როგორ დავწეროთ ვებ გვერდის პროექტის სპეციფიკაციები?

ყველა ვებ გვერდის პროექტი  უნდა დაიწყოს სპეციფიკაციებით. ეს ყველაფერი სწორედ  ამ სპეციფიკაციების მიხედვით უნდა  გამოიკვეთოს თქვენი ვებ  გვერდის ამოცანა, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება განისაზღვროს მისი   ბიუჯეტი და  დამზადების დრო.

ქვემოთ ჩამოთვლილ მაგალითზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ახალი ვებ გვერდის დამზადებასა თუ უკვე არსებულის გადაკეთებაზე.

1.წარმოადგინე შენი თავი

მოკლედ ახსენით, რას აკეთებს თქვენი ორგანიზაცია, ეს უზრუნველყოფს პროექტის  საწყისი ეტაპის მომზადებას. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • კომპანიის მოკლე ისტორია
  • თანამშრომლების რაოდენობა, ბრუნვა და ა.შ..
  • ძირითადი მომსახურებები
  • მიღწევები

2. დაიწყეთ მიზნებით

რისთვის გჭირდებათ ვებ გვერდი? რა შედეგის მიღება გსურთ? თუ გაქვთ უკვე და  ხარვეზები აქვს  არსებულ ვებ გვერდს? რისთვის გჭირდებათ ესა თუ ის ცვლილება? თქვენი მიზნების ახსნა დაგეხმარებათ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. განსაზღვრეთ მინიმუმ ერთი მიზანი, რომლის მიღწევაშიც  უნდა დაგეხმაროთ ვებ გვერდი. მაგალითად:

თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ მეორადი მიზნები, მაგალითად, პრესის ყურადღების მიქცევა, ან განახლებული მარტივი სამართავი პანელის ხარჯზე კადრების შემცირება.

 3. ძირითადი აუდიტორია

ამ ყველაფრის გაკვევის შემდეგ საჭიროა  თქვენი სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება, რომელთა მეშვეობითაც გსურთ სასურველი მიზნის მიღწევა. ეს შეიძლება იყოს:

  • პოტენციური მომხმარებლები
  • არსებული/დაბრუნებული მომხმარებლები
  • მედიის წარმომადგენლები
  • პერსპექტიული თანამშრომლები

ეს სია ძალიან განზოგადებულია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უფრო კონკრეტული გზები თქვენი აუდიტორიის  დასადგენად.. მას შემდეგ რაც გაიცნობთ საკუთარ აუდიტორიას, საკვანძო მომენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ   არის ის, რომ  გაარკვიოთ  რისი მიღება სურთ მათ  თქვენი საიტიდან და რა გინდათ, რომ ნახონ  თქვენ საიტზე. კიდევ ერთი სასარგებლი რჩევა იქნება ის, რომ  გაითვალისწინოთ სამიზნე აუდიტორიის პრიორიტეტები. ეს მონაცემები დაგეხმარებათ საიტის მაკეტის და  ნავიგაციის შექმნისას.  კიდევ ერთი სასარგებლო,რამ უნდა განვიხილოთ  -  ეს აუდიტორიის პრიორიტეტია. განსაზღვრეთ რას ანიჭებს ის უპირატესოაბს დიზაინს თუ მარტივ ნავიგაცას ვებ გვერდზე.  ყველა სფეროს თავისი მოთხოვნები აქვს ამ კუთხით.

4. საიტის სტრუქტურა

სავარაუდოა, რომ სტრუქტურა შესაძლოა  შეიცვალოს დიზაინის დამზადების პროცესში, მაგრამ აუცილებელია გქონდეთ ჩამოყალიბებული სტრუქტურა და ეს ცვლილებები არ იყოს რადიკალური. ვინაიდან ხშირად მსგავსი ცვლილებების დროს აცდენა ხდება დასახულ მიზანსა და შესრულებულ სამუშაოს შორის. არ არის სასურველი  მოახდინოთ  თქვენი ძველი ვებ-საიტის სტრუქტურის კოპირება - ცვლილებები მისაღებია, აუცილებელიც კი. მთავარია  ამ ცვლილებებმა რისკის ქვეშ არ  დააყენოს თქვენი ბიზნესი.

5. ტექნიკური სპეციფიკაციები

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს საიტმა?

  • თუ ეს ბროშურის ტიპის საიტია, გვერდების უმრავლესობა იქნება სტატიკური  - ანუ მათ არ ექნებათ რეაგირება მომხმარებლის ქმედებაზე. გამონაკლისი აქ ძირითადად  მხოლოდ კონტაქტის გვერდია, რომელსაც ინტერაქტიული ფორმა აქვს ხშირ შემთხვევაში.
  • თუ  ეს ელ. კომერციის საიტია,მნიშვნელოვანია  ჩამოთვალოთ ნებისმიერი მოთხოვნა თქვენი სახლისთვის, პროდუქტის ჩამონათვალი, მნიშვნელოვანია ძიება  და პროდუქტის შესახებ  დეტალური გვერდი.
  • ხოლო მრავალფუნქციური ვებ გვერდის სპეციფიკაცების დამუშავებას შესაძლოა ერთი ან მეტი თვე დასჭირდეს.

