თანაინვესტირება მარკეტინგში

საკონსულტაციო კომპანია Lemons.ge როგორც შენი პირადი მრჩეველი, წარმოგიდგენთ უპრეცედენტო პროექტს ქალი მეწარმეებისათვის.

თანაინვესტირება მარკეტინგში

საკონსულტაციო კომპანია Lemons.ge როგორც შენი პირადი მრჩეველი,  წარმოგიდგენთ უპრეცედენტო პროექტს ქალი მეწარმეებისათვის.

კომპანიებს, რომელსაც ჰყავს ქალი დამფუძნებლები ან მათი თანამშრომლების უმეტესობას წარმოადგენენ ქალბატონები, ვთავაზობთ ბრენდის/ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსებას 60% მდე.

როგორც ამბობენ 2021 წელი სიახლეების და ახალი გამოწვევების წელია. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამბიცია, რომ  მარკეტინგის სფეროში ვართ ნოვატორები, ახალი ეპოქის გამოწვევებსაც ნოვატორული პროდუქტით ვპასუხობთ. 

პანდემიამ მხოლოდ ის დაგვანახა, რომ განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია ბიზნესის ახლებური ხედვა, გუშინდელი მარკეტინგული ინსტრუმენტები და კარგად ნასწავლი  აქტივობები მოძველდა და აღარ მუშაობს, ამაში სფეროს სპეციალისტები უდაოდ დაგვეთანხმებიან. 

დღეს ყველა მარკეტერის საზრუნავია, გააკეთოს განსხვავებული, ემოციაზე ორიენტირებული, რაღაც უფრო დიდი და კომპლექსური, ვიდრე ცალკე აღებული სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებია. (სოციალური გვერდის მართვა, ვებ გვერდის შექმნა, სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა, ცალკეული PR კამპანიების განხორციელება, კონკრეტული პროცესის კრიზისის მართვა ან თუნდაც ინფორმაციის ფართო მასშტაბიანი გავრცელება და ა.შ.) 

ლემონსი 2011 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს ქართულ და ევროპულ ბაზარზე, როგორც ბიზნეს მხარდამჭერი ინტერნეტ მარკეტინგში.  2018 წლიდან პარალელურ რეჟიმში  წარმატებულად ახორციელებს მსგავსი ტიპის საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს თანადაფინანსებით. 

თანაინვესტირება - ბაზარზე არსებული საინვესტიციო კომპანიების პროდუქტები ასოცირდება წილის დათმობასთან, ფულის მიღების სანაცვლოდ. ლემონსის გუნდმა  თანადაფინანსების პროექტის დანერგვით არსებული სტერეოტიპი ჩაანაცვლა ინვესტირების ახალი ხედვით.  

 

პროექტის შესახებ 

 

ლემონსის 10 წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება მარკეტინგში თქვენი ბიზნესისთვის  შესაძლებლობაა გახდეს უფრო მასშტაბური. 

რისკების გარანტად ბიზნესს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსება აქვს.  

პირველ  ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში დავაფინანსებთ ყველაზე საინტერესო, აქტიურ, განსხვავებული ხედვით გამორჩეულ 10  ბიზნესს.  ინვესტირებისთვის პრიორიტეტული სფეროებია: მარკეტინგი, სამშენებლო სფერო და ტექნოლოგიური განვითარება .

აღნიშნული ჩამონათვალი არ გამორიცხავს, სხვა სფეროების დაფინანსებას, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა საინტერესო და მომგებიანია, გამოაგზავნეთ ინფორმაცია და საკონსულტაციო გუნდი იდეის ინტერესებიდან გამომდინარე  შემოგთავაზებთ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს. 

