როგორ გამოვიყენოთ სივრცე ვებ დიზაინში (გეშტალტის პრინციპები) ნაწილი 1

დიზაინი — ეს არის შემოქმედებითი სივრცე, რომლიც ემსახურება ადამიანებში სხვადასხვა სახის ემოციების აღძვრას. რაც არ  უნდა  რთული დიზაინი იყოს - ადამიანის ტვინი ისეა დაპროგრამებული, რომ  მას  მცირე უფრო მარტივ კომპონენტებად დაყოფს. ამასთანავე  თქვენ უნდა იცოდეთ, რომ  დიზაინში წამყვან როლს  სივრცის სწორი განაწილება თამაშობს   — ის ხელს უწყობს დაბალანსებული სურათის დანახვას. როდესაც ელემენტები  სწორადაა დალაგებული ხოლო სივრცე  პროპორციულადაა გადანაწილებული  ყურადღებას იქცევს  ჩვენთვის მნიშვნელოვანი ელემენტები. ეს შეიძლება იყოს, როგორც კომპოზიციის ნაწილი, მთავარი გამოსახულებით, ასევე პოზიტიური (Positive Space)  ან უარყოფითი სივრცე (Negative Space).

პოზიტიური სივრცე — ეს არის დიზაინის სისხლი და ხორცი, მისი ის ნაწილი, სადაც ხედავთ ფორმებს, ფერებს, შაბლონებს და ა.შ..  მეორეს მხრივ, ნეგატიური სივრცე არის ფონი, ხოლო ვებ – დიზაინში იგი ასევე ცნობილია, როგორც ”ცარიელი / თავისუფალი სივრცე”.» (White Space).

გაწონასწორებულ კომპოზიციებში პოზიტიური და უარყოფითი სივრცეები ერთად მუშაობენ,ავსებენ ერთმანეთს  და ქმნიან ესთეტიურად სასიამოვნო მთლიანობას. ხოლო გაუწონასწორებელი კომპოზიციები დისკომფორტს უქმნის აუდიტორიას და გადმოსცემს არასრულ, საკმაოდ დამახინჯებულ ამბავს.

რა ისტორიას მოგვითხრობს ვებ-დიზაინში  სივრცე ?

დიზაინის წარმატება ან წარუმატებლობა ძირითადად განისაზღვრება  მისი გამოყენების სიმარტივით (Usability). რასაკვირველია,  კონტენტის ხარისხს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, კარგი კონტენტიც  კი უარყოფით შთაბეჭდილებას მოახდენს, თუ ვებ-გვერდის დიზაინში  სივრცე სწორად არ არის გამოყენებული.

ამ სტატიაში გთავაზობთ:

პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეს შორის ურთიერთობა, ორივეს მნიშვნელობა და მათი გამოყენება ვებ დიზაინში

კავშირი სივრცის ტიპებსა და კოგნიტურ აღქმას შორის

გეშტალტის პრინციპები და მათი მნიშვნელობა ვებ დიზაინში.

პოზიტიური და ნეგატიური: კავშირები, მნიშვნელობა  და  დანერგვის თავისებურებები  

სივრცე ორი ძირითადი განზომილებისგან შედგება: პოზიტიურის და უარყოფითისგან. აქედან პირველი მოიცავს ელემენტებს მეორე არა. პირველში არის ობიექტები, მეორეში — ნაკლებად შესამჩნევი ველი. პირველი ფოკუსია მეორე კი ფონის ფუნქციას ასრულებს. იქ სადაც პირველი მოძრაობს და გვევლინება მამოძრავებელ ძალათ მეორე რჩება გაუნძრევლად და არის ნაკლებად შესამჩნევი. პირველი ეს არის მთვარე, მეორე კი — მის გარშემო არსებული სიბნელე.

ვებ დიზაინში ეს ორი განზომილება  ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, რათა შექმნან  ერთიანი კომპოზიცია. ვიზუალური იერარქია იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე განზომილება ერთმანეთისგან კონტრასტულად განსხვავდება, მაგრამ ამის მეშვეობით ცდილობს ერთიანი სურათის შექმნას (წარმოიდგინეთ ინი და იანი). 

