სტარტაპი სტარტაპისთვის

პროექტი, რომელიც სტარტაპს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინ სივრცეში, გახდეს მეტად ცნობადი და აღქმადი

სტარტაპი სტარტაპისთვის

პროექტის შესახებ

 

თაბერი“ - პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც სტარტაპს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინ სივრცეში, გახდეს მეტად ცნობადი და აღქმადი.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის/მცირე მეწარმის ცნობადობის ამაღლებას და პროდუქციის პოპულარიზაციას.

რატომ სტარტაპი - სტარტაპისთვის და რას ნიშნავს „თაბერი”? 

პასუხი ძალიან მარტივი და ლოგიკურია, ისეთივე როგორც ამ პროექტის სახელწოდება. 2020-მა წელმა მსოფლიო კრიზისი გამოიწვია და რათქმაუნდა ეს კრიზისი საქართველოს შეეხო. უამრავი ადამიანი, განურჩევლად კვალიფიკაციისა და პროფესიისა უმუშევრად დარჩა. 

საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-ს და საკონსულტაციო კომპანია „ლემონსს” 10 წლიანი არსებობის მანძილზე არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება თუ სოციალური პროექტი აქვს ჩატარებული, ბევრი მათ შორის არც გასაჯაროებულა. ახლა, ამ შემთხვევაში კი საჯაროობის გარეშე შეუძლებელია მოქმედება… 

ამჟამად უკვე საკონსულტაციო კომპანია „ლემონსმა” , რომელმაც არსებობა 10 წლის წინ, ერთი პატარა ოთახიდან დაიწყო, დღევანდელ დღემდე მოსულმა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში, გადაწყვიტა მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ ახალგაზრდა ბიზნესს, რომელიც ახლა გადის იმავე გზას, რაც „ლემოსმა“ 2010 წლიდან გამოიარა. 

სწორედ ეს იყო მსჯელობის და ფიქრის მიზეზი თუ:

 „როგორ უნდა მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ იმისთვის რომ, ხელი შევუწყოთ, როგორც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ასევე სტარტაპერებს და რაც მთავარია ახალგაზრდა კომპანიებს, რომელსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო არსებობა განაგრძონ.“

სწორედ აქედან გამომდინარე, დიდი გუნდის  ბევრი ფიქრის, მსჯელობის და განსჯის შემდეგ წამოვიდა ახალი იდეა სტარტაპი-სტარტაპისთვის და სლოგანი „ვეძებთ დასაქმების მაძიებლებს”.  

რაც გულისხმობს ბევრი სტარტაპ პროექტის თანადაფინანსებას ციფრულ სამყაროში ინტეგრირებისთვის და 100-მდე ადამიანის დასაქმებას ამავე მიმართულებით.

 

შეთავაზებები

 

დღეს ნებისმიერი ბიზნესი საჭიროებს რეკლამას და ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. თუმცა ბიუჯეტი, რომელიც კარგად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას სჭირდება უმრავლეს  შემთხვევაში სტარტაპისთვის წარმოუდგენლად დიდია. 

სწორედ ამიტომ TIA.GE „ლემონსის” ფინანსური მხარდაჭერით სტარტაპებს გაუწევს  კონსულტაციას და შეთავაზებული პაკეტის (დიჯითალ ბოქსის) ღირებულების 4 000 ლარის 75%-ს დააფინანსებს, ხოლო  სტარტაპი თავის მხრივ აღნიშნული პაკეტის შეძენის შემთხვევაში 25%-ს გადაიხდის 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ფასისა ამ პაკეტის ყველაზე დიდი ღირებულება დროა, რომელიც სტარტაპს აძლევს შესაძლებლობას შეკვეთიდან 5 დღეში სრულყოფილად წარსდგეს ინტერნეტ სივრცეში.

რატომ ინტერნეტში? ეს კითხვა შეიძლება ბევრს არა, მაგრამ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დაებადოს.  იმიტომ პირველრიგში ინტერნეტში, რომ დღევანდელი გამოწვევებით, ვების უსაზღვრო შესაძლებლობებით, გაციფრულებული სამყაროთი და რაც მთავარია კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული მსოფლიო ჩაკეტვებით ადამიანების ქმედებამ, ბიზნესმა/ვაჭრობამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. საიტი გახდა სასიცოცხლო/არსებობის მნიშვნელობის ხელსაწყო, რომელიც 21-ე საუკუნის უალტერნატივო გამოწვევაა.

თუ დიდი ხანია ფიქრობ რომ შენი კომპანიის შესახებ უფრო ხმამაღლა თქვა, მეტმა ადამიანმა გაიგოს შენზე, გჭირდება გქონდეს საკუთარი ლოგო, რათა გახადო შენი ბიზნესი ბრენდირებული.

 

იხილე პროექტი „თაბერის” დიჯითალ ბოქსის პაკეტი tia.ge-სგან: 

ლოგოს დიზაინი,

ლოგოს ვიდეო ანიმაცია,

სავიზიტო ვებ-გვერდი,

დომეინი,

ჰოსტინგი,

კორპორატიული მეილი,

Keyword ების შექმნა,

სავიზიტო ბარათი: დიზაინი/ბეჭდვა,

სოციალური მედიის შექმნა,

გუგლში რეკლამის განთავსება,

სტატიის განთავსება TIA.GE-ზე.

 

პროცესი 

 

1. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2 45 01 01, მობ. 599 27 94 00 ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება დაინტერესების შესახებ მეილზე taberi@tia.ge

2. არაუგვიანეს 48 საათში ჩვენი გაყიდვების სამსახური დაგიკავშირდებათ და ჩავნიშნავთ შეხვედრას.

3. პირველადი გასაუბრების შემდეგ მეილით მიიღებთ გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე.

4. გამოგეგზავნებათ დეტალური ინსტრუქცია და ხელშეკრულება.

5. ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 24 საათში თანხის ჩარიცხვის შემდეგ შესასრულებელი სამუშაოები ჩაგბარდებათ 5 სამუშაო დღეში.

6. ვაფორმებთ მიღება-ჩაბარების აქტს.