ბრენდის წარმატების  80% რესურსის ფერის კომბინაციების სისწორეზეა დამოკიდებული

გახსოვთ ორიათასიანი წლების "საშინელი" საიტები?  იმ დროისთვის ძალიან ცოტამ თუ იცოდა  ფერთა გამის  არჩევა, ამიტომაც ამ ასპექტზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდნენ. სამაგიეროდ დღეს  ორიგინალური და თანამედროვე დიზაინის   შესაქმნელად ვებ-დიზაინერებს  უამრავი ინსტრუმენტი და ცოდნა აქვთ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შევარჩიოთ საიტისთვის ფერთა გამა  სწორად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფერების სწორი შერჩევა?

ვიზიტორი საიტზე შესვლისას პირველი ყურადღებას სწორედ ფერებს აქცევ. მარტივი ნავიგაცია, ფუნქციონალურობა, კონტენტი, პროდუქციის ასორტიმენტი - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ  მათი აღქმა ხდება მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილების მიღებიის შედეგ. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა იფიქროთ მომხმარებლებზე, რომელებიც ვიზუალურად აღიქვამენ თქვენ საიტს და დამკვეთზე, რომელმაც შეუკვეთა  ეს საიტი. (ზოგჯერ წარმოიქმნება უთანხმოებები: დამკვეთს მოსწონს  კონკრეტული ფერები, ხოლო დიზაინერი თვლის, რომ ეს ფერბი  არ მოუხდება კონკრეტულ საიტს, სწორედ ამიტომ საჭიროა ორივე მხარემ იმუშაოს ერთად, მოუსმინონ ერთმანეთს, გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, გამოცდილება და შეთანხმდნენ ოპტიმალურ ვარიანტზე).

ბრენდის წარმატების  80% რესურსის ფერის კომბინაციების სისწორეზეა დამოკიდებული 

როგორ უნდა მოხდეს ფერების შერჩევა, ის რაც უნდა გავითვალისწინოთ:

1. ძალიან ბევრი ფერი - არ არის კარგი. ფერებით გადატვირთულ საიტს აქვს "იაფასიანი" ვიზუალი (არის გამონაკლისებიც) და რაც უფრო მნიშვნელოვანია ბევრმა მკვეთრმა  ფერემა შეიძლება  გადაფაროს საიტის კონტენტი.   

2. ძალიან ცოტა ფერი - არც ესაა კარგი. რამდენიმე ფერის   კომბინაცია მხოლოდ გააუმჯობესებს  საიტის ვიზუალს და მას უფრო აღქმადს გახდის.  

3. თითოეული ფერი იწვევს გარკვეულ ემოციას და რეაქციას (წითელი - ენერგია, ძალა, ვნება. ღია ვარდისფერი - სინაზე სიმსუბუქე)

4. ერთ ფერს დიზაინერი  და  დამკვეთი (საიტის ვიზიტორი) შეიძლება სხვადასხვაგავარად აღიქვავდნენ. ავიღოთ ფუქსია - ვიღაცისთვის ის წითელია  ვიღაცისთვის კი ვარდისფერი, ზოგი კი საერთოდ ვერ ხვდებ რა ფერისაა ის. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ყველა    დეტალს  დეტალურად (ერთად) გავლა.

ფუქსია

5. ასევე ბერვი რამ არის დამოკიდებული საიტის სამიზნე აუდიტორიაზე. თუ  ქმნით  ონლაინ მაღაზიას ორსულობისთვის, მაშინ თქვენი აუდიტორიისთვის  ნაზი პასტელი ფერები უფრო სასიამოვნო იქნება. ნაზი და რბილი ფერები გამოიწვევს დადებით ემოციებს და გააღვივებს, შეძენის სურვილს.  ხოლო მკვეთრი, "აგრესიული" და მუქი ფერები კი მზგავს აუდიტორიაში უარყოფით გრძნობებს აღძრავს.

6. კარგია თუ დამკვეთს უკვე აქვს კორპორატიული სტილი. საიტიც ამ ფერებში უნდა დაიხატოს.

7. თუ დამკვეთს არ აქვს კორპორატიული სტილი- გადახედეთ კონკურენტებს  და ნახეთ რა ფერებს იყენებენ ამ სფეროში მოქმედი  კომპანიები (არავითარ შემთხვევაში არ გადმოიღოთ სხვა კომპანიის სტილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკურენტების ძითითადი ფერები და საიტის  სხვადასხვა ელემენტები მოარგოთ  თქვენ  პროექტს).