ჩამოაყალიბეთ, როგორც  მომხმარებლის მოთხოვნები ასევე ერსონალის მსგავსი ფორმატით: როგორც მომხმარებელი:  მე მსურს დავამატო ნივთები კალათაში და უნდა შემეძლოს შევიძინო ის მოგვიანებით... როგორც პერსონალი: მე მინდა შევცვალო ბრძანებების სტატუსი ასევე უნდა შემეძლოს აღვნიშნო ნოვთები, როგორც გაგზავნილი.... ჩაინიშნეთ მომხმარებლთან მომხდარი თითოეული სიტუაცია და იმუშავეთ ფუნქციების დახვეწაზე, რომ გაუგებრობა აიცილოთ თავიდან. უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური პრეფერენციები არ არის დამოკიდებული მხოლოდ  CMS-ზე, რომელსაც იყენებს თქვენი ვებ გვერდი.  მნიშვნელოვანია  რა გადახდის სისტემას იყენებს ვებ გვერდი და შეესაბამება თუ არა ტექნიკურად იმ სისტემებს, რომელთანაც ინტეგრაცია უნდა მოხდეს (მაგალითად, Order Management, Warehouse Management, ERP).

6. არაფუნქციონალური მოთხოვნები

ეს მოთხოვნები დაკავშირებულია:

  • გამოყენების სიმარტივე - უნდა იყოს თუ არა ის ხელმისაწვდომი, როგორც პლანშეტზე ასევე ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობაზე?  რათქმაუნდა დიახ.
  • უსაფრთხოება - გჭირდებათ PCI- სთან თავსებადობა?  ათქმაუნდა დიახ.
  • ჩატვირთვის დრო - რამდენად მნიშვნელოვანია ჩატვირთვის სიჩქარე? თუ თქვენ ელექტრონული კომერციაში ხართ, მაშინ პასუხია - ძალიან დიდი.
  • იურიდიული -არსებობს  რაიმე მოთხოვნა რომელსაც თქვენი საიტი უნდა აკმაყოფილებდეს?  თუ ეს ასეა, მაშინ არ ღირს ამის უყურადღებოდ დატოვება.
  • დათანხმდებიან თქვენი მომხმარებლები  თქვენ მიერ წარდგენილ  პირობებს?  რათქმუნდა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

7. ვებ საიტები, რომლებიც მოგწონთ და  არ მოგწონთ

პროექტირების პროცესის დროს კარგია თუ გექნებათ  ვებ საიტების სია, რომელიც მოგწონთ და არ მოგწონთ  ეს დაგეხმარებათ  პროცესის სწრაფად და  სწორად წარმართვაში. ეს იქნება იდიალური დიზაინის  შემუშავების  გარანტი!

8. ვინ არიან თქვენი კონკურენტები?

თქვენი კონკურენტების სია ასრულებს სამ ფუნქციას:

  1. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რას აკეთებენ სხვა ადამიანები და ავიღოთ მათი საიტიდან  ყველაზე საინტერესო და სასარგებლო  ფუნქციები
  2. ჩვენ შეგვიძლია  გავაუმჯობესოთ ის რასაც  ბაზარი უკვე გვთავაზობს
  3. ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ თქვენი ვებ დიზაინის უნიკალურობა.

9. ბიუჯეტი

ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც გვიკავშირდებიან არ სურთ  თავიანთი ბიუჯეტის გამხელა. ეს კონტრპროდუქტიულია. თუ  ვიცით  თქვენი მიზნები და ბიუჯეტი  ჩვენ შევძლებთ  შემოგთავაზოთ  ოპტიმალური ვარიანტი. თუ თქვენი ბიუჯეტი დაბალია, ჩვენ ვეცდებით  მაქსიმალურად მოვერგოთ მას.  ასევე ჩვენ შეგვიძლია  შემოგთავაზოთ  თქვენ ბიუჯეტზე მორგებული ტექნოლოგიები, რომელიც შედარებით ნაკლები დაგიჯდებათ. ასევე შესაძლებელია შეიქმნას პლათფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება გარკვეული  ფუნქციების მოგვიანებით  დამატება. იყავით რეალისტები  და გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გაქვთ დიდი ბიუჯეტი, მაშინ თქვენ მოგიწევთ საიტის სპეციფიკაციებში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

10. ვადები

დროა  აღინიშნოს  დედლაინები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს. ისინი აუცილებლად გონივრული უნდა იყოს! ვებ-პროექტის  დასრულების დრო შეიძლება იწყებოდეს 6 კვირიდან  6 თვემდე, ეს დამოკიდებულია პროექტის სიდიდესა და მრავალფუნქციონირებაზე.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

როგორ დავწეროთ ვებ გვერდის პროექტის სპეციფიკაციები?

სხვა სიახლეები