როგორ გეხმარებათ ვებ-დიზაინი მომხმარებლების მოზიდვაში?

შექმენით ხარისხიანი ურთიერთქმედების გამოცდილება

თუ თქვენ ფლობთ ვებ რესურსს, მაშინ  ალბათ  გსმენიათ ტერმინები “მომხმარებლის გამოცდილება” ,“ურთიერთქმედების გამოცდილება” (User еХperience – UX) და  მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი (UI).    UX და UI – არ არის ერთი და იგივე,  ისინი ერთმანეთს  ბუნებით ჰგვანან.

ისინი მნიშვნელოვანი  და   აუცილებელი იარაღია, რათა შეიქმნას ლამაზი, მაღალი ფუნქციონალური და ადვილად ხელმისაწვდომი რესურსი, რომელიც  მოიზიდავს მომხმარებელს და მათთვის სასიამოვნო პირობების შექმნას შეძლებს.

UX და UI მუშაობენ ერთად.  მომხმარებლის ინტერფეისი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გრაფიკული გაფორმება, UX -ი უფრო დაკავშირებულია ოპტიმალური  გზების პროექტირებასთან, რომლებსაც მომხარებლები ზაიტზე- ნავიგაციისთვის გამოიყენებენ.

თავის საქმიანობაში UX-დიზიანერები  კონცენტრირებას აკეთებენ  ისეთ რაღაცეებზე -როგორიცაა მენიუს მაკეტები,  ღილეკების გარეგნული მხარდ და მათი განლაგება, კალათა და სხვა  ინსტრუმენტებზე, რომლებთანაც მომხმარებლები ურთიერთქმედებენ.

ამგვარად, UX და UI- ის   დიზაინის სტრატეგიაში ჩართვა – ეს არის იმის გარანტია, რომ შექმნილი ინტერნეტ რესურსი  გააკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს – მოიზიდავს სამიზნე აუდიტორიას.

როგორ   მოიპოვოთ  დაუვიწყარი, პირველი, დადებითი  შთაბეჭდილება?

მთავარი გვერდი – ყველაზე მნიშვნელოვანია! არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხიდან მოხვდა  მომხმარებელი  საიტზე, ის საიტს მაინც  მთავარი გვერდის მიხედვით  აფასებს. რათქმაუნდა ყველა  გვერდმა უნდა  მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება, მაგრამ  მთავარი გვერდი  საიტის ცენტრია. ზუსტად ის ახდენს პირველ შთაბეჭდილებას მომხმარებელზე და ზუსტად მისი მეშვეობით  იცნობს ის თქვენ ბიზნესს - ის არის თქვენი ბიზნესის  ვირტუალური სახე.

ვიზიტორები, რომლებსაც არ მოეწონებათ  ნანახი  აუცილებლად დატოვებენ საიტს. ასევე  უკმაყოფილო მომხმარებლები არ გაგიწევენ რეკომენდაციას, უფრო მეტიც  მისი ნეგატიური გამოხმაურება  დააზიანებს თქვენ რეპუტაციას.

თუ თქვენ პროექტირების საწყის ეტაპზე ხართ -ისარგებლეთ  შემდეგი რჩევებით დიზაინში:

  1. უამბეთ ვიზიტორებს  თქვენი ბიზნესის ბუნების შესახებ: რას მიიღებენ ისინი, რა პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს თქვენი კომპანიის ბრენდინგს– ლოგოს, სლოგანს  და რაც მთავარია ამომწურავ ინფორმაციას თქვენ მიერ მოწოდებული საქონლის ან/და მომსახურების შესახებ.
  2. ისაუბრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორის  ენაზე. ყურადღება მიაქციეთ იმას თუ  როგორ ურთიერთობენ თავაინთ მომხმარებლებთან თქვენი კონურენტები, რა სახის რესურსს იყენებენ საკონტაქტოდ, რა თემებზე საუბრობენ და რომელი თემებია პოპულარული. შექმენით კონტენტი, რომელიც  იქნება გასაგები და მოეწონება თქვენ სამიზნე აუდიტორიას.
  3.  არავის უყვარს სპამი. თუ თქვენი მთავარი გვერდი  გადატენილია კონტენტით, არამოქმედი ლინკებით  და ამასთანავე   თქვენი მთავარი შეტყობინებაც იქნება დიდი და გადატვირთული, მაშინ მომხმარებლები მას სპამად აღიქვამენ და მალევე დატოვებენ თქვენ ინტერნეტ რესურსს. ხარისხიანი  ვებ-რესურსი არ არის გადატვირთული სხვადასხვა არასაჭირო კონტენტით და ვიზიტორებიც მარტივად შეძლებენ საიტზე ორიენტირებას.
  4. გააკეთეთ მობილური ვერსია, გამოიყენეთ ადაფტური ვებ-დიზაინი – განსაკუთრებით მთავარ გვერდზე. ადაფტური დიზანის მეშვეობით თქვენი საიტი ყველა მობილური მოწყობილობისთვის  ხელმისაწვდომი იქნება.

IT-ინდუსტრია მუდმივად ვითარდება… მხოლოდ ყველა ტენდენციის გაცნობით და დანერგვით შეგიძლიათ  არ ჩამორჩეთ დროს. შექმენით და განავითარეთ ხარისხიანი საიტი. ყურადღება მიაქციეთ  კონკურენტებს,  თქვენ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მარკეტინგულ ინსტრუმენტებს და ამ სფეროს სიახლეებს!

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

როგორ გეხმარებათ ვებ-დიზაინი  მომხმარებლების მოზიდვაში?

სხვა სიახლეები