PHP Framework - ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა

PHP Framework,  მსოფლიოში ცნობილია როგორც ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა, რომელიც გამოირჩევა მოქნილობით და რაც ყველაზე მთავარია მისი გამოყენება გამარტივებულია. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ,  PHP Framework უზრუნველყოფს ვებ-პროგრამების შექმნის ძირითად სტრუქტურას. დღევანდელ რეალობაში დეველოპერებს ევალებათ შექმნან კომპლექსური ვებსაიტები და ვებ აპლიკაციები. იმის გათვალისწინებით რომ, ამას დიდი დრო ესაჭიროება, ძალიან რთულია ყოველ დღე ნულიდან დაიწყო აპლიკაციების შექმნა.  სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა PHP Framework, რომლის ჩარჩოებიც  გამოიყენება ყველა ზომისა და სირთულის ვებსაიტისა და ვებ-პროგრამების შესაქმნელად.  მისი ჩარჩოები ხელს უწყობს სწრაფ აპლიკაციის განვითარებას  - RAD (Rapid Application Development), რაც დაზოგავს თქვენს დროს. PHP Framework ხელს უწყობს სტაბილური პროგრამების შექმნას და ამცირებს განმეორებით კოდირებებს. ზოგადი იდეა  PHP Framework- ის ჩარჩოს მუშაობის შესახებ მოხსენიებულია, როგორც  MVC (Model View Controller), ეს არის პროგრამირების არქიტექტურული ნიმუში, რომელიც დიდ დროს უზოგავს ვებ დეველოპერებს, როდესაც მუშაობენ მომხმარებლის ინტერფეისზე.  MVC გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვიმუშავოთ ცალკე, ინდივიდუალურ ელემენტებზე, მაშინ როდესაც დანარჩენი ელემენტები არ იცვლება. წარმატებული თანამედროვე ვებ-გვერდის შექმნის გასაღები არის, სწრაფი, კარგად ორგანიზებული და გამორჩეული კოდები. შემდეგ ამ კოდების საშუალებით შესაძლებელი ხდება  ყველა ზომისა და სირთულის  ვებსაიტის და ვებ-პროგრამების (Soft) შექმნა.

 
აქ ნაჩვენებია თუ რისი გაკეთება შეგვიძლია PHP Framework- ის ჩარჩოების გამოყენებით:

  • სიჩქარის განვითარება;
  • კარგად ორგანიზებული და შენარჩუნების კოდის შექმნა;
  • განვსაზღვროთ რამდენად დაბალი ან მაღალი დონის უსაფრთხოება აქვს  საიტს, იმის მიხედვით თუ რომელი Framework აქვს გამოყენებული;
  • MVC - ის გამოყენება უზრუნველყოფს მომხმარებელზე და სამართავ პანელზე ორიენტირებული მიმართულების გამიჯვნას;
  • ხელს უწყობს თანამედროვე ვებ განვითარების პრაქტიკას, როგორიცაა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ინსტრუმენტები.

ჩარჩოების გამოყენების უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში:

PHP Framework, ასევე ითვალისწინებს ბევრ საყოველთაოდ გამოყენებულ ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს დინამიური ვებ-გვერდის განვითარებისთვის. დამოუკიდებელი მოდულის განვითარების პროცესი ზრდის მთელი განვითარების სიჩქარეს და აუმჯობესებს პროდუქტის სტაბილურობას და მაღალ ხარისხს.

  აქ შეგიძლიათ იხილოთ PHP Framework - ის ჩარჩოების ჩამონათვალი:

  1. CakePHP - არის საუკეთესო არჩევანი დამწყები დეველოპერებისთვის. მისი სიმარტივის გამო შეიძლება ჩაითვალოს რომ დღეს CakePHP ყველაზე პოპულარული ჩარჩოა.
  2. Yii - აქვს ჯეი-კოდის გენერატორი, რომელიც ხელს უწყობს ობიექტზე ორიენტირებულ განვითარებას სწრაფი პროტოტიპით და გთავაზობთ ვებ ინტერფეისს მომხმარებლისთვის, სადაც მას შეუძლია შექმნას საჭირო კოდი.
  3. CodeIgniter - იგი გთავაზობთ მარტივ გადაწყვეტილებებს. მას აქვს ფართო ბიბლიოთეკა ვიდეო გაკვეთილებით, ფორუმები და მომხმარებლისთვის გიდები. მისი გამოყენება  უნდა განიხილონ დამწყებმა დეველოპერებმა.
  4. Laravel – 2015 წელს აღიარებული იყო როგორც საუკეთესო PHP Framework ჩარჩო, რომელიც უდაოდ თითქმის სრულყოფილია და მისი მიზანია სწრაფი განვითარება. მას იყენებენ ფართომასშტაბიანი პროგრამებისთვის.
  5. Symfony - შეიქმნა დეველოპერებისთვის  რომლებსაც ძირითადიდ უნდათ საწარმოო დონის აპლიკაციების შექმნა. მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ სხვა ჩარჩოებთან შედარების ნელია.
  6. Phalcon - შეიქმნა ოთხი წლის წინ და მალევე გახდა პოპულარული. ამ ჩარჩოს სიჩქარე საშუალებას იძლევა რომ მისი გამოყენებით მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ოპტიმიზაციას.  მას გააჩნია მრავალი სხვა დიდი ფუნქცია: უსაფრთხოების სისტემა, რესურსების მართვა, თარგმანი, ქეშირება და ა.შ. იგი გვეხმარება შევამციროთ რესურსების მოხმარება, რაც ტიპიურია MVC ბაზისთვის.
  7. Zend - მას აქვს ძლიერი თვისებები, რომლებიც აშენებულია კორპორატიული დონის განვითარებისთვის და მოითხოვს PHP-ის ფართო ცოდნას.

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

PHP Framework - ყველაზე პოპულარული სერვერული სკრიპტირების ენა

სხვა სიახლეები

ტეგები: