  მათი  მოსახერხებლობა უნდა გაითვალისწინოთ.

5. იცოდეთ თქვენი აუდიტორია

სანამ საიტის ან აპლიკაციის შემუშავებას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.  ესე უნდა დაიწყოს მომავალი ინტერფეისის დაგეგმვა.

განსაზღვრეთ აუდიტორია, ჩამოაყალიბეთ  მათი მოთხოვნები, სურვილები  და შექმენით დიზაინი,რომელიც მათ დააკმაყოფილებს.

ამ ყველაფერში თქვენ კონკურენტების ანალიზი დაგეხმარებათ. დააკვირდით  თუ როგორ ირჩევენ ისინი ფერს, სტილს  და სხვა  მახასიათებლებს.  

თუ  გამოიყენებთ თქვენი აუდიტორიისთვის უკვე ცნობილ დიზაინს, მაშინ მათთვის თვენი საიტის ათვისება ძალიან მარტივი გახდება.  მათი პრობლემების გადაჭრის უნიკალური იდეები დაგეხმარებათ დიფერენციაციაში.

არ შეჩერდეთ.  როცა პროექტი მზად იქნება, ჩაატარეთ  ტესტირება  და გაანალიზეთ  საიტი მისი საბოლოო მომხმარებლების მონაცემების მიხედვით.  

6. ვიზუალური იერარქია

ინტერფეისში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები განათავსეთ  ისე, რომ მათ  ვიზიტორების ყურადღება მიიპყრონ.  ამის გაკეთების ერთ-ერთი მაგალითი – მნიშვნელოვანი ელემენტების სიდიდეა, ანუ ისინი  დიზაინის სხვა ელემენტებისგან განსხვავდებიან მოცულობით ( სიდიდით). სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ ინტერნეტ  მაღაზიების მფლობელები  ღილაკ  CTA-ზე ყურადღების მიქცევას.

7.  UX დიზაინს მახასიათებლები

UX დიზაინი ემყარება იმ ღირებულებას, რომელსაც მომხმარებლებს  სთავაზობთ, ამის გარდა, თქვენი საიტი უნდა იყოს:

  • სასარგებლო – ორიგინალური კონტენტი და პრობლემების გადაჭრა  
  • კომფორტული – მარტივი საპოვნელი
  • სასურველი – დიზაინის ელემენტები იწვევს ემოციებს
  • გასაგები – მარტივი ნავიგაცია  და კონტენტის ლოგიკური განაწილება   
  • ხელმისაწვდომი – შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობა
  • სანდო – მომხმარებლების ნდობა
  • ეს არის UX დიზაინის განსაზღვრის ერთი მიდგომა. აი  კიდევ:
  • იყავით კონტექსტუალური – უკარნახეთ მომხმარებელს გზის რა მონაკვეთზე იმყოფება   
  • იყავით ადამიანური –  დაიმსახურეთ  ნდობა, იყავით გამჭვირვალე და უპირატესობა მიანიჭეთ ადამიანებთან ურთიერთობას 
  • იყავით გასაგები – მომხმარებლები  იღებენ იმას, რაც მათ სურთ პირველივე ვიზიტზე
  • იყავით მარტივი – ინტერფეისთან ურთიერთქმედება არ იწვევს პრობლემებსა და კითხვებს
  • იყავით ეფექტური – შემდგომი ვიზიტებით მომხმარებლები სწრაფად ასრულებენ განმეორებით მოქმედებებს
  • იყავით გასაოცარი – შექმენით ემოციური კავშირი ვიზიტორებთან, ეს თქვენ პროდუქციას საუკეთესო მხრით  აჩვენებს  
  • იყავით პროდუქტიული – სისტემები მასთან ზემოქმედებისას გამრთულად მუშაობს   

და ბოლოს

თქვენ მიერ შეთავაზებულმა გამოცდილებამ  უნდა შექმნას ემოციური კავშირი მომხმარებლებთან. თუ მხოლოდ ინტერფეისი შეიმუშავეთ და არა გამოცდილება, მაშინ მნიშვნელოვნად შეზღუდავთ თქვენი საიტის ან აპლიკაციის წარმატების შანსებს.

UI - უნდა ჰქონდეს მარტივი ნავიგაცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თქვენ სამიზნე აუდიტორიას. მისი შექმნისას გახსოვდეთ ბრენდინგის ერთიანობა და დარწმუნდით, რომ გაითვალისწინეთ საბოლოო მომხმარებლების მოსაზრებები.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge

UX დიზაინის ეს 7 პრინციპი დაგეხმარებათ  კარგი საიტის შექმნაში

სხვა სიახლეები