დაფინანსების პროექტზე განაცხადის მიღება იყოფა 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2021 წლის 20 მარტამდე;

II ეტაპი: 2021 წლის 1 ივნისიდან 15 ივნისამდე;

III ეტაპი: 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე;

თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა: 

1 ნაბიჯი

 

 მოღვაწეობდეს ქართულ ბიზნესს სივრცეში სულ მცირე 2 წლის მანძილზე (დადასტურდება კომპანიის განახლებული სამეწარმეო ამონაწერით);

 მფლობელები და მენეჯმენტი - მინიმუმ ერთ-ერთი მფლობელი ან დირექტორი/მენეჯერი უნდა იყოს ქალი, (მინიმუმ ბოლო 5 თვის მანძილზე, რომელიც ასევე დასტურდება განახლებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით).

ან

 თანამშრომლები - კომპანიის თანამშრომელთა უმრავლესობა უნდა იყოს მდედრობითი სქესის, (დასტურდება საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ბოლო 5 თვის განაცემთა ინფორმაციით და საშემოსავლო დეკლარაციით);

 კომპანიის ბრუნვა - უკანასკნელი კალენდარული 12 თვის მანძილზე კომპანიის შემოსავალი უნდა იყოს მინიმუმ 500.000 ლარი (ხუთასი ათასი) (დასტურდება საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ბოლო 12 თვის დღგ-ს დეკლარაციით და საშემოსავლო დეკლარაცია);

 მარკეტინგული ხარჯი - საშუალოდ საინვესტიციო აქტივობების გარეშე წლიური მარკეტინგული ხარჯი უნდა შეადგენდეს 50 000 ლარს;

 საგადასახადო გირავნობა/ყადაღა  - ხელშეკრულების დადების მომენტში კომპანიას არ უნდა უფიქსირდებოდეს საგადასახადო გირავნობა და ყადაღა. (დასტურდება შესაბამისი შედარების აქტებით).

 

მე-2 ნაბიჯი

 

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრიორიტეტს აკმაყოფილებთ შემდეგი ნაბიჯი თანაინვესიტერებისთვის ასეთია:

გამოაგზავნეთ კომპანიის მოკლე აღწერა, საქმიანობის სფერო, ნებისმიერი ფორმატით: (წერილობით, ვიდეო ან ხმოვნი შეტყობინება) ოფისის ან წარმოების იურიდიული და ფაქტიური მისამართი; 

კომპანიის  წლიური საშუალო მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტი; 

o და თქვენი ხედვა თუ რატომ გჭირდებათ საინვესტიციო აქტივობა, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს ბრენდის წარმატებისთვის ერთი წლის ჭრილში. 

განაცხადი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: investment@lemons.ge ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 245 01 01

 

მე-3 ნაბიჯი

 

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ საპასუხო შეტყობინება მოგივათ სამ სამუშაო დღეში:

 თანადაფინანსების განხილვაზე  დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ:

  • პროცესების ჩამონათვალს - 3 სამუშაო დღე;
  • შეხვედრის განრიგს - 7 სამუშაო დღე;
  • მომსახურების სრული აღწერა/ხელშეკრულების დრაფტი - 14 სამუშაო დღე.  

 უარის შემთხვევაში მიიღებთ ახსნა-განმარტებით წერილს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღე;

 შესაძლოა მიიღოთ უარი თანადაფინანსებაზე, თუმცა ალტერნატიული შეთავაზების განხილვა შემოგთავაზონ საინვესტიციო ჯგუფის ინიციატივით. – 10 სამუშაო დღე. 

 

მე-4 ნაბიჯი 

 

მესამე  ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ (თქვენი ბიზნესით ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში) კომუნიკაციის შემდეგი ეტაპი მოიაზრებს შეხვედრის დაგეგმვას დასაფინანსებელი პროექტის დეტალების გაცნობას. 

 

მე-5 ნაბიჯი 

 

შესასრულებელი სამუშაოების ბრიფი სტრატეგიის განხილვა და დაფინანსების ხელშეკრულების მომზადება - კონტრაქტი.

Lemons.ge გისურვებთ წარმატებას