 

«ინი და იანი» — დუალიზმის კონცეფცია ძველ ჩინურ ფილოსოფიაში

პოზიტიურ და ნეგატიურ   განზომილებას ჩვენ მათი შეხვედრის ადგილის მიხედვით განვასხვავებთ. როგორც წესი ნეგატიური განზომილება არის ცარიელი სივრცე, რომელიც  ხელს უწყობს პოზიტიური სივრცის გამოყოფას. 

შეიძლება ჩანდეს, რომ პოზიტიური სივრცე წამყვან ადგილს იკავებს, მაგრამ ნეგატიურ  სივრცესაც  საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი დანერგვის დადებითი მხარეებია:

ქმნის ადვილად გასაგებ  ვიზუალურ იერარქიას

ამარტივებს ფოკუსირებას, და ასევე ამცირებს ყურადღების გამფანტავ ფაქტორებს 

გეხმარებათ მასშტაბის დადგენაში და თქვენთვის მნიშვნელოვანი დეტალების გამოკვეთაში 

აადვილებს გვერდების დათვალიერებას

• გამოყოფს ვიზუალურ ელემენტებს  ერთმანეთისგან, ყოველგვარი ზედმეტი  დამხმარე საშუალებების გარეშე

გეხმარებათ გვერდების შემსუბუქებაში 

აუმჯობესებს ვებ – გვერდის სტილს და ვიზუალს.

დიზაინში ნეგატიური სივრცე არც თუ ისე ნეგატიურია, რადგან ორივე ტიპის სივრცეს შეუძლია კარგად იმუშაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ბალანსი არსებობს. ქაოსი წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მათგანი დომინირებს მეორეზე ამ დროს  იქმნება  გადატვირთულობის  და დაუსრულებლობის  შთაბეჭდილება.  ორივე შემთხვევაში  ზიანდება ყველაზე ლამაზი დიზაინიც კი და მასზე დახარჯული  დრო და ენერგია კარგავს ყოველგვარ აზრს.  

აი შაბლონი, რომელზეც  კონტენტი უდიერადაა განლაგებული და რის გამოც  იქმნება სივრცითი "ქაოსი" :

 

დაუფიქრებელი, “ქაოტური” სივრცე

 

უთანხმოება სივრცეში ნაჩვენები შავსა და თეთრ ფერებში.

ნებისმიერი დიზაინერი, რომელსაც უწევს სივრცის ორგანიზება საკუთარ თავს ეკითხება : 

როგორ განვსაზღვროთ თითოეული ტიპის სივრცის სწორი პროპორცია?

რომელი მათგანი უნდა გახდეს მთავარი ობიექტი?

აუდიტორიამდე    სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად  აუცილებელია თუ არა ერთი სივრცის  ხაზგასმა და მეორეს დაფარვა?

როგორ მივაღწიოთ იდეალს? პოზიტიურ  და უარყოფით  სივრცეების შერწყმით?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა  მარტივია მხოლოდ საფუძვლების მკაფიო გაგებით. ოქროს წესი: სიმარტივე — საუკეთესო მიდგომაა:

  

განახლებული ვერსია, რომელიც ასახავს თუ როგორ შეუძლია სივრცის სწორი პროპორციებით გამოყენებას საერთო სურათის შეცვლა.

 

სივრცის ეფექტური გამოყენება ვებ დიზაინში.

ვებ დიზაინის მიზანი — ეს არის მარტივი ინტერფეისის შექმნა, რომელიც ორი ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ: საიტი გახდება ვიზუალური უფრო მიმზიდველი  და  ასევე   ეფექტური და ინტუიციური. გახსოვდეთ ეს ყველაფრი მიიღწევა სივრცის სწორი გამოყენებით.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge

როგორ გამოვიყენოთ სივრცე ვებ დიზაინში (გეშტალტის პრინციპები) ნაწილი 1

სხვა სიახლეები