ფერთა გამს არჩევა: 

  ნაბიჯი 1. შეარჩიეთ ძირითადი ფერიძირითადი ფერის არჩევამდე გაანალიზეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია  და ბრენდის საქმიანობის სფერო  რომლისთვისაც აკეთებთ საიტს.  დავიწყოთ სამიზნე აუდიტორიის მნიშვნელობით, მაგალითად დავყოთ ისინი მხოლოდ სქესის მიხედვით( სამიზნე აუდიტორიის დაყოფა ხდება მრავალი კრიტერიუმით: ასაკის, სქესი, საცხოვრბელი  რეგიონის,  რელიგის და სხვ.  მრავალი კრიტერიუმით) ფერები, რომლებიც მოსწონთ ქალებს არ მოსწონთ მამაკაცებს, ამიტომ თუ თქვენ სამიზნე აუდიტორიას ქალები წარმოადგენენ უნდა გამოიყენოთ მათთვის სასურველი და მიმზიდველი ფერები.  ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენი პროდუქცია გათვლილია ორივე სქესის მომხმარებელზე, მაშინ უნდა არიჩიოთ ნეიტრალური ფერები, რომლებიც ორივე მხარეს მოეწონება. 

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდის საქმიანობის სფეროს, რადგან  ყველა სფეროს გარკვეული ფერთა გამა შესაბამება. მაგალითად სამედიცინო საიტებისთვის გამოიყენება თეთრი, ლურჯი, ფირუზისფერი და მწვანე ფერები. მიზეზი მარტივია, ეს ფერები ასოცირდება მედიცინასთან, რდგან ექიმებს, მედდებს  და სამედიცინო კლინიკის სხვა   პერსონალს სწორედ ამ ფერების სამოსი აცვია.  ამიტომაც ადამიანის  ტვინი ამ ფერებს  ავტომატურად მედიცინასთან აკავშირებს.

სად გამოიყენება ძირითადი ფერი?

დომინანტური ფერი - არ არის აუცივლებელი მთავარი გვერდის  ფონი იყოს. ის გონივრულად უნდა იყოს  გამოყენებული: კონტრასტული ელემენტების გამოსაყოფად ან იმ ბლოკების გამოსაყოფად, რომელებზეც  მომხმარებლის ყურადღების გამახვილება გსურთ. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ონლაინ მაღაზიაზე, მაშინ მთავარი ფერი შეიძლება გამოყენებული იქნას: ლოგოში, СТА- რილაკისთვის, შეკვეთის გაფორმების ფორმაში, ფასდაკლების აქციებში და სხვ..

მაგალითად: დაბლა მოცემულ საიტზე (Lemons.ge) ძირითადი ფერი არის ყვითელი, მაგრამ საიტზე შესულ მომხარებლებს ის პირდაპირ არ ხვდებათ თვალში.

მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად  თქვენ გაქვთ  მხოლოდ  8 წამი.  სწორად შერჩეულ ფერს შეუძლია ამ დროში მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.

ნაბიჯი 2. ვირჩევთ აქცენტურ ფერებსძირითადი ფერი საკმარისი არ არის სრულფასოვანი დიზაინისთვის. მაგალითად ძირითადი ფერი არის წითელი- ახლა თქვენ უნდა იპოვოთ დამატებითი ფერები მის გასაზავებლად. ერთიდაიგივე ფერი სხვადასხვა ფერებთან კომბინაციისას განსხვავებულ ეფექტს იძლევა.

მაგალითად, წითელი სხვა ფერებთან კომბინაციაში კარგავს თავის აგრესიულ არსს და იძენს ახალ ეფექტებს. მაგალითისთვის ვნახოთ რა ემოციებს იწევს  წითელი ფერის კომბინაცია სხვა ფერებთან:

  • წითელი და შავი - დინამიკა, აგრესია, ასეთი კომბინაცია შეუმჩნეველი არავის დარჩება. შავი მხოლოდ აძლიერებს წითელი ფერის სიკაშკაშეს;
  • წითელი და თეთრი - საერთოდ სხვა საქმეა. თეთრი არბილებს წითელ ფერს,  მატებს მას სიწმინდეს და ახლის ეფექტს;
  • წითელი და ნაცრისფერი - ელეგანტური კომბინაცია;წითელი და ოქრო - ეს კომბინაცია ასოცირდება  ფუფუნებასა და სიმდიდრესთან;
  • წითელი და მწვანე - იპყრობს ყურადღებას, მაგრამ ჭრის თვალს. მითუმეტეს თუ ფერები არაა ჩამქვრალი;

სად გამოიყენება აქცენტური ფერები?

დამატებითი ფერები გამოიყენება საიტის დეტალების გასაფორმებლად: СТА- ღილაკისთვის, სათაურებისთვის, მენიუს პუნკტებისთვის და სხვა..  

გახსოვდეთ- ფერი არ განსაზღვრავს  კონვერტაციის დონეს.  ის პირდაპირ არ ყიდის,  არ პოულობს თქვენთვის ახალ მომხმარებლებს, ის საშუალებას გაძლევთ  აქციოთ შემთხვევითი ვიზიტორი  მუდმივ მომხმარებლად(მომხმარებლების  93%  გადაწყვეტილებას შენაძენის გაკეთებაზე იღებს  პროდუქციის და საიტის  ვიზუალის მიხედვით. მომხმარებლების 70% არ იყიდის პროდუქტს, თუ ფერი არ მოეწონა). 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 598 30 88 80

იხილეთ ჩვენი პორფოლიო: www.lemons.ge

ბრენდის წარმატების  80% რესურსის ფერის კომბინაციების სისწორეზეა დამოკიდებული

სხვა სიახლეები